მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

განათლების შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

news image

საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და მასწავლებლებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 30 საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რომელთა ბენეფიციართა რაოდენობა 300 000-ს აჭარბებს.

რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის?

10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ, სამაგისტრო საფეხურზე სურთ, შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სრული დაფინანსება და ისწავლონ სასურველ უნივერსიტეტში საქართველოს ბანკის სტიპენდიით.

3 საერთაშორისო სტიპენდია, საქართველოს ბანკის 56 სტიპენდიატი

CHEVENING-ის, Fulbright-ისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ბანკი საკუთარ რჩეულებს ასახელებს და მათ როგორც სწავლის, ასევე საცხოვრებელ ხარჯებს სრულად უფინანსებს.

ინიციატივის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 56 სტიპენდიატი.

განათლების შესაძლებლობები მათთვის, ვისაც პროფესიის ცვლილება სურთ

იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პროფესიის ცვლილება სურთ, საქართველოს ბანკმა ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის 100%-იანი დაფინანსება.

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, სტიპენდიატების შერჩევა პროფესიული აკადემიისა და საქართველოს ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით ხდება.

უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 20 სტიპენდიატი.

განათლების შესაძლებლობები ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული ქალებისათვის

მომავლის პროფესიებითა და ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული ქალებისთვის, საქართველოს ბანკმა, Mastercard-თან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით AI სტიპენდია შეიქმნა.

ახალი ინიციატივა ქალებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება პარტნიორ აკადემიებში და დაეუფლონ ახალ პროფესიას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები თითოეული პარტნიორი აკადემიის მიერ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევიან. მათი ვინაობა მალე გახდება ცნობილი.

აქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2026 წელი განვითარების ახალი ეტაპი იქნება - როგორია BODBE Hotel - ის სამომავლო გეგმები

16.01.2026.18:00

კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას. სასტუმროს განვითარების 2026 წლის ხედვასთან დაკავშირებით Business Insider Georgia სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.

„2026 წელი "ბოდბესთვის“ განვითარების ახალი ეტაპია. სასტუმრო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, სტუმრებს მეტ არჩევანსა და გამოცდილებას შევთავაზებთ.

გვემატება კვების ობიექტი - „კახური კუთხე“, სადაც ადგილობრივი სამზარეულო ავთენტურ გარემოში გაცოცხლდება. ჩვენი სტუმრებისთვის საყვარელი, ღია აუზის ზონა კიდევ უფრო ცოცხალი და საინტერესო გახდება პიცა ბარით. პადელის მოედანი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, 2026 წლიდან სრულად აღიჭურვება და მზად იქნება როგორც სტუმრებისთვის, ასევე შეჯიბრებებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის.

ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალ წელს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ბოდბეზე შეყვარებული სტუმრების რაოდენობა და ვიქცეთ იმ ადგილად, რომელსაც ადამიანები გააზრებულად, ნამდვილი დასვენებისთვის ირჩევენ მაშინ, როცა განტვირთვა სჭირდებათ “, - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.

აღსანიშნავია, რომ „ბოდბე“ არ არის მხოლოდ ადგილი - ეს არის გამოცდილება, რომელიც მუდმივად ვითარდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა