მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7069.8
-0.0029
flag
AZN 1.5957
-0.0001
flag
CNY 37.786
-0.0044
flag
EUR 3.1511
-0.0192
flag
GBP 3.635
-0.0167
flag
KZT 51.44
-0.0016
flag
TRY 0.0674
-0.0001
flag
USD 2.7127
-0.0011

განათლების სუპერძალა - „თეგეტა“ „სუპერგმირის“ ახალ საგანმანათლებლო პროექტს შეუერთდა

news image

საქართველოში განათლების ხელშეწყობის მიზნით საქველმოქმედო პლატფორმა სუპერგმირმა" ახალი საგანმანათლებლო პროექტისუპერტრივიაშექმნა, რომელშიც თეგეტა ჰოლდინგი", კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, ერთ-ერთი პირველი ჩაერთო

სუპერტრივიათამაშის ფორმატში განხორციელებული შემეცნებითი ინიციატივაა. „ტრივია“ 8000-მდე კითხვისგან შედგება, რომლებიც თემატურადაა დაყოფილი. თითოეულ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, მოთამაშეები ქულების ნაცვლად წიგნის ფურცლებს აგროვებენ, რომლებიც საბოლოოდ რეალურ წიგნებად იქცევა დასუპერგმირისბენეფიციარ სოციალურად დაუცველ ბავშვებს გადაეცემათ.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:სუპერგმირთანდიდი ხნის პარტნიორობა გვაკავშირებს. tegeta.care-ის პლატფორმის საშუალებით არაერთი ინიციატივის ავტორები ვყოფილვართ. ამჯერად კიდევ ერთხელ სიამოვნებით შევუერთდითსუპერგმირისახალ საგანმანათლებლო პროექტს, რამდენადაც განათლება, ახალგაზრდების მხარდაჭერა და უკეთესი საზოგადოების შექმნაზე ზრუნვათეგეტასკორპორაციული მდგრადობის მნიშვნელოვანი ნაწილია“.

მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR მენეჯერი: „გვინდოდა, რომ პროექტის მხარდაჭერა არ ყოფილიყო მხოლოდთეგეტას“, როგორც კომპანიის, კონტრიბუცია. ამიტომ ამ ძალიან საინტერესო პროექტში თანამშრომლებიც ჩავრთეთ და მათ თავიანთი წვლილი შეიტანეს იმ ბავშვების გახარებაში, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა

თეგეტელებმა სამაგალითო შედეგები აჩვენეს - ჩვენ მიერ წამოწყებულ გამოწვევაში 1 თვის განმავლობაში ასზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო, რომლებმაც, ჯამში, 200 000-ზე მეტი ფურცელი მოაგროვეს, „თეგეტამკი ისინი 1500-მდე წიგნად აქცია. შედეგად, „სუპერგმირთანერთად, 800-ზე მეტი ბავშვის გახარებას შევძლებთ“.

„თეგეტას“ მიზანი სასიკეთო ცვლილებებში თანამშრომლების ჩართულობის, მათი გაერთიანებისა და ამ გზით სასიამოვნო სამუშაო გარემოს შექმნის ხელშეწყობა იყო. „სუპერტრივიაში“ მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვისაც სურვილი აქვს, წვლილი შეიტანოს პროექტში და გაზარდოს სოციალურად დაუცველი ბავშვების წვდომა განათლებაზე.

მარიამ წერეთელი, „სუპერტრივიას“ პროექტის კოორდინატორი: „სუპერგმირიუკვე ხუთი წელია, არსებობს. ამ დროის განმავლობაში საქართველოში ძალიან ბევრი რეგიონი მოვიარეთ, რამაც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა, თუ რამდენად მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში განათლებაზე არათანაბარი ხელმისაწვდომობის პრობლემა. იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ბავშვის ცხოვრება შეგვეცვალა უკეთესობისკენ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნასუპერტრივია“, რომელსაც ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთი მხრივ, მოთამაშეს შეუძლია, სხვადასხვა სფეროში ზოგადი განათლება გაიღრმაოს, მეორე მხრივ კი, მოთამაშის მიერ კითხვებზე სწორად გაცემული პასუხები ჩვენს სერვერზე აისახება და წიგნებად იქცევა. „სუპერგმირმასხვა  ორგანიზაციებსაც მისცა საშუალება, ჩართულიყვნენ ამ პროექტში და საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა. „თეგეტასადა ჩვენი თანამშრომლობის მოტივაციაც ესაა. „თეგეტაერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც მასშტაბურად და წარმატებით შემოგვიერთდა, თავისი თანამშრომლები ჩართოსუპერტრივიაშიდა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროექტში“. 

თამაშის დასრულების შემდეგ, ლიდერბორდის საშუალებით, „თეგეტამ“ „სუპერტრივიაშიგამარჯვებული ტოპ 3 თეგეტელი გამოავლინა, რომლებმაც ყველაზე მეტი ფურცელი დააგროვეს. პირველი ადგილითეგეტა მოტორსისგაყიდვების მრჩეველს, შოთა თორდიას ერგო. გამარჯვებულები სპეციალური საჩუქრებით დასაჩუქრდნენ და თბილისსა და ქუთაისში მცხოვრებ ბავშვებს თავად გადასცეს წიგნები. უახლოეს პერიოდშისუპერგმირისბენეფიციარები სხვა რეგიონებშიც მიიღებენ წიგნებს

შოთა თორდია, „თეგეტა მოტორსის“ გაყიდვების მრჩეველი: „თამაში ძალიან სახალისო და აზარტული  აღმოჩნდა, რეიტინგები მუდმივად იცვლებოდა. კითხვები ბევრი სხვადასხვა კატეგორიიდან იყო, შეგეძლო ის აგერჩია, რაც უფრო ახლოსაა შენი ინტერესების სფეროსთან. მე გეოგრაფიის კატეგორია მქონდა არჩეული, რუკებისა და დროშების მიმართულება ყოველთვის მაინტერესებდა და ახლა, შეიძლება ითქვას, მოვიცალე ცოდნის გასაღრმავებლად. რა თქმა უნდა, განმსაზღვრელი მოტივაცია იყო ის, რომ ეს ყველაფერი ბავშვებისთვის, მათი განათლების ხელშესაწყობად კეთდებოდა“.  

სუპერტრივია“  უბრალოდ გასართობი აქტივობა არაა. მოთამაშე ერთობა, სწავლობს და ამ პროცესში ქმნის წიგნებს მათთვის, ვისაც ის განსაკუთრებით სჭირდება. რაც უფრო აქტიურია მოთამაშე, მით მეტი წიგნი იგზავნება ბავშვებთან, რომლებსაც ამ წიგნებზე ხელი არ მიუწვდებათ. „სუპერტრივიასშემქმნელებს სჯერათ, რომ სუპერძალა განათლებაშია. სწორედ ამ ძალის გაზიარება სურთ ბავშვებისთვის წიგნის სახით, რომელიც მოზარდს თვალსაწიერს უფართოებს, კითხვებს უჩენს, ოცნებით ავსებს და ცხოვრებას უცვლის.

განათლების მხარდაჭერა თეგეტა ჰოლდინგის კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ,,თეგეტა აკადემია“ სწორედ პროფესიული უნარებისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით დაფუძნებული შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას და „თეგეტა მოტორსთან“ თანამშრომლობით, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კონცეფციით ამზადებს კვალიფიციურ კადრებს საავტომობილო მიმართულებით. 

გარდა ამისა, ჰოლდინგი Tegeta.care-ის პარტნიოებთან ერთად, სხვადასხვა საგანმანათლებლო გამოწვევის დასაძლევად აქტიურად მუშაობს. წარმატებულ პროექტებს შორისაა, ,,მოგზაური ბიბლიოთეკა“, რომელმაც ზემო აჭარის 70-მდე სკოლის ბიბლიოთეკა შეავსო და 10-მდე სოფელში ცნობილი მწერლების მონაწილეობით 300-ზე მეტ ახალგაზრდასთან გამართა შეხვედრები. ,,თეგეტასთანადგომით წიგნების ფონდით შეივსო და ტექნოლოგიურად გაიმართა 20-მდე ბიბლიოთეკა სხვადასხვა რეგიონში; განათლების წახალისების პროცესში ჩაერთო 1000-მდე მოზარდი; მცხეთა-მთიანეთის 30-ზე მეტ სოფელში 500-ამდე მოზარდი სასურველი წიგნებით დასაჩუქრდა, თეგეტამ საგანმანათლებლო პროექტებისთვის გასცა 5000-ზე მეტი წიგნი; პარტნიორებთან ერთად 10 გოგოს დაუფინანსა ციფრული პროფესიების სწავლება. თეგეტასთვის მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროექტებში თანამშრომლების მონაწილეობა, სხვადასხვა ინიციატივაში 500-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დანიელ პარტნიორებთან თანამშრომლობით ჩართულობასა და პროდუქტიულობაზე ტრენინგი გაიმართა

17.07.2025.12:39

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დანიელ პარტნიორებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც, ორგანიზაციული ეფექტიანობის მიმართულებით კიდევ ერთი ტრენინგი ჩატარდა ჩართულობასა და პროდუქტიულობაზე.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებს ეფუძნებოდა და თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებისაგან შედგებოდა.  ტრენინგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა პროდუქტიულობის გაგებისა და მართვის სტრატეგიული მნიშვნელობის გააზრება, ჩართულობის მექანიზმების წარმოჩენა და მათი გავლენა ორგანიზაციულ ეფექტიანობაზე, ისევე როგორც მტკიცებულებაზე (მონაცემებზე) დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარების გაძლიერება.

ტრენინგი საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და Danish Industry-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში წარიმართა, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების მიზნებისათვის შრომის ბაზრის განვითარებას ისახავს მიზნად.

„მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის კიდევ ერთი ტრენინგი ჩავატარეთ ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებზე, რომელიც კომპანიებში ორგანიზაციული ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას ემსახურება, რაც ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. BAG-ის თანამშრომლობა დანიელ პარტნიორებთან აქტიურად გრძელდება და დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული, პროდუქტიული იქნება როგორც ჩვენი წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის, ასევე ზოგადად ბიზნეს სექტორისთვის" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

Danish Industry-სთან თანამშრომლობით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია შრომის ბაზრის განვითარებისათვის წლის განმავლობაში კიდევ არაერთი ღონისძიების განხორციელებას გეგმავს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა