გალტ & თაგარტმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა
წამყვანმა საინვესტიციო ბანკმა გალტ & თაგარტმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გამართულ უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე, საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა წარადგინა. ფორუმი 7 თებერვალს, თბილისში, სასტუმრო პარაგრაფში გაიმართა და მას კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ინვესტორები და უძრავი ქონების წამყვანი სააგენტოები ესწრებოდნენ.
ფორუმზე საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციების შესახებ პრეზენტაცია გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა წარადგინა.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარვადგინეთ და მონაწილეებს ეკონომიკაში მიმდინარე ძირითადი ტენდენციები გავაცანით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ფაქტორებს, საინვესტიციო გარემოსა და იმ სექტორულ ტენდენციებს, რომლებიც გავლენას ახდენენ უძრავი ქონების ბაზარზე. საერთაშორისო ინვესტორებს გავაცანით საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორები და ის პოტენციალი რაც ამ სექტორში არის,“ — განაცხადა გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა.
სხვა სიახლეები
ICTA-ს წევრი კომპანია Lineate Georgia | ინოვაცია მარტო არ იქმნება - მას ქმნიან კომპანიები, ლიდერები და ადამიანები, რომლებიც წინსვლას ერთად ირჩევენ
10.02.2026.20:00
საქართველოში ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სექტორი ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად მზარდი სექტორია, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
სფეროს განვითარებასთან ერთად შეიქმნა გაერთიანებაც - ICT Association of Georgia, რომელიც დარგის წამყვანი კომპანიებისგან დაკომპლექტდა.
ბოლო წლებში საქართველოს ბაზარზე შემოსვლით საერთაშორისო კომპანიების ინტერესი მზარდია. ერთ-ერთი პირველი ვინც ქართულ IT ბაზარს ნდობა გამოუცხადა და შემოვიდა ამერიკული კომპანია Lineate იყო.
Lineate-მა საქართველოს ბაზარზე და ასევე საქართველოდან გლობალურ ბაზარზე მნიშვნელოვანი პროექტები უკვე განახორციელა და წინ უფრო მეტი გეგმები აქვს.
„Lineate არის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანია, რომელიც აშშ-ში, ნიუ-იორკში დაარსდა. კომპანია უკვე 20 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს და წარმოადგენს სრულფასოვან პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პარტნიორს.
ჩვენი სპეციალიზაცია მოიცავს ხელოვნური ინტელექტის სერვისებს, მონაცემთა მართვასა და ტექნოლოგიურ სწავლებას. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიებისთვის შევიმუშავეთ ინდივიდუალურად მათზე მორგებული პროგრამული გადაწყვეტილებები. ჩვენი ძირითადი ინდუსტრიული მიმართულებებია FinTech, AdTech და HealthTech.
ICTA-სთან პარტნიორობა ჩვენი ორგანიზაციის საქართველოში საქმიანობის დაწყების პირველივე ეტაპზე ჩამოყალიბდა. Lineate-ში გვჯერა ბიზნესის ადვოკატირების, ტექნოლოგიების პოპულარიზაციისა და მათი გავრცელების საზოგადოების სხვადასხვა ფენებში. ჩვენ ასევე გვჯერა საზოგადოების განათლების ტექნოლოგიების დანერგვის სარგებელზე და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მისიას ICTA-სთან თანამშრომლობით ეფექტურად შევასრულებთ.
ჩვენი პარტნიორობა ICTA-სთან ერთი სიტყვით შეიძლება აღიწეროს — გაძლიერება (Empowerment). გაძლიერება ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის. გაძლიერება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოში ტექნოლოგიურ განვითარებაში არიან ჩართული. გაძლიერება იმ საზოგადოების ნაწილისთვის, რომელიც ტექნოლოგიას მომავალ პროფესიად აღიქვამს. საქართველოს ტექნოლოგიური ინდუსტრია სწრაფი განვითარების და გარდაქმნის ეტაპზეა.
გვჯერა, რომ ICTA-სთან პარტნიორობით შევძლებთ როგორც ინდუსტრიის კომპანიების, ისე იმ ადამიანების გაძლიერებას, რომლებიც დღეს ან მომავალში ტექნოლოგიურ სფეროს ირჩევენ, რათა მათ შეძლონ წარმატების მიღწევა არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალი წლების განმავლობაშიც. ინოვაცია მარტო არ იქმნება“, - აცხადებს Lineate-ის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ციკოლია.