მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7106.2
-0.0024
flag
AZN 1.6073
-0.0005
flag
CNY 37.995
-0.0043
flag
EUR 3.0969
0.0108
flag
GBP 3.6846
0.0008
flag
KZT 53.47
-0.0032
flag
TRY 0.0697
-0.0002
flag
USD 2.7334
-0.0008

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით "თეგეტა გრინ პლანეტსა" და სტუ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

news image

„თეგეტა გრინ პლანეტმა“ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიზანიც გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა. შეთანხმების  ფარგლებში, სტუდენტები ინფორმაციას სამ საგანში მიიღებენ: „ატმოსფეროს დაცვის ტექნიკა“, „ჰიდროსფეროსა და ნიადაგის დაცვის ტექნიკადასაწარმოო პრაქტიკა გარემოსდაცვით ინჟინერიაში“. კურსის თეორიული ნაწილის შემდეგ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად გაეცნონთეგეტა გრინ პლანეტისსაქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს საავტომობილო ნარჩენების ეფექტიან მართვასა და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავებას. პრაქტიკულ სწავლებას 40 სტუდენტი გაივლის, როგორც ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის, ისე სამაგისტრო პროგრამების წარმომადგენლები.

 

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი:მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს რამდენიმე წლის განმავლობაში ჩაუტარდებათ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, ლექციები, ისინი ტექნიკურად იმუშავებენ გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. „თეგეტა გრინ პლანეტი“, როგორც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია, საავტომობილო სპეციფიკურ ნარჩენებს ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მართავს. ჩვენი სპეციფიკური და საკმაოდ ტექნიკური საქმიანობა ქმნის კარგ შესაძლებლობას, რომ სწორედ ტექნიკური სპეციალობებით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა მიიღონ სიღრმისეული ცოდნა ამ საკითხებზე და სამომავლოდ მათი პროფესიული არჩევანი გარემოსდაცვით სფეროებს დაუკავშირონ

ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა პროგრესული და ნაყოფიერი იქნება როგორც ჩვენი ორგანიზაციისა და უნივერსიტეტისთვის, ისე ქვეყნისთვის“.

სტუდენტები გაეცნობიან, რა არის ცირკულარული ეკონომიკა, რა პროექტები შეუძლიათ დაამუშაონ მწვანე მიმართულებით, რათა ხელი შეუწყონ ცირკულარულ ეკონომიკას, მათ შორის მეორადი გამოყენების ნივთების აღდგენას, მაგალითად, საბურავების გრანულებიდან ან ელექტროპროდუქტებიდან სხვადასხვა ტიპის პროდუქტის მიღებას. გაიგებენ, როგორ და რატომ უნდა გადამუშავდეს აკუმულატორები, რატომ არ უნდა მოხვდეს ეს მასალა გარემოში და სხვა.

თამარ ლომინაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი:ნარჩენების მართვისა და კლიმატის ცვლილების პრობლემა მწვავედ დგას არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ გამოწვევის გადაჭრაზე კი მეცნიერები აქტიურად მუშაობენ. „თეგეტა გრინ პლანეტისსაქმიანობის ძირითადი მიმართულებები - სპეციფიკური ნარჩენების მართვა, რეგულირება, გადამუშავება და აღდგენა - ის საკითხებია, რომლებშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ ახალგაზრდა ასაკიდან ექნებათ შესაძლებლობა და მზაობა, მონაწილეობა მიიღონ გარემოზე ზრუნვის უმნიშვნელოვანეს პროცესში. თანამშრომლობის მემორანდუმი საშუალებას მოგვცემს, ჩვენმა სტუდენტებმა სტაჟირება გაიარონთეგეტა გრინ პლანეტში“, უშუალოდ ჰქონდეთ შეხება ნარჩენების მართვის პრობლემასთან და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპანიაში გაეცნონ ამ პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე ინოვაციურ და თანამედროვე გზებს“.

ხელშეკრულება 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ითვალისწინებს თანამშრომლობას

Tegeta Green Planet „თეგეტა ჰოლდინგთან“დაკავშირებული ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე ახდენს ზემოაღნიშნული სპეციფიკური ნარჩენების რეგლამენტის მიხედვით შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Volvo Personal Service – როდესაც სერვისი პერსონალურ გამოცდილებად იქცევა

30.05.2025.16:56

თანამედროვე ავტომფლობელებისთვის დრო და სანდოობა უკვე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ავტომობილის ბრენდი და ხარისხი. სწორედ ამიტომ „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს სთავაზობს უნიკალური სერვისის კონცეფციას – Volvo Personal Service (VPS), რომელიც იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ტექნიკური მომსახურება.

VPS-ის ძირითადი იდეა მარტივიაავტომობილის სერვისი უნდა იყოს სწრაფი, ეფექტური და, რაც მთავარია, პერსონალიზებული. ამ მიდგომის ფარგლებში ვოლვოს ოფიციალურ სერვისცენტრებში პროცესი რადიკალურად განსხვავდება იმ ტრადიციული პრაქტიკისგან, რომელსაც მომხმარებლები წლების განმავლობაში იყვნენ მიჩვეული.

 

ირაკლი იმნაძე, „ვოლვო ქარ საქართველოს“ დირექტორი: „Volvo Personal Service ვოლვოს ახალი საოპერაციო სტანდარტია გაყიდვების შემდგომ მომსახურებაში, რომელიც შექმნილია მომხმარებელზე მორგებული, სწრაფი და ეფექტური სერვისის უზრუნველსაყოფად.

VPS-ის მთავარი იდეა არის პირადი ტექნიკოსის (Personal Service Technician) კონცეფციაის პირადად მართავს მომსახურების სრულ პროცესს, უშუალოდ ურთიერთობს მომხმარებელთან, შესაბამისად, ზუსტად იცის მისი საჭიროებები.

გარდა ამისა, სისტემა ეფუძნება სწრაფი სერვისის მოდელს, სადაც ერთ ავტომობილზე ორი ტექნიკოსი ერთდროულად მუშაობს. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს მომსახურების ხანგრძლივობას, ზრდის სერვისის გამტარუნარიანობას და ზოგავს მომხმარებლის დროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში. ჩვენი მიზანია, ავტომობილის ფლობა ჩვენი მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული და სასიამოვნო გავხადოთ“.

 

VPS არ არის უბრალოდ სწრაფი სერვისი. ეს მიდგომა ავტომობილის მოვლას პერსონალურ გამოცდილებად აქცევს. მომხმარებელი არ არის უბრალოდნომერი რიგში“ – მას ელოდება თავისი პირადი ტექნიკოსი, რომელიც იცნობს მის ავტომობილს და ზუსტად იცის, რა სჭირდება

VPS რამდენიმე პრინციპს ეფუძნება: პირადი ტექნიკოსი, რომელიც  პერსონალურ ყურადღებას ნიშნავს; ორგანიზებული გუნდური მუშაობა, რაც დროის ეფექტურ გამოყენებასთან პირდაპირ კავშირშია, და  გადამზადებული ტექნიკოსები, რაც VPS-ის საფუძველია. „ვოლვო ქარ საქართველომგასულ წელს მიიღო VPS-ის სერტიფიკატი, მექანიკოსებმა გაიარეს სპეციალური სწავლება და მოიპოვეს შესაბამისი ავტორიზაცია. ამასთანავე, აპრილშივოლვო ქარ საქართველომუმასპინძლა რესერტიფიცირების პროცესს და უმაღლესი შეფასება აიღო VPS სტანდარტის დანერგვის კუთხით.

Volvo Personal Service-ით სარგებლობა შესაძლებელია წინასწარი რეზერვაციითაც, ნომერზე (+995) 32 2 24 42 42 დაკავშირებით. მომხმარებელს საშუალება ექნება, საკუთარი ავტომობილის სერვისის პროცესსვოლვო ქარ საქართველოსკომფორტული შოურუმიდან დააკვირდეს.

 

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა