მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7111
0.0011
flag
AZN 1.6031
0.0003
flag
CNY 38.283
0.0007
flag
EUR 3.2034
0.0066
flag
GBP 3.6759
0.0034
flag
KZT 49.84
0.0019
flag
TRY 0.0655
0
flag
USD 2.7263
0.0005

გასაქირავებელი საწყობების 68% თბილისშია თავმოყრილი, შემდეგ მოდის ქუთაისი, ბათუმი და ფოთი - TBC Capital

news image

დღეისათვის ქვეყანაში საწყობების ჯამური ფართობი 2.2 მლნ მ²-ს შეადგენს, საიდანაც 10% სამაცივრე ინფრასტრუქტურაა, 90% კი მშრალი საწყობი. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში „ლოგისტიკა: ადგილობრივი და გლობალური ტენდენციებით შექმნილი შესაძლებლობები და გამოწვევები“ არის აღნიშნული. 

საქართველოში არსებული საწყობების მხოლოდ 33% გაიცემა იჯარით, ხოლო 67% მესაკუთრეების მიერ გამოიყენება. საწყობების მხოლოდ  6% არის A კლასის. ქვეყნის მასშტაბით მოქმედია 117 საბაჟო საწყობი.

საგულისხმოა, რომ გასაქირავებელი საწყობების 68% თბილისშია თავმოყრილი, შემდეგ მოდის ქუთაისი (17%), ბათუმი (5%) და ფოთი (5%).

თბილისში მდებარე გასაქირავებელი საწყობების დაახლოებით 85% გაქირავებულია. თბილისში გასაქირავებელი საწყობების დიდი კონცენტრაცია ფიქსირდება სამგორში. ანუ სამგორშია თავმოყრილი მათი 45%, სულ 175,142 კვ.მ. მეორე ადგილზე ნაძალადევია. სწორედ აქაა თავმოყრილი გასაქირავებელი საწყობების 23%-ი - 89,182 კვ.მ

როგორც თიბისი კაპიტალში მიაჩნიათ, გაზრდილი კონკურენციის გათვალისწინებით გასაქირავებელი ფასის ზრდა არ არის მოსალოდნელი. 

როგორც თიბისი კაპიტალში აცხადებენ, ბოლო წლებში საქართველოს სატრანსპორტო და დასაწყობების სექტორი სტაბილურად იზრდებოდა - 2024 წელს დაახლოებით 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა, სექტორის წილი მშპ-ში კი 5.9% იყო. ლოგისტიკის სექტორზე დადებითად აისახა გაზრდილი სავაჭრო ნაკადები ევროპას, კასპიის რეგიონს, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს დელეგაცია საქართველოს ესტუმრა

02.10.2025.20:26

ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნების წამყვანი დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ესტუმრნენ. 

ინვესტორები  საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვივნენ, სადაც ქვეყნის წამყვანი დეველოპერული პროექტები მოინახულეს, დეტალურად გაეცნენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ადგილობრივ კულტურულ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა.

აღნიშნული ტურის ფარგლებში, რომელსაც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდი მასპინძლობდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მათ შორის, მაღალი რანგის შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, “აჭარის ეკონომიკური განვითარების ხედვის” ღონისძიების ფარგლებში.

დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ისეთი ცნობილი  კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა: „Asas Makeen Real Estate Development“, „TAM Group“  „Capital Club Dubai“, „Sports District“ და სხვ.
აღნიშნული ტური ინვესტორებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ინვესტორთა მიერ გამოხატული მაღალი ინტერესი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა