განსაკუთრებული ფასები Wolt Market-ში რებრენდინგის კამპანიის ფარგლებში
Wolt Market საქართველოში რებრენდინგის კამპანიას იწყებს. განახლებული პოზიციონირების ფარგლებში, მარტი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებების თვედ ცხადდება.
2-დან 31 მარტის ჩათვლით, მომხმარებლებს ელოდება 50%-მდე ფასდაკლება ადგილობრივ ბრენდებზე, მათთვის საყვარელ პროდუქტებსა და იმ კატეგორიებზე, რომლებიც ყოველდღიური საყიდლების ძირითად ნაწილს წარმოადგენს: სასურსათო პროდუქცია, სასმელები, ჰიგიენის საშუალებები, საოჯახო ნივთები და სხვა.
რებრენდინგის მთავარი იდეა Wolt Market-ის კიდევ უფრო მკაფიო პოზიციონირებაა, როგორც სწრაფი, ხელმისაწვდომი და თანამედროვე მარკეტის, სადაც მომხმარებელი მისთვის საჭირო პროდუქტებს ყოველდღიურად ერთ სივრცეში ყიდულობს. Wolt Market-ში ყოველთვის ახალი და მაღალი ხარისხის 5000-ზე მეტი პროდუქტია ხელმისაწვდომია. კამპანიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადგილობრივი მწარმოებლებისა და ბრენდების მხარდაჭერას.
მარტის განმავლობაში, ძირითადი ფასდაკლებების პარალელურად, მომხმარებელს ელოდება ყოველკვირეული სპეციალური შეთავაზებები, რომლებიც სხვადასხვა კატეგორიას მოიცავს და დამატებითი სტიმულს ქმნის ყოველდღიური საყიდლებისთვის.
Wolt-ის აპლიკაციაში ხელმისაწვდომი Wolt Market აგრძელებს განვითარებას, სერვისის დახვეწასა და მომხმარებელზე ორიენტირებული გამოცდილების შექმნას, რაც სწრაფი მიწოდებისა და კონკურენტული ფასების კომბინაციით ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს.
სხვა სიახლეები
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150 ლარიანი ქეშბექი
02.03.2026.13:28
საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს. ამჯერად ბანკმა ერთგულ მომხმარებლებს, ნაწილ-ნაწილ გადახდისას, ახალი შეთავაზება მოუმზადა.
შეთავაზების ფარგლებში, ის მომხმარებლები, რომლებიც 2 და 3 მარტს iPlus-ის ფიზიკურ მაღაზიაში ნაწილ-ნაწილ გადახდით მინიმუმ 1,000 ლარის შენაძენს განახორციელებენ, 150 ლარიან ქეშბექს მიიღებენ.
შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში და მოქმედებს თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში მდებარე iPlus - ის ფილიალებში. ქეშბექი ერთჯერადია და მომხმარებლებს ტრანზაქციის განხორციელებიდან 3 სამუშაო დღეში ჩაერიცხებათ.
ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს სასურველი ნივთი შეიძინონ დღესვე, ხოლო თანხა 4 თვეზე თანაბრად გადაანაწილონ ისე, რომ პროდუქტის ჯამური ღირებულება არ გაუძვირდეთ (ეფექტური 0%). ამასთანავე, მომხმარებლებს შეუძლიათ თანხის ნაწილი გადაიხადონ, დარჩენილი კი მომდევნო თვეებზე გადაანაწილონ. ამრიგად, ნაწილ-ნაწილ გადაიხდით ზუსტად იმდენს, რასაც ერთიანად გადაიხდიდით.