განახლებული რეიტინგი | სანდრო ბაზაძე მსოფლიოში საუკეთესო მოფარიკავეა
საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.
ქართველი მოფარიკავე, სანდრო ბაზაძე, მსოფლიო რეიტინგს სათავეში ჩაუდგა. ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 225 ქულით, სანდრო მსოფლიოში საუკეთესო მოფარიკავეა. მისი უახლოესი მდევარი, ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი, ბაზაძეს 19 ქულით ჩამორჩება.
ივლისში, თბილისმა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. მშობლიურ არენაზე ბაზაძემ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და საკუთარ აქტივში დამატებითი სარეიტინგო ქულები ჩაიწერა. აღსანიშნავია, რომ ფარიკაობაში ამ რანგის ტურნირი საქართველოს დედაქალაქში პირველად გაიმართა.
ამ მიღწევით, ბაზაძე გახდა პირველი ხმლით მოფარიკავე საქართველოს ისტორიაში, რომელიც მსოფლიო პირველობას დაეუფლა. 2025 წლამდე, მსოფლიო ჩემპიონატზე, მას ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ჰქონდა მოპოვებული.
32 წლის სპორტსმენის სპორტულ მიღწევათა სია შთამბეჭდავია. მსოფლიო პირველობის გარდა, ბაზაძე ევროპის 2-გზის ჩემპიონი 2022, 2023) და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის მედალოსანია. წარმატებული იყო კარიერის სტარტზეც: ახალგაზრდებს შორის, 2013 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, რასაც 23 წლამდელთა შორის ევროპის ორგზის ჩემპიონობაც (2014, 2016) დაუმატა.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველს სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი - საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი.
სხვა სიახლეები
AD Ports Group აქცენტირებულია შუა დერეფნის ქვეყნებში ინვესტიციებზე - Tbilisi Dry Port-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
02.03.2026.19:00
საქართველოს, როგორც „შუა დერეფნის“ საკვანძო მოთამაშის სტატუსი, აბუ-დაბის პორტების ჯგუფისთვის (AD Ports Group) ქვეყანაში ინვესტირების მთავარი საფუძველი გახდა. „თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, რომელიც ჯემალ ინაიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გააკეთა, არაბული გიგანტის შემოსვლა ლოგიკური გაგრძელებაა მათი ფართომასშტაბიანი სტრატეგიისა, რომელიც ცენტრალური აზიის ქვეყნების სატრანსპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში დამკვიდრებას გულისხმობს. ინაიშვილის თქმით, AD Ports Group-ის ინტერესი საქართველოს მიმართ ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც საექსპორტო სატრანზიტო ჰაბის ფუნქციას.
„აბუ-დაბის პორტების ჯგუფისთვის საქართველო საინტერესო იყო იმიტომ, რომ ბუნებრივად წარმოადგენს სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშეს. ჩვენ ვართ ამ დერეფნის მთავარი მოთამაშე, რაც შეეხება შუა დერეფანს, შესაბამისად AD Ports Group ზუსტად აქცენტირებულია შუა დერეფნის ქვეყნებში ინვესტიციებზე. ისინი განახორციელებენ პროექტებს პრაქტიკულად ყველა ცენტრალური აზიის ქვეყანაში, მათ შორის ყაზახეთში, ემზადებიან აზერბაიჯანისთვის, ფლობენ გემებს ტრანსპორტირებისთვის, შედიან ნავსადგურებში, როგორიცაა ყურიკი, აქვთ გეგმები აზერბაიჯანთან და ინტერესები რკინიგზასთან დაკავშირებით. ისინი თანამშრომლობენ ცენტრალური აზიის ქვეყნების სარკინიგზო საოპერაციო კომპანიებთან, რაც მათ საქართველოსთან თანამშრომლობაში ლოგიკურ გაგრძელებად აქცევს ან, შესაძლოა, დასაწყისადაც მივიჩნიოთ, რადგან ქვეყანა არის როგორც შემავალი, ისე საექსპორტო სატრანზიტო ქვეყანა შუა დერეფანში“, - აცხადებს ჯემალ ინაიშვილი.