გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან
ბაზრის ლიდერი კომპანია „ენთები“ უკვე 10 წელზე მეტია ბიზნესებს აწვდის თანამედროვე ბუღალტრულ და საგადასახადო მომსახურებას.
„ენთები“ თიბისის მიერ ორგანიზებული ქვეყნის ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოების ღონისძიების გამარჯვებულია ნომინაციაში „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილებისთვის“. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ასობით კომპანიამ და ჟიურიმ სწორედ „ენთები“ გამოარჩია. „ენთები“ ყოველდღიურად 700-ზე მეტ კლიენტ კომპანიას უწევს ბუღალტრულ მომსახურებას და უზრუნველყოფს მათი ბუღალტერიის სრულ გამართულობას.
2025 წლიდან, „ენთები“-მ მომხმარებელს ასევე შესთავაზა ახალი სერვისი - „ბუღალტრული გატარებების“ (ე.წ. Bookkeeping). სტანდარტული ბუღალტრული სერვისისგან განსხვავებით, ეს სერვისი ბიზნესებს საშუალებას მისცემს შეინარჩუნონ საკუთარი მთავარი ბუღალტერი და მას გაუჩინონ გამოცდილი დამხმარე „ენთების“ სახით. კერძოდ, „Bookkeeping“-ის ფარგლებში „ენთები“ უზრუნველყოფს ყველა ბუღალტრული გატარების შესრულებას, ხოლო კომპანიის მთავარი ბუღალტერი მხოლოდ ინფორმაციის ანალიზსა და საგადასახადო დეკლარაციების გადაგზავნაზეა პასუხისმგებელი. შედეგად, მთავარ ბუღალტერს უმარტივდება საკუთარი საქმე და თავისუფლდება „შავი სამუშაოსგან”. აღრიცხვის წარმოება ხდება ხარისხის მონიტორინგის მექანიზმების სრული დაცვით, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს შეცდომების ალბათობა. კომპანიის მთავარი ბუღალტერი კი ელექტრონულად აკონტროლებს დავალებების შესრულებას.
კომპანიები, რომელთაც სურთ ერთხელ და სამუდამოდ მოაწესრიგონ საკუთარი ბუღალტერია და გათავისუფლდნენ საგადასახადო რისკებისგან, შეუძლიათ მიანდონ საქმე „ენთებს“, რომელიც დაკომპლექტებულია 100-ზე მეტი ბუღალტრითა და საგადასახადო ექსპერტით. „ენთები“ უზრუნველყოფს მომხმარებელი კომპანიების ინტერესების დაცვას საგადასახადო ორგანოსთან, რაც გულისხმობს საგადასახადო აუდიტის დანიშვნის შემთხვევაში, კლიენტი კომპანიის წარმომადგენლობასა და შემოწმების პროცესის წარმართვას. გარდა ამისა, „ენთების“ ბუღალტრული და საგადასახადო მომსახურება დაზღვეულია ბაზრის ლიდერი სადაზღვევო კომპანიის მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ „ენთები“ პასუხს აგებს მის მიერ წარმოებული ბუღალტერიისას დაშვებული შეცდომების მიერ გამოწვეულ საგადასახადო ჯარიმებსა და საურავებზე.
ასევე აღსანიშნავია, რომ განსხვავებით სტანდარტული ბუღალტრული მომსახურებისა, „ენთები“ მომხმარებელს სთავაზობს პოზიტიურ ატმოსფეროს, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებლის კომფორტზე და ამავდროულად კლიენტი კომპანიების ინტერესების მაქსიმალურად დაცვაზე.
ენთების საკონტაქტო ინფორმაცია:
ფეისბუქი: https://www.facebook.com/AccountAnts.ge
ტელეფონი: +995 32 212 22 12
საიტი: www.ants.ge
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
09.07.2025.11:00
Georgia Capital PLC ("GCAP")-მა გამოიყენა ოფციონის უფლება და 20%-იანი წილი გაყიდა წყალმომარაგების ბიზნესში. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა რომ, რომ მისმა შვილობილმა კომპანიამ JSC Georgia Capital („JSC GCAP“) გაყიდა Georgia Global Utilities JSC-ში („GGU“) არსებული 20%-იანი წილი.
წილობრივი შეთანხმების თანახმად, უმრავლესობის მფლობელი — Aqualia Georgia LLC („Aqualia“) — ვალდებულია გადაუხადოს JSC GCAP-ს ოფციონის განხორციელებისთვის 70.4 მილიონი აშშ დოლარი. ტრანზაქციის დასრულება და თანხის მიღება მოსალოდნელია 2025 წლის ივლისის ბოლომდე.
ცნობისთვის, 2021 წლის 31 დეკემბერს „საქართველოს კაპიტალმა“ გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება კომუნალური წყალმომარაგების ბიზნესში, რომელიც მანამდე მსხვილი კომპანიების პორტფელში შედიოდა, 80%-იანი წილის გასხვისებაზე. 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების ბიზნესში დარჩენილი 20% შეფასებულ იქნა წინასწარ შეთანხმებული ფუთ ოფციონის კოეფიციენტით მყიდველთან ხელმოწერილ ხელშეკრულებასთან მიმართებით, რადგან სს „საქართველოს კაპიტალს“ ნათლად ჩამოყალიბებული ბიზნესიდან გასვლის გეგმა ჰქონდათ ფუთ და ქოლ სტრუქტურების გამოყენებით, წინასწარ შეთანხმებული EBITDA კოეფიციენტებით.