განხორციელებული რეფორმების და ზოგადად სტაბილურობის ფონზე, საერთაშორისო ბრენდების ინტერესი ქვეყნის მიმართ გაზრდილია - ირაკლი კვერღელიძე
სიმართლე გითხრათ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების, ეკონომიკური პოლიტიკის, ზოგადად სტაბილურობის ფონზე, ბრენდების ინტერესი ქვეყნის მიმართ რა თქმა უნდა გაზრდილია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამაში კი საქართველოს ის ეკონომიკური მაჩვენებლები ეხმარება, რაც დღეს და ბოლო წლებში ქვეყანაში არის.
„ბუნებრივია, რომ ჩვენი ქვეყნის ირგვლივ გეოპოლიტიკური გამოწვევები ზოგადად აფერხებს ნებისმიერ ტურისტს. არა იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში რა მდგომარეობაა, არამედ ირგვლივ გარე ფაქტორებიდან გამომდინარე. იმიტომ, რომ პრაქტიკულად ჩვენ ვიმყოფებით ეპიცენტრში, რადგანაც ირგვლივ თითქმის არ დარჩა არც ერთი წერტილი, სადაც სტაბილურობა და სიმშვიდე იყოს. სწორედ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხელისუფლების ძალიან დიდი მნიშვნელოვანი მონაპოვარი არის და მადლობა უნდა გამოიხატოს იმაში, რომ პრაქტიკულად ამ უზარმაზარი გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და სირთულის მიუხედავად ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურობას. პრაქტიკულად გადის ურთულეს გზას, სადაც არის რთული გადაწყვეტილებების პროცესი. მადლობა ღმერთს, მადლობა ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელებს, რომლებმაც შეძლეს ბეწვის ხიდზე იარონ და სტაბილურობა და ეკონომიკური მდგრადობა შეინარჩუნონ. ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია ის, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა ჩვენი ქვეყანა წამყვანია ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ჩვენი ქვეყანა წამყვანია მსოფლიოში ტურიზმის ზრდის და აღდგენის თვალსაზრისით. ჩვენი ქვეყანა ლიდერ ქვეყნებს შორისაა მშპ-ს ზრდის თვალსაზრისით. ამიტომ ეს არის ის შედეგები და ის ფაქტორები, რომელიც განაპირობებს ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ბიზნესის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კვერღელიძემ.
სხვა სიახლეები
წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას
12.12.2025.16:35
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს.
ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და VOULEZ-VOUS, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სადღესასწაულო შოპინგი დანახარჯების გარეშე დაიწყონ - შეთავაზების მიხედვით, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სასურველი ნივთები ეფექტური 0%-ში და გადახდა მოგვიანებით დაიწყონ.
1. HOME
HOME-ში შეთავაზება აქტიურია 13 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით. მაღაზიაში დეკორაციული ნივთების შეძენა ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას 20% ფასდაკლებითაა შესაძლებელი. შეთავაზება არ ვრცელდება უკვე ფასდაკლებულ ნივთებზე.
2. ძველი სუფრა
15 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს შეუძლიათ მრავალფეროვანი სახლის დეკორის, ხელნაკეთი აქსესუარების, სუვენირებისა და საჩუქრის ნაკრების შეძენა ძველი სუფრის ფიზიკურ ობიექტებში 40%-იანი ფასდაკლებით - ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას. შეთავაზება სრულ კოლექციაზე ვრცელდება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, პროდუქტები დღესვე აირჩიოს და გადახდა ეტაპობრივად, ოთხ ნაწილად განახორციელოს.
3. iPLUS
17-დან 21 დეკემბრის ჩათვლით iPLUS-ის ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში მინიმუმ 1500 ლარის ღირებულების ტექნიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 150 ლარის ქეშბექი მიიღონ.
4. VOULEZ-VOUS
Voulez-vous-ში ასორტიმენტის დიდ ნაწილზე 50%-მდე ფასდაკლება უკვე დაიწყო. ამასთანავე, 15–18 დეკემბრის პერიოდში, სუნამოების, კანის მოვლისა თუ დეკორატიული კოსმეტიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას, მომხმარებლები დამატებით 10%-იან ფასდაკლებას მიიღებენ (სასაჩუქრე ვაუჩერების, Chanel-ის, Dior-ის, Guerlain-ის, Givenchy-ის და Kenzo-ს პროდუქტების გარდა).