განათლების გზაზე არ გაჩერდე - როგორია საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტები
საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის და მასწავლებლებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-მდე ადამიანს უწყობს ხელს, მიიღონ წვდომა ხარისხიან განათლებაზე.
საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის:
საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა - იდეათეკა
საქართველოს ბანკმა რეგიონის სკოლებში ინოვაციური ბიბლიოთეკები - იდეათეკები გახსნა, რომლებიც აღჭურვილია მრავალფეროვანი, 2000-მდე წიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკით, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით - კომპიუტერებით, პროექტორებით და STEM კუთხით. დღეს საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკა საქართველოს 11 რეგიონის 25 სკოლაში უკვე ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების, ახალი აღმოჩენებისა და შემეცნების შესაძლებლობას.
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლა
საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, STEM სკოლის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებში შესაძლებლობას აძლევს VII-XI კლასის მოსწავლეებს, გაიარონ 1-წლიანი სასწავლო კურსი ონლაინ, დაეუფლონ მომავლის პროფესიებს და მიიღონ სერტიფიცირებული, აკადემიური ცოდნა STEM მიმართულებით. ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად კი, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს 100%-ით, ხოლო 30-ს 50%-ით უფინანსებს სწავლას.
სასკოლო ოლიმპიადები
საქართველოს ბანკი სტუდენტებისთვის
საქართველოს ბანკის სტიპენდია 22 პარტნიორ უნივერსიტეტში
სტუდენტების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკი სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 22 პარტნიორ უნივერსიტეტში.
სტიპენდიატების შერჩევა მათი მაღალი აკადემიური მოსწრების, ლიდერული პოტენციალის და პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ ინდივიდუალურად შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით ხორციელდება. უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 350-ზე მეტი სტიპენდიატი, პროგრამის შესახებ დეტალურიინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალი არქიტექტორებისთვის
საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში ასევე შეიქმნა გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალი არქიტექტორებისთვის, რომელიც არქიტექტურის სტუდენტებისთვის ქმნის სწავლის სრული და ნაწილობრივი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.
საქართველოს ბანკისა და MAC Georgia-ს სასტიპენდიო პროგრამა
საქართველოს ბანკის და MAC Georgia-ს სტიპენდია ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის ერთწლიანი დაფინანსება.
საქართველოს ბანკი ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის:
CHEVENING
2013 წლიდან საქართველოს ბანკი CHEVENING-ის მხარდამჭერია. შედეგად, ბანკი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ასახელებს და დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში ერთწლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს. CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებშიუკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 34 სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
Fulbright
2014 წლიდან საქართველოს ბანკი Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერია. პროექტის ფარგლებში, ბანკი ყოველწლიურად ერთ სტიპენდიატს ასახელებს და აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში, ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი.
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია MASE-ში
რაც შეეხება Miami Ad School Europe-ში (MASE) ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიას, ის საქართველოს ბანკისა და MASE-ს თანამშრომლობით 2019 წელს შეიქმნა. ყოველწლიურად, სტიპენდიის ფარგლებში ერთი გამარჯვებული ვლინდება, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, ბერლინში, Miami Ad School Europe-ში, 100%-იანი დაფინანსებით ისწავლოს Art Direction-ისა თუ Copywriting-ის ერთწლიან პროგრამაზე. საქართველოს ბანკმა და MASE-მ პარტნიორობის ფარგლებში უკვე გამოავლინა 5 სტიპენდიატი, 2025-2026 წლის გამარჯვებული კი აგვისტოში გახდება ცნობილი.
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ganatleba.bog.ge
სხვა სიახლეები
30.07.2025.18:01
ზაფხულის დადგომასთან ერთად, სუხიშვილების “თაკარა” ახალი ცეკვებით, ენერგიითა და განსხვავებული კომპოზიციებით ისევ აინთო. ექსპერიმენტული ღია სივრცე, ექსპერიმენტული ღია სცენა, საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით, მნახველს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით უკვე მეხუთე წელია ავსებს.
მრავალი წელია, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები” წერს ახალ ისტორიას და უკვე საიუბილეო 80 წლისთავსაც აღნიშნავს. ასეთ საქვეყნო საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს ხელშეწყობას – არაერთი წელია, „სუხიშვილებს“ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ბანკი და მემკვიდრეობაც გრძელდება. სწორედ ამ მე მკვიდერობის ნაწილია “თაკარა”, რომელიც მხოლოდ სივრცე არ არის, ის სუხიშვილების უწყვეტი მოძრაობის, განახლებისა და ლიდერობის სიმბოლოა. კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ანსამბლი არასდროს ჩერდება, მუდმივად ავითარებს საკუთარ ხელწერას და ყოველთვის ახლისკენ ისწრაფვის.
აქ აუდიტორია დასის ნაწილი ხდება და მცირე დროით თავს ისიც “სუხიშვილად” გრძნობს. ეს იმიტომ, რომ შესაძლებელია მოცეკვავეების ტექნიკას, სინქრონსა და ოსტატობას მცირე დისტანციიდან დააკვირდე, ახლოს, ბარიერების გარეშე.
ნაციონალური ბალეტის ერთ-ერთი ყველაზე თამამი და კონცეპტუალური პროექტი პანდემიის დროს შეიქმნა. როგორც ანსამბლის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი ნინო სუხიშვილი იხსენებს, თავდაპირველად, ამ იდეაზე მუშაობას ბევრი სირთულე და გამოწვევა ახლდა. თუმცა, საბოლოოდ, დასის ძალისხმევით, ღია სცენა “თაკარა“ იპროვიზაციასა და ექსპერიმენტებისთვის აბსოლუტურად თავისუფალ სივრცედ იქცა.
“როდესაც დახურულ სივრცეში ღონისძიებების გამართვა აიკრძალა, გაჩნდა ღია სცენის შექმნის იდეა. რადგან სცენა საკმაოდ ცხელ და ღია ადგილას მდებარეობს, პროექტს, სიმბოლურად, “თაკარა“ დავარქვით. პროცესი საკმაოდ შემოქმედებითი და შრომატევადი იყო, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით შევქმენით პლატფორმა, რომელიც როგორც მაყურებლისთვის, ისე დასისთვის სრულიად ახალი გამოცდილება აღმოჩნდა“, - ამბობს ნინო სუხიშვილი.
თითოეული ზაფხული წინასგან გამორჩეული, მრავალფეროვანი და შეუდარებელია. აქ ყოველი ცეკვა, მუსიკა და კოსტიუმი სპეციალურად ღია სცენა „თაკარასთვის“ და კონკრეტული სეზონისთვის იქმნება. დასი ყოველ ახალ სეზონზე ქმნის ახალ პროგრამას, მუსიკალურ კომპოზიციებს, სცენურ იდეებსა და კოსტიუმების დიზაინსაც კი. სეზონის დასრულების შემდეგ კი ზოგიერთი ექსპერიმენტული ცეკვა კლასიკაც იქცევა, იმოსება ფორმით და ხდება ანსამბლის ძირითადი რეპერტუარისა და საკონცერტო პროგრამის ბუნებრივი ნაწილი.
„ბოლო ხუთი წელია, ყველაფერი იქმნება თაკარაზე და თაკარასთვის. მუსიკა, ცეკვა, კოსტიუმი, კონცეფცია. აქ დადგმები არასდროს მეორდება. ეს არის სივრცე, სადაც ყველაზე მეტი საშუალებაა, გამოვიდეთ ჩარჩოებიდან და მივცეთ თავისუფალ ფანტაზიას სრულყოფილი მოძრაობის უფლება”,- ნინოსუხიშვილი
შთამაგონებელი და სახასიათოა სხვა ქორეოგრაფიული ნომრებიც. მაგალითად, „ქარაფშაში“ მოცეკვავეებს შეუძლიათ, რომ იმოძრაონ თავისუფლად, იმპროვიზაციით, სცენაზევე მოფიქრებული მანერითა და ტექნიკით. სვანურ მოტივებზე შექმნილი „ჯარა“ კი პირიქით, მკაცრ სიზუსტეს მოითხოვს და მოცეკვავეს რიტმიდან ან ტექნიკიდან გადახვევის უფლებას არ აძლევს. მისგან განსხვავებით, გაცილებით ენერგიული და მსუბუქია აჭარული „კინტრიში“. ღია სცენა “თაკარასთვის” სახასიათოა ქალის მრავალმხრივი სახე ის სცენაზე ერთდოულად არის ნაზი, მგრძნობიარე, მაგრამ ამავე დროს ხისტიც, ძლიერიც და მიზანდასახულიც.
ცეკვის მიღმა, “თაკარას” წარმოდგენებს უნიკალურობას სძენს მუსიკა და კოსტიუმი. ილიკოს სუხიშვილის მიერ შექმნილი მელოდიები აზავებს ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის მოტივებს. შესაბამისად, თვალშისაცემია დასის ერთგვარი პროვოკაცია, რომ არც ელექტრონულ მუსიკაზე ცეკვას უშინდებიან. “თაკარას” ხასიათს ეხმიანება კოსტიუმებიც - ქსოვილები არის ჰაეროვანი, მსუბუქი, ჭრელი, ფერადი გამოსახულებებით მორთული. ეს ყველაფერი კი ერთიანობაში გვიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ტრადიციები და თანამედროვეობა წინააღმდეგობაში კიარა, პირიქით, ერთმანეთთან სინთეზშია.
„მუსიკა, კოსტიუმი, ცეკვა, ყველაფერი ერთად იქმნება. გათვალისწინებულია სტილიც, მოძრაობაც, ზაფხულის სეზონიც და თავად პროგრამის კონცეფციაც. ყოველთვის ვცდილობ, რომ კოსტიუმი იყოს ფრიალა, გრილი და იძლეოდეს თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობას. რადგან ძალიან ცხელა და ეს ყველაფერი თაკარა მზეზე ხდება. ცეკვის დროს კოსტიუმი უნდა იყოს გრილი, მსუბუქი. რაც შეეხება მუსიკას, ისიც სპეციალურად თაკარასთვის იქმნება. ამ მიმართულებით არ ვუშინდებით ექსპერიმენტების ჩატარებას. კერძოდ თაკარას სცენაზე უკვე ელექტრონული მუსიკაც ჟღერს”, - აღნიშნავს ნინო სუხიშვილი.
ასეთი მომზადებისა და უწყვეტი ენერგიის ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ პროექტი „თაკარა“ დიდი პოპულარობით სარგებლობს და პირველივე კონცერტიდან სრული ანშლაგით ტარდება. სუხიშვილები მუდმივად ახერხებენ მაყურებლის გაოცებასა და აღტაცებას, რის გამოც ანსამბლი ნებისმიერი ასაკის გულშემატკივრისთვის ბრენდად იქცა. ბრენდად, რომელიც სიზუსტეს, დისციპლინასა და ტრადიციებს აერთიანებს და არასდროს ჩერდება.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სუხიშვილებს წელს საიუბილეო 80 წელი შეუსრულდათ. შესაბამისად, მაქსიმალურად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი კონცერტი გამართონ და მაყურებელს ახალი, მრავალფეროვანი წარმოდგენები შესთავაზონ. უკვე დაგეგმილია წინანდლის ფესტივალზე მონაწილეობა. ოქტომბრიდან კი გეზი უცხოეთისკენ იქნება. ანსამბლს ისიც აძლიერებს, რომ ნებისმიერ წამოწყებაში მათ გვერდით საქართველოს ბანკი დგას, ერთგული გულშემატკივარი და ყველა დიდი ჩანაფიქრის სანდო მხარდამჭერი.