განახლებული საკრედიტო შესაძლებლობები საქართველოს ბანკის მობილბანკში
საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლებისთვის საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესის გამარტივება და მათთვის საჭირო პროდუქტების შეთავაზებაა. საუკეთესო საბანკო გადაწყვეტების შეთავაზების მიზნით, ამჯერად მომხმარებლებს მობილბანკში განახლებული საკრედიტო შესაძლებლობები დახვდებათ.
გადახდის განვადება
ალბათ გქონიათ გამოცდილება, როდესაც გარკვეული ნივთის ან პროდუქტის შეძენის შემდეგ თანხა დაგჭირდათ. გადახდის განვადების მეშვეობით კი შეგიძლიათ ნებისმიერ ობიექტში (მათ შორის: მაღაზიებში, მარკეტებში, საკვებ ობიექტებში და სხვა.) დახარჯული თანხა უკან დაიბრუნოთ სესხის სახით და განავადოთ 12 თვეზე.
თანხის დაბრუნება შესაძლებელია გადახდის განხორციელებიდან 14 დღის განმავლობაში. იმისათვის, რომ გადახდის განვადებით ისარგებლოთ, საჭიროა თქვენი საკრედიტო შესაძლებლობები იცოდეთ. (ნახეთ ხელმისაწვდომი თანხა აქ.)
ინფორმაციისთვის, აღნიშნული პროდუქტით სარგებლობისთვის აუცილებელია თანხა საქართველოს ბანკის სადებეტო ბარათით გადაიხადოთ, თანხის ოდენობა კი 200-დან 5000 ლარამდე უნდა შეადგენდეს.
გადახდის განვადების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
სესხის თარიღის ცვლილება მობილბანკიდან
როგორც წესი, მომხმარებელი სესხის აღებისას ირჩევს კონკრეტულ თარიღს თუ როდის სურს რომ გადაიხადოს. ამ დრომდე თარიღის შეცვლა მხოლოდ ფილიალში შეიძლებოდა. ამიერიდან, ამ ოპერაციის შესრულება სწრაფად და მარტივად, საქართველოს ბანკის მობილბანკიდან არის შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ სასურველი თარიღის ცვლილებას მომხმარებლები წელიწადში ორჯერ შეძლებენ.
სესხის თარიღის ცვლილების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
AmEx საკრედიტო ბარათის შეკვეთა
ამიერიდან, ლარში საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელები, ვადის გასვლის, ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მის აღდგენას პირდაპირ მობილბანკიდან შეძლებენ.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
13.05.2025.17:26
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიანი, 45 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ვაჭრობის დაფინანსების ხელშეკრულება გააფორმა. ის Citi-სთან 2011 წელს გაფორმებული დოკუმენტის Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (“CARTA”) ნაწილია. ეს Citi-სა და საქართველოს ბანკს შორის ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული მე-12 წარმატებული ტრანზაქციაა. ხელშეკრულების მიზანია, ბანკმა შექნას საუკეთესო ფინანსური ინსტრუმენტები ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საქართველოში კორპორატიული, მცირე და საშუალო ზომის (SME) სექტორებისთვის.
„მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას Citi-სთან, რაც 45 მილიონი დოლარის სავაჭრო დაფინანსების გარიგებითაც გამოიხატება. ჩვენ თვალს ვადევნებთ ქართული ბიზნესის მზარდ მოთხოვნებს, განსაკუთრებით კორპორატიულ, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორებში, და ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით მაღალი დონის ფინანსური სერვისები შევქმნათ და ბიზნესებს წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ. ეს ტრანზაქცია ხაზს უსვამს ჩვენი შესაძლებლობების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობას. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ Citi-სთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ ერთობლივი ძალებით ვმუშაობთ ბიზნესების ზრდაზე ორიენტირებულ ინიციატივებზე როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე”, — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და კავკასიის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან, საქართველოს ბანკთან გვაქვს ჩამოყალიბებული. აღნიშნულ გარიგებას, ერთი მხრივ, წვლილი შეაქვს ჩვენი მომხმარებლების ზრდაში და მხარს უჭერს აქტივობებს ვაჭრობის დაფინანსების კუთხით, მეორე მხრივ კი, ადასტურებს Citi-ის უწყვეტ მხარდაჭერას ქვეყნისა და რეგიონისადმი”, — განაცხადა ემრე უმუტმა, Citi-ის სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების დეპარტამენტის ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელმა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში.