განსხვავებული გარემო და ინტერიერი ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა - რესტორანი „დები“
დები • Sisters არის პოპულარული რესტორანი, რომლის ისტორიაც 2018 წლიდან იწყება. მეტი დეტალის გასაგებად Business Insider Georgia "დების" დამფუძნებელს მარიკა თავარაძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„დების“ ისტორია 2018 წლიდან იწყება. ჩემთვის როგორც დამფუძნებლისთვის და მზარეულისთვის რესტორნის გახსნის მოტივაცია ოჯახურმა ტრადიციებმა და გამოცდილებამ მომცა.
მენიუში შეტანილი კერძები აღდგენილია მივიწყებული ძველი იმერული და ლეჩხუმური სამზარეულოდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქუთაისში ჩამოსულ სტუმარს გავაცნოთ ჩვენი სამზარეულო, ასევე ჩვენი ტრადიციები და კულტურა. სწორედ ამ მიზეზით სტუმრებს ვთავაზობთ ფოლკლორულ, კლასიკურ, საოპერო თუ აკუსტიკურ მუსიკალურ საღამოებს.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა, გვერქვას ქალაქის "სავიზიტო ბარათი". ჩვენი მთავარი მიზანია მაღალ მოთხოვნას შესაბამისად ვუპასუხოთ და შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხი.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
რესტორნის კონცეფცია სრულად ჩემი და ჩემი დების მიერ არის შექმნილი. სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. განსხვავებული გარემო და ინტერიერი არის ერთ-ერთი ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა. ჩვენ შევძელით და შევქმენით სივრცე რომელიც, ჩვენს ქალაქში ხშირი ვიზიტის მიზეზიც ხდება.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
მჯერა, რომ ეს განვლილი წლები და გამოცდილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენს საქმიანობას და ჩემს დებთან ერთად კიდევ ბევრ საინტერესო გეგმას დავსახავ.
ცნობისთვის, რესტორანი ქალაქ ქუთაისში ფალიაშვილის 33 ნომერში მდებარეობს. რესტორანი ცნობილია იმერული ფოლკლორისა და ქალაქური მუსიკის კონცერტებით, მათ შორის ქალთა ანსამბლ „იამე“-ს გამოსვლებით.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
05.06.2025.13:47
კრისტალი, მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ, აქტიურად განაგრძობს ტექნოლოგიურ განვითარებას და ამ პროცესში ინოვაციური პროექტებს ახორციელებს, რომლის მიზანი საბანკო მომსახურების განვითარებაა.
ამჯერად, „კრისტალი“ ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში ახალ ეტაპზე გადადის და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით Optio-ს CRM პლატფორმას ნერგავს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტის გამოყენებუთ ხელს უწყობს მომხმარებლების საჭიროებების უკეთ აღქმას და მათზე მაქსიმალურად მორგებული მომსახურების მიწოდებას.
Optio-ს პლატფორმა კრისტალს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში გააერთიანოს მომხმარებელთა მონაცემები, დააკვირდეს ქცევით ტენდენციებს და მათი ანალიზის საფუძველზე შექმნას მეტად პერსონალიზებული, მიზნობრივი შეთავაზებები და ეფექტური კომუნიკაციის ფორმა.
„საბანკო ტრანსფორმაცია კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენს მომხმარებლებთან ურთიერთობაში. იმისთვის, რომ უკეთ მოვემსახუროთ მათ, კარგად უნდა ვახერხებდეთ მათი საჭიროებების ანალიტიკას. სწორედ ეს შესაძლებლობა მოგვცა Optio-მ — მოქნილი, ინტელექტუალური და მონაცემებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებით.“- აღნიშნავს კრისტალის გენერალური დირექტორი ილია რევია.
როგორც Optio-ს აღმასრულებელი დირექტორი, შოთა გიორგობიანი აცხადებს: „კრისტალი ყოველთვის გამოირჩეოდა მომხმარებელზე ორიენტირებულობით. ჩვენთვის დიდი პატივია მათთან თანამშრომლობა და იმ პროცესში მონაწილეობა, რაც საბოლოოდ მომხმარებლებს მეტად პერსონალიზებულ და მიზნობრივ ფინანსურ მომსახურებას შესთავაზებს.“
კრისტალის სტრატეგია - პერსონალიზებულ მომსახურებაზე ორიენტაცია, მოხმარებლების შესაძლებლობების გაძლიერება და ტექნოლოგიური განვითარება, საფინანსო ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის ახალ ფორმას ქმნის, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც კრისტალს, ასევე მის 130 000 -ზე მეტ მომხმარებელს.
კრისტალისთვის ტექნოლოგიური განვითარების პრიორიტეტულობა განსაკუთრებით იზრდება საბანკო ტრანსფორმაციის პროცესში, რომელსაც კომპანია ამჟამად გადის და 16 ივნისიდან მომხმარებლებს სრულ საბანკო სერვისებს შესთავაზებს.
პარტნიორობა Optio-სთვისაც მნიშვნელოვანი ეტაპია — ტექნოლოგიური პლატფორმა სულ უფრო მეტ ფინანსურ ინსტიტუტს ეხმარება მარკეტინგის მიმართულებით, მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდასა და ინოვაციების დანერგვაში.