მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

წლის ბოლომდე პრემიუმ კატეგორიის 10 ახალი პროდუქტის წარმოებაა დაგეგმილი - „პანე“

news image

პანე საწარმოო პროცესების გაუმჯობესებაზე მუშაობს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დირექტორი ტატო ივანიაშვილი ​აღნიშნავს, „პანეს“ ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტი ასორტიმენტის დინამიკური განახლებაა. 

კომპანია, რომელიც წლების წინ ცნობილი იყო სახელწოდებით „მზარეული 1“, 2017 წლის რებრენდინგის შემდეგ ბაზარზე “პანეს” სახელით გამოჩნდა. ამავე წელს ქარხანაში სრული გადაიარაღება განხორციელდა და წარმოება 4 ძირითად მიმართულებად ჩამოყალიბდა: ორცხობილა, ფენოვანი ცომი და მისი ნაწარმი, ფრანგული ბულანჟერეა და პურები.

„თავდაპირველად კომპანიაში ძირითადი აქცენტი ფენოვანი ცომის პროდუქტების მიმართულების განვითარებაზე გაკეთდა - მათ შორის ხაჭაპური, ლობიანი და სხვა ფენოვანი ცომის ნაწარმი, რომელიც დღეს წარმოდგენილია როგორც საცალო ქსელებში, ისე B2B მიმართულებით, კორპორატიულად პარტნიორ კომპანიებთან.
მოგვიანებით დაიწყო პურ-ფუნთუშეულის ხაზის ჩამოყალიბება, რომელიც ხელმისაწვდომია „ნიკორა სუპერმარკეტების“ ქსელში, ადგილზევე ცხობის ფორმატით. ეს მოდელი მომხმარებელს სთავაზობს ახალგამომცხვარ, მაღალი ხარისხის პროდუქტს ყოველდღიურად. ადგილობრივი ცხობის მიმართულება ამ ეტაპზე განვითარების პროცესშია და უკვე თითქმის გაუტოლდა ფენოვანი მიმართულების მასშტაბებს. „პანეს“ ასევე მუდმივად ფართოვდება პურის მიმართულებაც - ასორტიმენტს რეგულარულად ემატება ევროპული რეცეპტურის პურები, წლის ბოლომდე კი პრემიუმ კატეგორიის 10 ახალი პროდუქტის წარმოებაა დაგეგმილი. იგეგმება ცვლილებები ორცხობილების მიმართულებითაც. გუნდს დიდი სამომავლო გეგმები გვაქვს“ - აღნიშნავს ტატო ივანიაშვილი.

კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ აქტიურად მიდის მუშაობა საწარმოო პროცესების გაუმჯობესებაზე და სწორედ ამ მიზნით ხდება საწარმოს გადაიარაღება და გაფართოებაც.

საწარმოო ტერიტორია 1450კვ/მ-დან უკვე 2900 კვ/მ-მდეა გაზრდილი. გადაიარაღებასთან ერთად ხდება სიმძლავრეების დამატება და საწარმოო ხაზების მოდიფიკაცია/გაუმჯობესება.

ახლახან კომპანიის მიერ მოხდა უახლესი ტექნოლოგიის დანადგარების შეძენა, რომლებიც უკვე ტრანსპორტირებულია და ახლო პერიოდში დასრულდება მათი მონტაჟი, რაც წარმოების მოცულობის ზრდასა და ხარისხის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს.

პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები უცხოელ ტექნოლოგებთან და კონსულტანტებთან. რათა მოხდეს მათი საქართველოში მოწვევა და ევროპული გამოცდილების და თანამედროვე რეცეპტურის ადგილზე გაზიარება- დანერგვა.

„ჩვენ განვაგრძობთ სტაბილურ განვითარებას როგორც საცალო, ისე B2B მიმართულებით. საწარმოო ბაზის გაფართოება, თანამედროვე დანადგარების დანერგვა და ხარისხზე ორიენტირებული სტრატეგია კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, განავითაროს არსებულ მიმართულებები და შესთავაზოს მომხმარებლებს მეტად დივერსიფიცირებული და კონკურენტუნარიანი ასორტიმენტი. ბრენდის წარმატება ადგილობრივ ბაზარზე ეფუძნება გრძელვადიან ხედვას, ინვესტიციებს წარმოების ეფექტიანობაში და მომხმარებლისადმი მუდმივ ყურადღებას -აღნიშნა „პანეს“ დირექტორმა.

დღეისათვის “პანე” ბრენდის ქვეშ ჯამურად 70 სახეობის პროდუქტია წარმოდგენილი. ასორტიმენტის გამუდმებულმა განახლებამ და ხარისხზე აქცენტმა მნიშვნელოვნად გაზარდა როგორც მომხმარებელთა ბაზრის მოთხოვნა, ისე კმაყოფილება, რაც მყისიერად აისახა რეალიზაციაზეც და 2022 წლის ბოლოდან დღემდე გაყიდვების საშუალო ზრდამ კომპანიაში დაახლოებით 30%-ი შეადგინა.
პანეს“ პროდუქცია საზოგადოებაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და წლებია მომხმარებლის დიდ ინტერესს ინარჩუნებს.
ბრენდის თითოეული პროდუქტი იქმნება საგულდაგულოდ შერჩეული, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით, რომლებიც ევროპული სტანდარტების ქარხნებში — ავსტრიაში, ბელგიაში, ჰოლანდიასა და თურქეთში — იწარმოება. კომპანიაში პროდუქციის წარმოება უახლესი ევროპული დანადგარებით ხორციელდება. "პანეს“ საცხობში წლებია, რაც დანერგილია ISO 9001 და 2000 სტანდარტები.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image „ფრუტერამ“ ასორტიმენტი გააფართოვა და ვაშლის ძმრის წარმოება დაიწყო

22 , 2025

ფრუტერაარის ქართული საოჯახო ბიზნესი, რომელიც 2021 წელს დაარსდა. კომპანია ქმნის ნატურალური ხილის პროდუქტებს, ძირითადად კი ორიენტირებულია ჩირის წარმოებაზე კონსერვანტების, ემულგატორებისა და შაქრის დანამატების გარეშე. „ფრუტერამასორტიმენტი გააფართოვა და ვაშლის ძმრის წარმოება დაიწყო. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა დავით გელუტაშვილმა განუცხადა

 

ძმრის წარმოება დავიწყეთ და ვაშლის ძმარიც დავამატეთ ჩვენს პროდუქტებს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ საკუთარი ბაღები გვაქვს სხვადასხვა ხილის. მათ შორის, ვაშლის სადაც დანერგილი გვაქვს GeoGAP (Georgian Good Agricultural Practices) სტანდარტი. ეს არის  GLOBAL G.A.P. (Good Agricultural Practices) მსგავსი ქართული სტანდარტი და გულისხმობს პირველადი ნედლეულის მოყვანის სტანდარტს. შესაბამისად, ამ სტანდარტით მოყვანილი პროდუქტი ნიშნავს იმას, რომ ეს პროდუქტი არ შეიცავს დაუშვებელი რაოდენობით ნიტრატებს, შხამქიმიკატებს და მავნე ნივთიერებებს. ამ ნედლეულით ვაწარმოებდით ჩირსაც და ტყლაპსაც დიდი რაოდენობით. გარკვეულ ნაწილს ვყიდულობდით, თუმცა ვარჩევდით როგორი ხარისხის უნდა ყოფილიყო ის ნედლეული და ამავე ნედლეულით დავიწყეთ ვაშლის ძმრის წარმოებაც. უკვე რეალიზაციაც განვახორციელეთ. ძმარი არის გაუფილტრავი, რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერებისგან შედგება და არ არის გამოყენებული ძმარმჟავა, ესენცია ანუ ქიმიური ჩარევით არ არის დაძმარებული, არამედ ბუნებრივი ნატურალური გზით არის დაძმარებული და არის მაღალი ხარისხის ქართული ვაშლის ძმარი. სხვათაშორის, გაგიკვირდებათ და იმის მიუხედავად, რომ ამდენი ვაშლი იწარმოება საქართველოში იტალიიდან, თურქეთიდან და საიდან აღარ შემოდის ეს ვაშლის ძმარი და მართლა მიკვირს რატომ ხდებოდა აქამდე რომ დიდი კომპანიები არ აწარმოებდნენ ვაშლის ძმარს და რატომ ხდებოდა იმპორტით ამ ძმრის შემოტანა “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი დავით გელუტაშვილი.

 

 „ფრუტერას“ პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. კომპანია მარკეტინგულ აქტივობებს ფაქტობრივად არ იყენებს და საკუთარი ძალისხმევით ცდილობს ცნობადობის ამაღლებას, რაც დამფუძნებლის თქმის ამართლებს კიდეც.

 

მე ვფიქრობ რომ ჩვენი მარკეტინგული ძალისხმევის პროპორციულად იზრდება მოთხოვნა პროდუქციაზე. თუ ჩვენს პოსტებს დააკვირდებით ნახავთ, რომ ძალიან იშვიათად  ჩვენი პოსტი დაბუსტული და დასპონსორებული იყოს. მარკეტინგული ძალისხმევის პროპორციულად იზრდება მოთხოვნა სტაბილურად. მე სპეციალურად არ ვცდილობ რომ მარკეტინგული ძალისხმევა უფრო გავაძლიერო იმიტომ რომ მინდა მივყვე წარმოება-მიწოდების მოთხოვნას. მაგალითად, ვაშლის ძმარზეც ზუსტად ასე მოხდა. ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ამხელა მოთხოვნა შეიძლებოდა ყოფილიყო. მაშინ, როდესაც სხვადასხვა პორციებად ვაწარმოეთ ძმარი და მაშინ როდესაც არ გვქონდა დიდი ოდენობით, უბრალოდ პოსტი დავდეთ და იმხელა მოთხოვნა წამოვიდა რომ დაახლოებით მესამედს ვუპასუხეთ მხოლოდ. ფასები არ გვაქვს მაღალი. 12 ლარი არის 1 ლიტრის ფასი ვაშლის ძმარი. კონკურენტებს თუ შევხედავთ, სუპერმარკეტის დახლებზე დაახლოებით 50%-ით ძვირად  იყიდება “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი დავით გელუტაშვილი

 

აღსანიშნავია, რომ კომპანია ორიენტირებულია სხვადასხვა სახის ნატურალური ხილის ჩირის წარმოებაზე, რისთვისაც იყენებს აბსოლუტურად ჰიგიენურ პირობებში ინფრაწითელი სხივებით შრობის მეთოდს, რაც უზრუნველყოფს ხილში არსებული სასარგებლო ნივთიერებების არანაკლებ 95%-ით შენარჩუნებას. საწარმო მოწყობილია საქართველოს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა