გამოგონებების ზაფხული - Robo Coder-ში LEGO ბანაკი იწყება
16 ივნისს Robo Coder-ში უნიკალური საზაფხულო ბანაკი „დროის მანქანა“ იწყება. ეს არის სივრცე, სადაც ტექნოლოგიები და შემოქმედება ერთიანდება ნამდვილ აღმოჩენებში - ყველაფერ ამას კი ბავშვები Lego კონსტრუქტორებისა და რობოტების დახმარებით სწავლობენ.
რა არის LEGO რობოტოტექნიკა?
LEGO რობოტოტექნიკა წარმოადგენს სწავლების ინოვაციურ მეთოდს, სადაც ბავშვები და მოზარდები ქმნიან რეალურ მექანიზმებს და რობოტებს Lego Education სპეციალური ნაკრებების საშუალებით, სწავლობენ კოდის წერას ბლოკური პროგრამირების დახმარებით, ეცნობიან სენსორებს და მოტორებს და რეალური ტექნოლოგიების მუშაობის პრინციპებს.
რატომ საზაფხულო ბანაკი?
ბანაკის ფორმატი აძლევს ბავშვებს საშუალებას მეტი დრო გაატარონ ცენტრში, სიღრმისეულად შეისწავლონ პროგრამირება და ტექნოლოგიები, აქტიურად ჩაერთონ პროექტულ საქმიანობაში, გუნდურ მუშაობასა და ინჟინრული აზროვნების განვითარებაში. შედეგად კი გააღრმაონ ტექნოლოგიური უნარები, ისწავლონ ამოცანების გადაჭრა, ხოლო შემოქმედებითი აქტივობები ეხმარებათ თავიანთი იდეების უკეთ გამოხატვაში. ასევე ბანაკში Robo Coder-ის ცენტრის პედაგოგებს აქვთ შესაძლებლობა მეტი ყურადღება დაუთმონ თითოეულ ბავშვს, გამოავლინონ მისი ინტერესები და დაეხმარონ თვითგამოხატვასა და თავდაჯერებულობის განვითარებაში.
ბანაკის თითოეული კვირა ეძღვნება ერთ ისტორიულ ეპოქას - დაწყებული უძველესი სამყაროდან, თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ პერიოდამდე. 6 კვირის მანძილზე შექმნილი და დაპროგრამებული მოდელები გაერთიანდება უნიკალურ LEGO გამოფენაში: „დროის მანქანა“, სადაც ბავშვები წარადგენენ საკუთარ პროექტებს.
ბანაკი გათვლილია 5-12 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებზე.
Robo Coder სიხარულით ელის ყველა პატარა გამომგონებელს, ვისაც სურს ეს ზაფხული გაატაროს შემოქმედებით, საინტერესო და ტექნოლოგიურ გარემოში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
05.06.2025.13:47
კრისტალი, მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ, აქტიურად განაგრძობს ტექნოლოგიურ განვითარებას და ამ პროცესში ინოვაციური პროექტებს ახორციელებს, რომლის მიზანი საბანკო მომსახურების განვითარებაა.
ამჯერად, „კრისტალი“ ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში ახალ ეტაპზე გადადის და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით Optio-ს CRM პლატფორმას ნერგავს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტის გამოყენებუთ ხელს უწყობს მომხმარებლების საჭიროებების უკეთ აღქმას და მათზე მაქსიმალურად მორგებული მომსახურების მიწოდებას.
Optio-ს პლატფორმა კრისტალს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში გააერთიანოს მომხმარებელთა მონაცემები, დააკვირდეს ქცევით ტენდენციებს და მათი ანალიზის საფუძველზე შექმნას მეტად პერსონალიზებული, მიზნობრივი შეთავაზებები და ეფექტური კომუნიკაციის ფორმა.
„საბანკო ტრანსფორმაცია კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენს მომხმარებლებთან ურთიერთობაში. იმისთვის, რომ უკეთ მოვემსახუროთ მათ, კარგად უნდა ვახერხებდეთ მათი საჭიროებების ანალიტიკას. სწორედ ეს შესაძლებლობა მოგვცა Optio-მ — მოქნილი, ინტელექტუალური და მონაცემებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებით.“- აღნიშნავს კრისტალის გენერალური დირექტორი ილია რევია.
როგორც Optio-ს აღმასრულებელი დირექტორი, შოთა გიორგობიანი აცხადებს: „კრისტალი ყოველთვის გამოირჩეოდა მომხმარებელზე ორიენტირებულობით. ჩვენთვის დიდი პატივია მათთან თანამშრომლობა და იმ პროცესში მონაწილეობა, რაც საბოლოოდ მომხმარებლებს მეტად პერსონალიზებულ და მიზნობრივ ფინანსურ მომსახურებას შესთავაზებს.“
კრისტალის სტრატეგია - პერსონალიზებულ მომსახურებაზე ორიენტაცია, მოხმარებლების შესაძლებლობების გაძლიერება და ტექნოლოგიური განვითარება, საფინანსო ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის ახალ ფორმას ქმნის, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც კრისტალს, ასევე მის 130 000 -ზე მეტ მომხმარებელს.
კრისტალისთვის ტექნოლოგიური განვითარების პრიორიტეტულობა განსაკუთრებით იზრდება საბანკო ტრანსფორმაციის პროცესში, რომელსაც კომპანია ამჟამად გადის და 16 ივნისიდან მომხმარებლებს სრულ საბანკო სერვისებს შესთავაზებს.
პარტნიორობა Optio-სთვისაც მნიშვნელოვანი ეტაპია — ტექნოლოგიური პლატფორმა სულ უფრო მეტ ფინანსურ ინსტიტუტს ეხმარება მარკეტინგის მიმართულებით, მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდასა და ინოვაციების დანერგვაში.