მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7098
-0.0193
flag
AZN 1.6087
-0.0011
flag
CNY 38.021
-0.0091
flag
EUR 3.1042
-0.0019
flag
GBP 3.7036
0.0081
flag
KZT 53.44
-0.0008
flag
TRY 0.0701
0
flag
USD 2.7357
-0.0019

განსაკუთრებული ფოკუსი გვაქვს ციფრული არხების განვითარებაზე - Kdema

news image

Kdema • კდემა ქართული წარმოების აქსესუარების, ჩანთებისა და ტანსაცმლის ბრენდია, რომელიც 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზემეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის კრეატიულ დირექტორს ანი ჯვარიძეს ესაუბრა. 

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

კდემა“ 2022 წელს დაარსდა და უკვე სამი წელია, რაც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ქართულ პროდუქციას სთავაზობს. ბრენდის სახელის შერჩევისას ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო მისი თანხვედრა ქართულ იდენტობასთან, ხასიათსა და ესთეტიკასთან. სწორედ ამ ღირებულებებზე ფიქრის პროცესში დაიბადაკდემა“  - სიტყვა, რომელიც ჩვენთვის დახვეწილობასთან, სიმშვიდესა და ელეგანტურობასთან ასოცირდება.

საქმიანობა საკმაოდ მცირე ბიუჯეტით, ყოველგვარი ინვესტიციის გარეშე დავიწყეთ და საკმაოდ საინტერესო და გამოწვევებით სავსე გზა გავიარეთ. ამ დროის განმავლობაში ჩვენი მთავარი მისია იყო, ნებისმიერი თაობის წარმომადგენლისთვის ხელმისაწვდომ ფასად შეგვეთავაზებინა მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია, რომელიც მათ ყოველდღიურ სტილს კიდევ უფრო გამორჩეულს გახდიდა და მათ უნიკალურობასა და თავდაჯერებულობას წარმოაჩენდა. 

კდემასთითოეული პროდუქტი ხელით იქმნება და მასზე არაერთი ადამიანი მუშაობს. დიზაინის შექმნიდან პროდუქტის სრულყოფამდე ჩართულია გუნდის თითოეული წევრი. სწორედ ამ ერთობლივ, შთაგონებულ შრომაში ვხედავთ შესაძლებლობას, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ უნიკალური, დახვეწილი და ინდივიდუალიზმზე ორიენტირებული პროდუქცია.

როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?

კდემააწარმოებს როგორც ჩანთებს, ასევე, კაბებსა და ფეხსაცმელებს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ბრენდი უფრო მეტად ჩანთებით არის ცნობილი. შესაბამისად, სხვა პროდუქტებთან შედარებით ჩანთების ასორტიმენტი უფრო ფართო გვაქვს და მომხმარებელს, ამჟამინდელი მოცემულობით, 30 სხვადასხვა დიზაინის ჩანთას ვთავაზობთ. აღსანიშნავია ისიც, რომკდემაყველა ასაკზე მორგებულ პროდუქტებს ქმნის. ჩვენი კოლექცია აერთიანებს კლასიკურ და თანამედროვე ტენდენციებს, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი სტილი და გემოვნება ჩვენს პროდუქციაში აღმოაჩინოს

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი წარმოება საქართველოში სტაბილურად ვითარდებაიქმნება ახალი ქართული ბრენდები, რომლებიც მომხმარებლებს კრეატიულ და ხარისხიან პროდუქციას სთავაზობენ. შედეგად მომხმარებელთა მოლოდინები და ნდობა ადგილობრივი პროდუქციის მიმართ გამყარებულია და ამ ნდობის საფუძველზე, შესაბამისად, გაზრდილია მოთხოვნაც. ამ ცვლილებებს ჩვენც ვხედავთ საკუთარ საქმიანობაში და გვჯერა, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. 

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომკდემასაქვს ჩამოყალიბებული უნიკალური ვიზუალური ენა და სტილი, რაც მას სხვა ბრენდებისგან გამოარჩევს. გარდა ვიზუალური სტილისა, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა მჭიდრო, გულწრფელი ურთიერთობა მომხმარებელთან.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

თანამედროვე მოდის ბაზარზე ელექტრონული კომერციის როლი დღითიდღე იზრდება, რაც ონლაინ გაყიდვებს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ფოკუსი გვაქვს ციფრული არხების განვითარებაზევმუშაობთ საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებზე პროდუქციის განთავსებასა და გაყიდვების გაფართოებაზე. 

ამის პარალელურად ვმუშაობთ იმაზე, რომკდემასპროდუქციის ხილვა უფრო მეტ ფიზიკურ, კონცეპტუალურ მაღაზიაშიც იყოს შესაძლებელი და მათ, ვისთვისაც ტრადიციული შოპინგი ერთგვარი შთაგონებაა, ჩვენი პროდუქციის შეძენა ამ ფორმითაც შეეძლოთ.  

აღსანიშნავია, რომკდემაიყენებს ეკომეგობრულ მასალებს. პროდუქციის მიწოდება ხორციელდება როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. თბილისში შეკვეთები, როგორც წესი, მეორე დღესვე მიეწოდება მომხმარებელს, ხოლო რეგიონებში 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორია კომპანია „ივრის ფერმების“ განვითარების სტრატეგია - ნინო ცხადაია

27.05.2025.22:00

წელს ველოდებით ნუშის პირველ მოსავალს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე გავყიდით, ხოლო 3 წელიწადში შევძლებთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ პროდუქცია, აცხადებს კომპანია „ივრის ფერმების” დირექტორი ნინო ცხადაია. კომპანია ნუშის ბაღებს კახეთში ფლობს. „ივრის ფერმები“ სახელმწიფო პროექტების ბენეფიციარია - სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტით და „დანერგე მომავლის“ საგრანტო პროგრამით.

„ივრის ფერმები“ სოფლის მეურნეობაში წარმოდგენილია უკვე მესამე წელია. ჩვენ ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ 2022 წელს და ზრდის ეტაპობრივი სტრატეგია ავირჩიეთ. პირველად გავაშენეთ ბაღი 2023 წელს, დავიწყეთ 35 ჰა ნუშით, შემდეგ დავამატეთ 75 ჰა. ხოლო წელს ვასრულებთ ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გაფართოებას 240 ჰა-ს. ანუ ჯამში ავდივართ 350 ჰა ნუშის ბაღებზე. ჩვენს ბაღებში ჩართულები არიან, როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი სპეციალისტები. ბაღის ირიგაციის დიზაინი შეადგინა დარგის წამყვანმა სპეციალისტმა ესპანეთიდან. ბაღს ასევე კურირებს აგრონომი-კონსულტანტი, რომელიც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, კონკრეტულად კაკლოვან კულტურებში. ჩვენთან წარმოდგენილია ნუშის 4 ესპანური ჯიში. წელს ველოდებით პირველ მოსავალს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე გავყიდით. 3 წელიწადში შევძლებთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ 160 ტონამდე ნუში, ხოლო როცა ჩვენი ბაღები მიაღწევს სრულ მსხმოიარობას, რაც რამდენიმე წელიწადში მოხდება ჩვენ საექსპორტო მოსავალს გავზრდით 800-900 ტონამდე. ჩვენი აზრით დიდი წვლილი შეგვაქვს, როგორც რეგიონის და ზოგადად ქვეყნის აგრონომიულ და ეკონომიკურ განვითარებაში, ჩვენ ვქმნით სამუშაო ადგილებს და ასევე ხელს ვუწყობთ ადგილობრივ ბაზარზე შეიქმნას კაკლოვანი კულტურების ექსპერტიზა. საერთაშორისო ბაზარზე ნუშის გატანა არ იქნება მარტივი პროცესი. თავისებურ გამოწვევებთან იქნება დაკავშირებული, რადგანაც ამ დროს მოგვიწევს კონკურენციაში შევიდეთ დარგის წამყვან მომწოდებლებთან. ასეთ დროს ჩვენი აზრით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სექტორის, მოთამაშეების ერთად დგომა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ასევე სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესის თავისებური ხელშეწყობა. საერთოდ ნუში არის გრძელვადიანი კულტურა, რას იმას ნიშნავს რომ ჩვენი, ნებისმიერი გამშენებლის მხრიდან ითხოვს საწყის ეტაპზე ძალიან დიდ და მსუყე ინვესტიციებს. ამისი გაკეთება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან პროცესების ხელშეწყობა. კონკრეტულად შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა ჩვენს ბაღებს ძალიან ეხმარება ზრდაში და განვითარებაში“, - აცხადებს კომპანია „ივრის ფერმების” დირექტორი ნინო ცხადაია.

აღსანიშნავია, რომ „ივრის ფერების“ ნუშის ბაღებს რამდენიმე დღის უკან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სტუმრობდა.

კომპანია „ივრის ფერმები” აქტიურად თანამშრომლობს ესპანელ ექსპერტებთან და იყენებს მათ მიერ შემუშავებულ ფიტოსანიტარიულ და განოყიერების გეგმებს, რომლებიც მორგებულია ბაღის საჭიროებებზე და თანხვედრაშია ევროპულ რეგულაციებთან. ბაღები უზრუნველყოფილია თანამედროვე საირიგაციო სისტემით, რომელიც მდინარე ივრიდან მარაგდება. წვეთოვანი საირიგაციო სისტემის ეფექტიანი გამოყენებისა და „ივრის ფერმების“ სასაწყობე სივრცის ელექტრიფიკაციისთვის კომპანიამ 1.75 მეგავატიანი ელექტროქსელიც შექმნა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა