მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7083
0.0113
flag
AZN 1.601
-0.0015
flag
CNY 38.005
0.003
flag
EUR 3.191
0.0028
flag
GBP 3.7287
-0.0089
flag
KZT 52.33
-0.0001
flag
TRY 0.0684
0.0001
flag
USD 2.7227
-0.0009

განათლების გზაზე არ გაჩერდე - Fulbright-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდიატების რჩევები

news image

საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება აშშ-ში სამაგისტრო საფეხურზე სურთ, შესაძლებლობას აძლევს, Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში გახდნენ საქართველოს ბანკის სტიპენდიატები და მიიღონ როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების სრული დაფინანსება. 

საქართველოს ბანკმა  უკვე გამოვლინდა 16 სტიპენდიატი. მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

განათლების გზაზე არ გაჩერდე - 2026-2027 წლების Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების მიღება 2025 წლის 1 აგვისტომდე მიმდინარეობს. განაცხადის შესავსებად ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.

თუ განათლების მიღება აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში გსურთ...

გვანცა დოლბაია ნოტრ დამის უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს  და სადოქტორო საფეხურისთვის ემზადება:

,,პირველი რამდენიმე კვირა ამერიკაში ძალიან ამაღელვებელია, სრულიად უცხო გარემოში ხარ. ეგუები ახალ ქალაქს, ხალხს, უნივერსიტეტს…ჩემს უნივერსიტეტში ყველაზე მეტად მომწონს  საგნების არჩევის თავისუფლება. ლექციებს წამყვანი სპეციალისტები გვიკითხავენ, სწავლა ძალიან დატვირთული და ემოციურია, თუმცა სხვა აქტივობებშიც ვერთვები და ყველანაირად ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი გამოცდილება მივიღო. ვისაც უნდა აპლიკაციის შევსება და ჰგონია რომ არ გამოუვა, ვეტყვი, რომ ყველას გვაქვს გამოვლილი ნეგატიური ფიქრების ეტაპი, როდესაც გვეგონა, რომ ფულბრაიტის ფინალისტობა შორეული, მიუღწევადი მიზანი იყო, თუმცა ეს ასე არ არის. მთავარია გწამდეს იმის, რასაც აპლიკაციაში წერ. საკუთარი საქმის სიყვარული და გულწრფელი მოტივაცია აუცილებლად მოგიტანს წარმატებას“.

იაკობ დადვანი Texas A&M უნივერსიტეტში ჯორჯ ბუშის მმართველობისა და საჯარო სამსახურის  ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს, პარალელურად კი აკადემიურ საქმიანობაშია ჩართული. იაკობი როგორც ქართულ, ასევე, უცხოურ კვლევით ორგანიზაციებში ხშირად აქვეყნებს სტატიებს:

„ყველას და განსაკუთრებით იმათ, ვისაც აშინებს აპლიკაციის შევსების ხანგრძლივი პროცესი, ვურჩევდი, აუცილებლად სცადონ. დასაკარგი არაფერია და ამ პროცესში ჩართვაც კი გამოცდილების მომტანია. უმნიშვნელოვანესია, აპლიკაციის შევსებისას სრულყოფილად ისაუბრო საკუთარი ისტორიის შესახებ და არ იყო შაბლონური. TOEFEL-ისა და GRE გამოცდებისთვის მომზადებაც საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ მზად უნდა იყო, დიდი დრო და ენერგია დაუთმო ამ გამოცდებს“.

მერი ქადაგიძე ვაშინგტონის უნივერსიტეტის სიეტლის კამპუსში სწავლობს განათლების ლიდერობისა და ორგანიზაციული პოლიტიკის მიმართულებაზე:

„სიეტლი მრავალფეროვანი და საინტერესო ქალაქია ნებისმიერი ინტერესის ადამიანისთვის. რაც შეეხება უნივერსიტეტს, კამპუსი და საუნივერსიტეტო ქალაქი იდეალურადაა მოწყობილი, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია მდიდარი სასწავლო რესურსები და მსოფლიოს ბიბლიოთეკების სისტემებთან კავშირი. იმედი მაქვს, რომ ბევრი სტუდენტი შეძლებს საქართველოდან ამ პროგრამის სიკეთეებით სარგებლობას და მიღებული ცოდნით საქართველოში სხვადასხვა სფეროს განვითარებას.  ადგილობრივი პერსპექტივიდან, მნიშვნელოვანია, რომ კარგად იცნობდე შენს პროფესიას აშშ-ის კონტექსტში, ამიტომ ღირს კვლევაში ძალისხმევის ჩადება. ასევე, ყველას ვურჩევდი, რომ საკონკურსო პროცესს ისე მიუდგნენ, როგორც გამოცდილებას, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებენ”.

Fulbright-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

30.06.2025.17:45

თიბისიმ, როგორც ქვეყანაში მდგრადი განვითარების მიმართულებით ლიდერმა კომპანიამ, ყოველწლიური მდგრადი განვითარების ღონისძიება გამართა. ღონისძიება 25 ივნისს ტრადიციულად თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა, რომლის მთავარი თემა იყო: „მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით“.

ბიზნესის, ტექნოლოგიების, განათლების, კულტურისა და საზოგადოების მხარდაჭერაში მდგრადი განვითარების მნიშვნელობა და საერთაშორისო პარტნიორების როლი – სწორედ ამ საკითხებზე გაკეთდა აქცენტი წლევანდელ ღონისძიებაზე, რაც სრულ თანხვედრაშია თიბისის მდგრადი განვითარების სტრატეგიულ პრიორიტეტებთან.

ღონისძიება თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გახსნა. მან თიბისის მდგრადი განვითარების სტრატეგიასა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში გარეტ უორდმა, თიბისის რისკების მართვის დირექტორმა ნინო მასურაშვილმა კი შეაჯამა 2024 წლის ძირითადი მიღწევები მდგრადი განვითარების მიმართულებით.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით“, რომლის სპიკერებიც იყვნენ ევროკავშირის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women)  და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, თიბისის ტექსკოლის კურსდამთავრებული და გრეის ჰოპერის ტექნოლოგიური ჯილდოს გამარჯვებული. 

ღონისძიება დასრულდა დიალოგით თემაზე „მდგრადობის როლი ხელოვნებაში და ხელოვნების როლი მდგრადობაში“. ეს თემა ასახავს თიბისის სტრატეგიულ მიზანს, ხელი შეუწყოს კულტურულ განვითარებას, როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს. დიალოგი ვიზუალურ არტისტ მარიამ ოდიშელიძესა და ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილს შორის გაიმართა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, მედია, თიბისის პროგრამების მონაწილეები, თანამშრომლები და მომხმარებლები — როგორც მცირე, ისე მსხვილი ბიზნესსექტორებიდან.

„თიბისიში სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, მხარი დავუჭიროთ მდგრად განვითარებას. ჩვენი საქმიანობით ვქმნით მწვანე და სოციალური დაფინანსების შესაძლებლობებს მდგრადი ბიზნეს მოდელებისა და პრაქტიკების მხარდასაჭერად, ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების ჩართულობასა და ქალების გაძლიერებაზე, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ახალგაზრდების განათლებაზე. გვჯერა, რომ მრავალფეროვანი პერსპექტივები ინოვაციების მამოძრავებელი ძალაა და ზრდის ჩვენს შესაძლებლობებს, ვუპასუხოთ კომპლექსურ გამოწვევებს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებებს და ვიყოთ ESG პრინციპების წამყვანი მხარდამჭერი ქვეყანასა და რეგიონში.“- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ თიბისი მდგრადი განვითარების მიმართულებით 2024 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის არის მელიორა 2024-ის კონკურსზე მთავარი ჯილდო კატეგორიაში „წლის პასუხისმგებლიანი მსხვილი კომპანია“, ESG აკადემიის PEAK ჯილდო საერთაშორისო დეველორის კონკურსზე, ევრომანის ჯილდო მდგრადობის მიმართ გამორჩეული ერთგულებისთვის.

თიბისი 2019 წლიდან წარადგენს მდგრადი განვითარების წლიურ ანგარიშს, რომელიც ასახავს თიბისის წვლილსა და გავლენას ეკონომიკაზე, გარემოსა და საზოგადოებაზე. 2024 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშში, რომლის სრულ ვერსიას www.tbcbankgroup.com – ზე გაეცნობით, სამომავლო გეგმებთან ერთად, წარმოდგენილია ის შედეგები, რომლებსაც თიბისიმ გასულ წელს მიაღწია. იხილეთ თიბისის მდგრადი განვითარების ანგარიში: tbc-bank-group-plc-sustainability-report-2024.pdf

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა