განათლების გზაზე არ გაჩერდე - საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი
ჟინი განათლების გზაზე არ გაჩერებაა — ის არის ძალა, რომელიც გეხმარება მაქსიმალურად გამოავლინო პოტენციალი და აღმოაჩინო განათლების შესაძლებლობები.
მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის და მასწავლებლებისთვის საქართველოს ბანკი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რითაც 500 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ganatleba.bog.ge
განათლების შესაძლებლობები მოსწავლეებისთვის:
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლა - ახალგაზრდებში მომავლის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ბანკი, კომაროვთან ერთად, STEM სკოლის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც VII-XI კლასის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას:
· გაიარონ 1-წლიანი სასწავლო კურსი ონლაინ;
· დაეუფლონ მომავლის პროფესიებს;
· მიიღონ სერტიფიცირებული, აკადემიური ცოდნა STEM მიმართულებით.
კურსი ონლაინ ტარდება, რაც საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გაკვეთილებს ნებისმიერი წერტილიდან დაესწრონ.
ამასთან, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგების მქონე 60 მოსწავლეს 100%-ით, ხოლო 30-ს 50%-ით უფინანსებს სწავლას.
სასკოლო ოლიმპიადები
ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი არაერთ სასკოლო ოლიმპიადას ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა:
STEM ოლიმპიადა - ეს კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით შექმნილი პროექტია, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები თეორიული და პრაქტიკული ამოცანების გადაჭრაზე მუშაობენ. საპრიზო ადგილზე გასულ სკოლის გუნდს საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი 10 000 ლარი გადაეცემა.
ევერესტი - I-VI კლასის მოსწავლეებისთვის გამართული ყველაზე მასშტაბური მათემატიკური ოლიმპიადაა, რომელიც სეზონურად ტარდება და მასში მონაწილეობას 17 000-ზე მეტი მოსწავლე იღებს. ევერესტის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია. ოლიმპიადის ფარგლებში, ოქროს ტურის 2 გამარჯვებული მოსწავლე საქართველოს ბანკისგან 5000 ლარის ოდენობის სტიპენდიას იღებს.
საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები - იდეათეკები
მოსწავლეებისთვის შემეცნებისა და განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკმა ინოვაციური ბიბლიოთეკები იდეათეკები საქართველოს 11 რეგიონის 25 სკოლაში გახსნა.
ყოველი იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი, 2000-მდე წიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკით, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით - კომპიუტერებითა და პროექტორებით, STEM კუთხით.
საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკების რაოდენობა კიდევ გაიზრდება და უსაზღვრო აღმოჩენების სივრცეზე უფრო მეტ ახალგაზრდას მისცემს წვდომას.
შესაძლებლობები სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის:
საქართველოს ბანკის სტიპენდია და გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია - პროექტი შესაძლებლობას აძლევს მიზანდასახულ და მოტივირებულ სტუდენტებს, მიიღონ სწავლის ერთწლიანი, 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება. უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკი 350-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია stipendia.bog.ge
სწავლა დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში - CHEVENING-ის, Fulbright-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ბანკი ახალგაზრდა პროფესიონალებს შესაძლებლობას აძლევს, სრული დაფინანსებით ისწავლონ წამყვან უნივერსიტეტებში, სამაგისტრო საფეხურზე. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 50-ზე მეტი სტიპენდიატი, რომლებიც სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში გაემგზავრნენ. განათლების შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს stipendia.bog.ge
საქართველოს ბანკის მიერ ახალგაზრდების მხარდასაჭერად შექმნილი ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge-ზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ შუა დერეფანი გავხადოთ მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი - შოთა ბერეკაშვილი
სხვა სიახლეები
15.09.2025.16:50
Skillwill-მა საკუთარი კოლეჯის მომავალ სტუდენტებს ღია კარის დღეზე უმასპინძლა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ღია კარის დღეზე მომავალ სტუდენტებს სასიამოვნო გარემო და ახალი გამოცდილება შესთავაზეს.
„საღამო დატვირთული იყო საინტერესო აქტივობებით — სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა დეტალურად გასცნობოდნენ ჩვენს პროფესიულ პროგრამებს, პირადად შეხვედროდნენ მასწავლებლებს, დაეთვალიერებინათ უახლესი სივრცე და ჩართულიყვნენ ნეთვორქინგში.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ღია კარის დღეზე მომავალ სტუდენტებს სასიამოვნო გარემო და ახალი გამოცდილება შევთავაზეთ.
მთელი საღამოს განმავლობაში სტუმრების განწყობასა და ენერგიაზე ზრუნავდა ჩვენი მეგობარი კომპანია Red Bull“, - აღნიშნულია Skillwill-ის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში.