გამარტივებული სერვისი მომხმარებლებისთვის - კრისტალში სახის ამომცნობი სისტემა დაინერგა
კრისტალი, მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ, აქტიურად განაგრძობს დისტანციური საბანკო სერვისების განვითარებას, რომლის მიზანი მომხმარებლებისთვის უფრო ხელმისაწვდომი, სწრაფი, კომფორტული და უსაფრთხო საბანკო სერვისების შეთავაზებაა, რაც მათ საბანკო ოპერაციებში დროის დაზოგვას და მარტივ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ, კომპანია ამჟამად მოსამზადებელ ეტაპს გადის და ივნისის თვიდან მომხმარებლებს სრულ საბანკო მომსახურებას ეტაპობრივად შესთავაზებს. ამ გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია სახის ამომცნობი სისტემის დანერგვა, რომლის დახმარებითაც კრისტალი კიდევ უფრო უახლოვდება საბანკო მომსახურების მაღალ სტანდარტებს. ეს სისტემა სრულად შეესაბამება როგორც ეროვნული ბანკის, ისე საერთაშორისო რეგულაციებს და ამასთან, უზრუნველყოფს მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვას.
სახის ამომცნობი სისტემა წარმოადგენს თანამედროვე ბიომეტრიულ ტექნოლოგიას, რომელიც მომხმარებლის სახის მახასიათებლებს იყენებს მისი იდენტიფიკაციისთვის.
ამ ტექნოლოგიის გამოყენებით მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ საბანკო მომსახურება სრულად დისტანციურად მიიღონ. შესაბამისად, აღარ იქნება საჭირო ფილიალებში ვიზიტი, რიგში დგომა, ან ხელშეკრულებაზე ფიზიკურად ხელმოწერა. მხოლოდ ინტერნეტის, კამერიანი მოწყობილობის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის - ID ბარათის ან პასპორტის საშუალებით, მისი იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია უმოკლეს დროში მოხდება.
ამას გარდა, სახის ამომცნობი სისტემა მაქსიმალურ უზრუნველყობს პირადი მონაცემების უსაფრთხოებას, რადგან აღნიშნული ტექნოლოგიით, ბიომეტრიული მონაცემების გამეორება სრულად გამორიცხულია.
მომხმარებლის დისტანციური ონბორდინგისთვის, კომპანია იყენებს კორპორაცია Identomat-ის სერვისს.
სახის ამომცნობი სისტემის დანერგვა მნიშვნელოვნად გაამარტივებს და გააუმჯობესებს მომხმარებელთა მომსახურების პროცესს. ამასთან, აღნიშნული ტექნოლოგია ხელს შეუწყობს ბიზნესის ოპერაციების ავტომატიზაციას, რაც შეამცირებს მომსახურების დროს და რესურსს.
აღსანიშნავია ისიც, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, კრისტალი, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული, ლიდერი კომპანია, მნიშვნელოვნად გაამყარებს პოზიციას საფინანსო ბაზარზე.
#შენი შესაძლებლობების ბანკი
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
04.07.2025.12:00
„ასომთავარი“ არის ქართული კულტურული მემკვიდრეობით შთაგონებული ბრენდი, რომელიც ხელით შექმნილი ხელოვნების საშუალებით აცოცხლებს ანბანისა და უძველესი დამწერლობის ტრადიციებს. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia „ასომთავარის“ დამფუძნებელს მარიამ ჟორჟოლიანს ესაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
კომპანია „ასომთავარი" ამ ეტაპზე ფოკუსირებულია ხელით შესრულებული ნამუშევრების პოპულარიზაციაზე, რომელთა საფუძველიც უნიკალური ქართული ანბანი და დამწერლობაა.
ბოლოს დავამატეთ ახალი სერია სახელწოდებით „ქართული ანბანის სამსახოვანი დამწერლობა", რომელიც მოიცავს ექსკლუზიურ, ხელით შესრულებულ და ოქროთი გაფორმებულ ნახატებს. თითოეულ ასო-ნიშანს ახლავს ასომთავრული, ნუსხური, მხედრული ასო-ნიშნები, საერთაშორისო ტრანსკრიფციისა და რიცხვითი მნიშვნელობების თანმხლებით.
საზედაო ასოები მხატვრულად გადმოღებულია X–XIV საუკუნის ქართული ხელნაწერებიდან, რაც ნამუშევრებს პირდაპირ აკავშირებს უძველეს კალიგრაფიულ მემკვიდრეობასთან და ქმნის ხიდს წარსულსა და თანამედროვეობას შორის.
როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?
ამ ეტაპზე „ასომთავარი"-ს ასორტიმენტი იყოფა ორ მთავარ მიმართულებად:
ჩვენი ნამუშევრები წარმოდგენილია რამდენიმე განსხვავებულ ჩარჩოს და პასპარტის ფერში, რაც მნახველს აძლევს შერჩევის შესაძლებლობას როგორც ინტერიერის, ასევე ემოციური განწყობის მიხედვით.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის მისი უნიკალურობა - თითოეული ნამუშევარი ხელით არის შესრულებული და არის ორიგინალი. გარდა ამისა, გაყიდვები ხორციელდება მხოლოდ კომპანიის ოფიციალური ვებსაიტის მეშვეობით - asomtavari.com , რაც ქმნის ექსკლუზიურობის განცდას.
ბრენდი ეფუძნება ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორის, კალიგრაფ, დამწერლობათმცოდნე, პროფესორ ელენე მაჭავარიანის სამეცნიერო და მხატვრულ მოღვაწეობას, რომელიც 60 წელზე მეტია იკვლევს მოხატულ ხელნაწერებს, სამსახოვანი ანბანის გენეზისსა და გრაფიკული განვითარების კანონზომიერებებს.
რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ?
ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია განვავითაროთ ის, რაც უკვე შევქმენით. გვსურს, ქართული ანბანის სიღრმე და სილამაზე ხელოვნების ენით გავუზიაროთ მათ, ვინც აფასებს როგორც ისტორიას, ისე თანამედროვე ესთეტიკას.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იდეა არის მხატვრული და საგანმანათლებლო წიგნის გამოცემა. ამ პროექტის საფუძველია პროფესორ ელენე მაჭავარიანის მრავალწლიანი სამეცნიერო და მხატვრული მოღვაწეობა. ის არის არაერთი გამოცემის ავტორი, მათ შორის: „ქართული ანბანის გრაფიკული საფუძვლები" (1982), „ქართული დამწერლობა" (2008), „მწიგნობრობაი ქართული" (2015) და სხვა.
მე, მისი შვილიშვილი ვაგრძელებ ამ საგანმანათლებლო და შემოქმედებით ხაზს ჩემი მხატვრული ნამუშევრებით მასთან ერთად, ერთობლივი ხედვით. სამომავლოდ ასევე ვგეგმავთ ახალი თემატური სერიების დამატებას, რომლებიც დარჩებიან ერთგულნი იმ ღირებულებების, რაც უკვე დევს „ასომთავარში".
ცნობისთვის, „ასომთავარი“ დაარსდა დაახლოებით ორი წლის წინ. ამ ეტაპზე კომპანია ექსპორტს არ ახორციელებს, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც ქართველი მომხმარებლები იძენენ უცხოეთში წასაღებად ბრენდის პროდუქციას.