გამოჩნდი! – „ინდიანი“ ახალ მოტომფლობელს ელოდება
„გამოჩნდი!“ - ამ გზავნილით მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და ამერიკაში პირველი მოტოციკლეტების მწარმოებელი ბრენდი „Indian Motorcycle“ საქართველოში ახალ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. მისი მიზანი იმ ადამიანების „გამოჩენაა“, რომლებსაც მოტოციკლეტების სამყაროში გადმოსვლა და იმ განცდების გაზიარება სურთ, რასაც ინდივიდუალიზმი, თავგადასავალი და თავისუფლება ჰქვია.
გამოჩნდი! - კამპანიის ფარგლებში შექმნილი ვიდეორგოლიც მოტოციკლისტებზეა, მათი ცხოვრების სტილსა და ფილოსოფიაზე, მათ საყვარელ ადგილებსა და თავგადასავლებზე.
„ინდიანის“ მოტოციკლეტებს საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანია - „ავტო გალერი“ წარმოადგენს. უძველესი ამერიკული მოტომწარმოებლის შესახებ ვიდეორგოლი „ავტო გალერის“ მარკეტინგის გუნდმა კრეატიულ სააგენტო Quick-თან და ADHD production-თან ერთად გადაიღო.
ლუკა ლეკვეიშვილი, „ავტო გალერის“ მარკეტინგის მენეჯერი: „ზაფხული, თბილი სეზონი მოტოციკლისტების საყვარელი დროა. სწორედ ახლა იწყება გრძელ გზებზე ხანგრძლივი მოგზაურობა. ამიტომ „ინდიანის“ მარკეტინგული კამპანიაც სწორედ ახლა დავიწყეთ. ვიდეორგოლის იდეის დამუშავებისა და შექმნის პროცესში დიდი გუნდი იყო ჩართული. მუშაობის ყველა ეტაპი საინტერესო აღმოჩნდა. სანამ ვიდეორგოლის სცენარი დაიწერებოდა, დაახლოებით 20-მდე მოტოციკლისტს გავესაუბრეთ, დეტალურად გამოვკითხეთ მათი ცხოვრების სტილის შესახებ. სწორედ შეგროვებული საინტერესო ინფორმაცია დაგვეხმარა ვიდეორგოლზე მუშაობის პროცესში. ვიდეოს მთავარი გზავნილია - „გამოჩნდი“! ამ ერთსიტყვიანი, მარტივი გზავნილით აუდიტორიისთვის გვინდოდა გვეთქვა: გელოდებით, გამოჩნდი, შენი ადგილი აქაა.
გვსურდა, ვიდეოს თითოეულ კადრს მნახველში გაეღვიძებინა ის გრძნობა და სენტიმენტები, რაც მოტოციკლეტის ფლობას, მოტოციკლისტების გაერთიანებაში ყოფნას, ურთიერთობებს უკავშირდება. მოხარულები ვართ, რომ რგოლს პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოში ავსახეთ ამერიკული კულტურის დეტალები, რადგან „ინდიანი“ პირველი ამერიკული მოტომწარმოებელი ბრენდია“.

„Indian Motorcycle“ ამერიკაში პირველი და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ბრენდია, რომელიც მოტოციკლეტებს 1901 წლიდან აწარმოებს. ამერიკული პრემიუმ კლასის მოტოციკლეტებისაქართველოში „ავტო გალერიმ“ 2024 წელს შემოიყვანა. კომპანიის შოურუმში „ინდიანი“, ძირითადად, Cruiser-ის კატეგორიის მოტოციკლებითაა წარმოდგენილი. მთავარი გზავნილით - „გამოჩნდი“ კომპანიამ გადაწყვიტა, ფართო საზოგადოებას უფრო ახლოს გააცნოს ბრენდი, რომელსაც მოტოციკლისტები და, ზოგადად, მოტოს მოყვარულები ისედაც კარგად იცნობენ.
გოჩა ვანაძე, Quick-ის კრეატიული დირექტორი: „მოტომოყვარულთა, ანუ ორბორბლიანი ტრანსპორტის მოყვარულთა, საზოგადოება საქართველოში ჩაკეტილ წრედ აღიქმება. ვიდეორგოლით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ სინამდვილეში მოტომოყვარულები ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები არიან, აქვთ მრავალფეროვანი მისწრაფება. ამ მრავალფეროვნებაში კი ყველამ შეიძლება იპოვოს საკუთარი ადგილი. ეს სივრცე ყველასთვისაა, ვისაც უყვარს მოგზაურობა, ან უბრალოდ ახალ გამოცდილებას ეძებს.
„გამოჩნდიც“ ნიშნავს, რომ შენთვის ამ სივრცეში ადგილი თავისუფალია. რაც შეეხება „ინდიანს“, ის მოტომოყვარულების საყვარელი ბრენდია. თუ გიყვარს მოტო, გიყვარს შორ მანძილზე მოგზაურობა და აუცილებლად გიყვარს „ინდიანიც“.
გიორგი შაკაია, ADHD production-ის რეჟისორი: „ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა ამ პროექტზე მუშაობა. მეც მოტოთი დავდივარ, შესაბამისად, ჩემთვის არ იყო რთული, მოტომოყვარულების თვალით შემეხედა შემოქმედებითი პროცესისთვის, მეჩვენებინა მათი ცხოვრების სტილი, სპეციფიკა და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, გადმოსხდნენ მოტოციკლეტზე, გამეძლიერებინა მოტივაცია. „ინდიანი“ ძველი ამერიკული ბრენდია, რომელიც ერთდროულად ზედმიწევნით ტრადიციულიცაა და ძალიან ახალგაზრდულიც. ეს სინთეზი მას განსაკუთრებულს ხდის. მე, როგორც მოტომოყვარული, ვამბობ, რომ, ხარისხთან ერთად, განსაკუთრებულია „ინდიანის“ დიზაინიც. როცა „ინდიანით“ მოგზაურობ, აუცილებლად ყურადღების ცენტრში ხარ“.
„ინდიანის“ საიმიჯო ვიდეორგოლის კონცეფციას „ავტო გალერი“ ფოტოკონტენტით გააგრძელებს. საქართველოში ბრენდის ცნობადობის გაზრდისკენ მიმართული კამპანია ვიდეორგოლის ხასიათსა და ესთეტიკას ფოტოსესიაში, სავარაუდოდ, არ გაიმეორებს, თუმცა გზავნილი უცვლელი იქნება.
„გამოჩნდი!“
სხვა სიახლეები
თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია - GAIA Meetup გრძელდება
18.11.2025.11:16
AI ეკოსისტემის განვითარებისთვის, ახალი თაობის და პროფესიონალების გაძლიერებისთვის თიბისი ქმნის გარემოს, სადაც ცოდნის გაზიარება, პროფესიონალებთან კომუნიკაცია და განათლების მიღება ტექნოლოგიურ იდეას რეალობად აქცევს.
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ყოველთვიური შეხვედრების სერიას „GAIA Meetups“ აგრძელებს. 13 ნოემბერს GAIA Meetups Tech-ის მორიგი შეხვედრა ჩატარდა, რომლის სპიკერიც AI მკვლევარი ლევან ცინაძე იყო. მან მონაწილეებს საკუთარი კვლევის შედეგები გაუზიარა. კვლევა ენის მოდელების (LLMs) ახსნადობას (Explainability) და ინტერპრეტირებადობას (Interpretability) შეეხება და კომპლექსურ მათემატიკურ საკითხებს მოიცავს. პრეზენტაციის გარდა, შეხვედრის მონაწილეებს ნეთვორქინგის და იდეების, სიახლეებისა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობაც ჰქონდათ.
GAIA Meetups არის ყოველთვიური შეხვედრების სერია, რომელიც თიბისის და D Block-ის მხარდაჭერით იმართება. პროექტის ზოგადი მიზანია AI-ის გარშემო გამოცდილების გაზიარებისა და ნეთვორქინგისთვის სივრცის შექმნაა.
GAIA Meetups-ის შეხვედრები ყოველთვიურად ორ ფორმატში ტარდება - GAIA Meetups Tech და GAIA Meetups Horizons.
GAIA Meetups Tech: განკუთვნილია AI და მონაცემთა ტექნოლოგიების პროფესიონალებისთვის. შეხვედრების მიზანია ღრმა ტექნიკური საკითხების (მაგალითად, AutoML, Explainable AI და ა.შ.) განხილვა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
GAIA Meetups Horizons: ფართო აუდიტორიისა განკუთვნილია და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის (ბიზნესი, მარკეტინგი, ფინანსები თუ მედიცინა). ამ შეხვედრების ფოკუსი AI-ის ინტეგრაცია, ათვისება და განვითარების ზოგადი ტენდენციებია.
შეხვედრები ყოველთვიურად იმართება პროექტის პარტნიორ D Block-ის სივრცეში. დასწრებისთვის აუცილებელია GAIA-ს ვებგვერდზე რეგისტრაცია და მოწვევის დადასტურება.