მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7074.2
-0.0004
flag
AZN 1.5915
-0.0003
flag
CNY 38.016
0.0003
flag
EUR 3.131
-0.0011
flag
GBP 3.5507
-0.005
flag
KZT 51.58
0.0005
flag
TRY 0.0641
0
flag
USD 2.7059
-0.0005

პირობების შესრულება როგორც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების განუყოფელი ნაწილი - ინტერვიუ Green steps -ის აღმასრულებელ დირექტორთან

news image

Green Steps • გრინ სთეფს - გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს სრულფასოვან მომსახურებას გარემოს დაცვის მიმართულებით. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ქრისტინა კოროშინაძე, Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში განიხილავს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს დღევანდელი ბიზნესისთვის როგორიც არის ბიზნესის მხრიდან გარემოსდაცვითი პირობების შესრულება.

როგორც ვიცით, გარემოზე ზემოქმედების შეფასება ბიზნესისთვის მხოლოდ პირველი ეტაპია. როცა კომპანია მიიღებს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას რა ხდება შემდეგ? რა ნაბიჯები უნდა გადადგას ბიზნესმა, რომ საქმიანობა კანონთან შესაბამისობაში განაგრძოს?

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ საქმიანობებზე, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო გასცემს გარემოსადაცვით გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება ბიზნესისთვის არ ნიშნავს დასრულებულ პროცესს, არამედ პირიქით, ეს არის ახალი ეტაპის დასაწყისი, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებართვის აღების შემდეგ ბიზნესი უნდა მიჰყვეს იმ პირობების შესრულებას, რაც ბრძანებით განესაზღვრება მას. პირობების რაოდენობა და თემატურობა აბსოლუტურად ინდივიდუალურია პროექტის შინაარსიდან გამომდინარე. ამიტომ, წინასწარ ვერ ვიტყვით რომელიმე პროექტზე, რა სახის ან რა შინაარსის პირობები შესაძლოა დაადგინოს სააგენტომ.

რა სახის პიროებებზეა საუბარი და რატომ არის მათი შესრულება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის?

პირობები მოიცავს ვალდებულებებს, რომელიც კონკრეტული დროის პერიოდში უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან. პირობის წარდგენის/შეთანხმების ვადას თავად სააგენტო განსაზღვრავს. პირობებს რაც შეეხება, შესაძლოა პირობა ეხებოდეს გარემოსდაცვითი მონიტორინგის ჩატარებას, ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებას, სხვადასხვა გარემოსდაცვითი კვლევების ჩატარებას, ბიომრავალფროვნების კომპენსაციის ღონისძიებების შესრულებას, მათ შორის, უსაფრთხოების ზომების დაცვა და ა.შ. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ რომ პირობები ადგენს იმ „წითელ ხაზებს“, რომელთა ფარგლებშიც უნდა იმუშაოს კომპანიამ, ისე რომ ზემოქმედება გარემოზე დარჩეს დასაშვებ ფარგლებში ან იყოს მინიმალური.

ვინ აკონტროლებს, ასრულებს თუ არა კომპანია გაცემული გადაწყვეტილების პირობებს? და რა შედეგი მოჰყვება პირობების შეუსრულებლობას?

კომპანიის ვალდებულებების შესრულების კონტრიოლს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი სიპი - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს. აღნიშნული დეპარტამენტი ახორციელებს ინსპექტირებებს პერიოდულად. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ინსპექციას შეუძლია დააწესოს სანქცია ფულადი სახით ან შეაჩეროს საქმიანობა მანამ სანამ პირობები არ შესრულდება, გააჩნია რა სიმძიმის დარღვევასთან გვაქვს საქმე. განსაკუთრებულ შემთხვევებში, კომპანიას ეკისრება ასევე გარემოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ყველა პირობა შესრულდეს დროულად და დოკუმენტურად იყოს დადასტურებული.

აქვე, შეგვიძლია ხაზი გავუსვათ როგორ ჩანს ინვესტორის მხრიდან პირობების შეუსრულებლობის ნაწილი. გარემოსდაცვითი პირობები თუ არ სრულდება,
ინვესტორი აწყდება დამატებით ფინანსურ ხარჯებს მაგალითად: ჯარიმებს, იძულებით სამუშაოს შეჩერებას ან ხელახალ ექსპერტიზას, რაც საბოლოო ჯამში დამატებით ფინანსებთან ასოცირდება. შესაბამისად, პირობების სრულყოფილი შესრულება ქმნის სამართლებრივ დაცულობას, ამცირებს გაუთვალისწინებელ ხარჯებს და უზრუნველყოფს პროექტის უწყვეტ მიმდინარეობას, რაც ინვესტორისთვის პირდაპირ ნიშნავს დროის და ფინანსების დაზოგვას.

შეუძლია თუ არა კომპანიას პირობების შეცვლა ან გადახედვა?

რა თქმა უნდა შეუძლია. სამინისტროს მიერ განსაზღვრული პირობა კი არის სავალდებულო ბიზნესისთვის შესასრულებად, მაგრამ თუ პროექტში განხორციელდა ტექნოლოგიური სახის ცვლილება, დიზაინის ცვლილება ან ა.შ რაც კავშირშია რომელიმე პირობასთან, კომპანია უფლებამოსილია შესაბამისი დასაბუთებით, მიმართოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს ცვლილებების თაობაზე.

რა არის საკონსულტაციო კომპანიების როლი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შემდგომ ეტაპზე?

ჩვენი როლი ვფიქრობ არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო, რადგან ჩვენ არ ვწყვეტთ ურთიერთობას დამკვეთთან ნებართვის აღების შემდგომაც. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდგომ, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ბიზნეს გავუწიოთ კვალიფიციური კონსულტაცია პირობების კონკრეტულ ტექნიკურ ნაბიჯებად გარდაქმნაში, რათა თავიდან აიცილოს სამართლებრივი და რეპუტაციული რისკები.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image AI სტიპენდია ქალებისთვის - საქართველოს ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივ პროექტზე განაცხადების მიღება დაიწყო

13.11.2025.14:51

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახალი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, ქალებისათვის სპეციალური სასწავლო კონკურსი- AI სტიპენდია შეიქმნა.

ახალი ინიციატივა ქალებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება პარტნიორ აკადემიებში და დაეუფლონ ახალ პროფესიას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. პროექტში მონაწილეობა და განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ქალს, ვისაც აინტერესებს ხელოვნური ინტელექტი. ბანკის პარტნიორი აკადემიების სია კი ასე გამოიყურება:

• სმარტ აკადემია – Smart Academy;
• თბილისის კომუნიკაციის სკოლა – Tbilisi School of Communication;
• ციფრული ინდუსტრიის აკადემია – Academy of Digital Industry;
• ეჯაილ სქული – AgileSchool;
• სქილვილი – Skillwill;
• სქეილაფი – ScaleUp.

რაც შეეხება კონკრეტულ კურსებს, რომლის გავლაც AI ით დაინტერესებულ ქალებს შუძლიათ, ესენია:

TBILISI SCHOOL OF COMMUNICATION

• ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები;
• AI Agents & Automations;
• AI ბიზნესის განვითარებაში.

Academy of Digital Industry

• ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი;
• AI ChatBots.

Smart Academy

• ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში.

Skillwill

• ხელოვნური ინტელექტი საოფისე სამუშაოსთვის.

ScaleUp

• ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება.

AgileSchool

• AI Automation.

სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეირჩევიან წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, რასაც თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს. საწყის ეტაპზე საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა Stipendia.bog.ge-ზე, -ზე, დაწეროთ სამოტივაციო წერილი და დაელოდოთ პასუხს გასაუბრების თაობაზე.

აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.

საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა