განახლებადი ენერგია და შუა დერეფნის პოტენციალი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იაპონიის ელჩთან განიხილეს
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იაპონიის ელჩთან იშიძუკა ჰიდეკთან შეხვედრა გაიმართა, სადაც საუბარი ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებასა და ბიზნეს კონტაქტების გაღრმავებას შეეხო.
შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროექტებზე და იმ წამახალისებელ სქემებზე, რომელიც იაპონიის მთავრობას ადგილობრივი კომპანიების საერთაშორისო პარტნიორობის მხარდასაჭერად აქვს შემუშავებული. საუბარი, ასევე, შეეხო შავი ზღვის ელექტროკაბელს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპასთან კავკასიის ენერგორესურსების წვდომაში, რაც თავის მხრივ, იაპონური კომპანიების საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალით დაინტერესებას განაპირობებს.
შეხვედრისას საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო შუა დერეფნის სატრანზიტო მნიშვნელობას, ფუნქციებსა და შესაძლებლობებს, კერძოდ, გლობალურ სატრანზიტო მარშრუტებზე შექმნილი სირთულეების გათვალისწინებით ყურადღება გამახვილდა აზიური ტვირთების ევროპაში მოხვედრის საქართველოზე გამავალ დერეფანზე, იაპონიის მთავრობის მხარდაჭერასა და ლოგისტიკურ და სატრანსპორტო სექტორებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსალოდნელ ზრდაზე.
„უცხოელ პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრიორიტეტს წარმოადგენს. შეხვედრა შედგა იაპონიის ელჩთან იშიძუკა ჰიდეკთან, სადაც საუბარი შეეხო განახლებადი ენერგიების პროექტებსა და შუა დერეფნის მნიშვნელობას. ვფიქრობ, მსგავსი სახის პარტნიორული ურთიერთობები ხელს შეუწყობს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას, რადგან მსგავსი კომუნიკაცია განაპირობებს პირდაპირ ბიზნეს კავშირებსა და პოტენციურ თანამშრომლობას" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო - სებასტიენ ვინსენტი
სხვა სიახლეები
2026 წელი განვითარების ახალი ეტაპი იქნება - როგორია BODBE Hotel - ის სამომავლო გეგმები
16.01.2026.18:00
კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას. სასტუმროს განვითარების 2026 წლის ხედვასთან დაკავშირებით Business Insider Georgia სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.
„2026 წელი "ბოდბესთვის“ განვითარების ახალი ეტაპია. სასტუმრო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, სტუმრებს მეტ არჩევანსა და გამოცდილებას შევთავაზებთ.

გვემატება კვების ობიექტი - „კახური კუთხე“, სადაც ადგილობრივი სამზარეულო ავთენტურ გარემოში გაცოცხლდება. ჩვენი სტუმრებისთვის საყვარელი, ღია აუზის ზონა კიდევ უფრო ცოცხალი და საინტერესო გახდება პიცა ბარით. პადელის მოედანი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, 2026 წლიდან სრულად აღიჭურვება და მზად იქნება როგორც სტუმრებისთვის, ასევე შეჯიბრებებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის.
ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალ წელს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ბოდბეზე შეყვარებული სტუმრების რაოდენობა და ვიქცეთ იმ ადგილად, რომელსაც ადამიანები გააზრებულად, ნამდვილი დასვენებისთვის ირჩევენ მაშინ, როცა განტვირთვა სჭირდებათ “, - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.
აღსანიშნავია, რომ „ბოდბე“ არ არის მხოლოდ ადგილი - ეს არის გამოცდილება, რომელიც მუდმივად ვითარდება.