განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ახალი პროექტი – საზაფხულო სკოლა იწყება
ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს – საზაფხულო სკოლას იწყებს.
საზაფხულო სკოლა, არსებული რესურსსკოლების ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსების გამოყენებით, მოსწავლეებსა და მომავალ პირველკლასელებს მრავალფეროვან პროგრამებს შესთავაზებს, რაც მათ სოციალურ-ემოციურ, ფუნქციურ და პიროვნულ უნარებს გააძლიერებს.
საქართველოში 7 რესურსსკოლა ფუნქციონირებს, რომელიც სასწავლო წლის განმავლობაში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებში დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, სთავაზობს დამატებით მხარდაჭერას როგორც აკადემიური ასევე ყოველდღიური, ყოფითი უნარების განვითარების მიმართულებით.
სწორედ აღნიშნული რესურსსკოლები, საზაფხულო არდადეგების პერიოდში განვლილი სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესის შენარჩუნება-გაუმჯობესებისა და სსსმ მოსწავლეთა ოჯახების მხარდაჭერისთვის, მოსწავლეებს შესთავაზებენ დამატებით მომსახურებას 16 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით.
აღნიშნულ პერიოდში მომავალ პირველკლასელებსაც ექნებათ შესაძლებლობა, დაუახლოვდნენ სასკოლო გარემოს, არაფორმალურ გარემოში გაიცნონ მომავალი აღმზრდელები და თანასკოლელები, რაც ბევრად გაუადვილებთ სკოლაში ტრანზიციას.
მშობლებს დღეიდან აქვთ შესაძლებლობა, მიმართონ რესურსსკოლების ადმინისტრაციას მოსწავლის რეგისტრაციის თაობაზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
17.07.2025.12:39
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დანიელ პარტნიორებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც, ორგანიზაციული ეფექტიანობის მიმართულებით კიდევ ერთი ტრენინგი ჩატარდა ჩართულობასა და პროდუქტიულობაზე.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებს ეფუძნებოდა და თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებისაგან შედგებოდა. ტრენინგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა პროდუქტიულობის გაგებისა და მართვის სტრატეგიული მნიშვნელობის გააზრება, ჩართულობის მექანიზმების წარმოჩენა და მათი გავლენა ორგანიზაციულ ეფექტიანობაზე, ისევე როგორც მტკიცებულებაზე (მონაცემებზე) დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარების გაძლიერება.
ტრენინგი საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და Danish Industry-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში წარიმართა, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების მიზნებისათვის შრომის ბაზრის განვითარებას ისახავს მიზნად.
„მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის კიდევ ერთი ტრენინგი ჩავატარეთ ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებზე, რომელიც კომპანიებში ორგანიზაციული ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას ემსახურება, რაც ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. BAG-ის თანამშრომლობა დანიელ პარტნიორებთან აქტიურად გრძელდება და დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული, პროდუქტიული იქნება როგორც ჩვენი წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის, ასევე ზოგადად ბიზნეს სექტორისთვის" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
Danish Industry-სთან თანამშრომლობით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია შრომის ბაზრის განვითარებისათვის წლის განმავლობაში კიდევ არაერთი ღონისძიების განხორციელებას გეგმავს.