მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7067.5
-0.0008
flag
AZN 1.5946
-0.0002
flag
CNY 37.782
0.001
flag
EUR 3.1568
0.0143
flag
GBP 3.646
0.0123
flag
KZT 50.89
0.0014
flag
TRY 0.0672
-0.0001
flag
USD 2.7118
-0.0003

გალტ & თაგარტმა ტურიზმის სექტორის შესახებ კონფერენცია გამართა

news image

გალტ & თაგარტმა ტურიზმის სექტორის თემატური კონფერენცია გამართა და სექტორის ახალი საინვესტიციო კვლევა წარადგინა. კვლევაში გაანალიზებულია როგორც ტურიზმის მიმდინარე მდგომარეობა, ასევე სექტორის ზრდის პერსპექტივები და არსებული გამოწვევები.

კონფერენციაში სექტორის ძირითადი მოთამაშეები, ინვესტორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და საჯარო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გალტ & თაგარტის პრეზენტაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო:

• ტურისტული ნაკადების აღდგენის დინამიკას და სასტუმრო ინდუსტრიის მაჩვენებლებს;
• საქართველოსა და შესადარ ქვეყნებში არსებული ტენდენციების ანალიზს;
• ახალი მზარდი ბაზრების, განსაკუთრებით ჩინეთისა და ინდოეთის, ტურისტული ქცევის და პრეფერენციების შეფასებას;
• სასტუმრო ოთახების დაგეგმილი მიწოდების გათვალისწინებით სექტორის საჭიროებებს.

როგორც კვლევა აჩვენებს, ქართულ ტურიზმის სექტორს ამ ეტაპზე აზიურ ახალ ბაზრებთან მუშაობის გამოცდილება არ აქვს. არ არსებობს საკმარისი ცოდნა ამ ბაზრებიდან ჩამოსული ტურისტების ინტერესების, ხარჯვის სტრუქტურისა და სერვისებზე მოთხოვნის შესახებ. შესაბამისად, გალტ & თაგარტმა პირველად წარადგინა ამ ბაზრების ტურისტული პროფილები, ხარჯვითი ქცევის თავისებურებები და ბიზნესებისთვის შესაბამისი სტრატეგიული რეკომენდაციები.

ღონისძიების ბოლოს პანელური დისკუსია გაიმართა, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.

„სექტორების სიღრმისეული შესწავლა და ამის საფუძველზე ინვესტორებისთვის გადაწყვეტილებების მიღებაში მხარდაჭერა ჩვენი მთავარი ამოცანაა. ტურიზმის კონფერენციაც ამ მიზანს ემსახურება - გვჯერა, რომ ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია როგორც ანალიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერის თვალსაზრისით. განსაკუთრებით გამოვყოფთ ახალი ბაზრების ქცევის ანალიზს და იმ შესაძლებლობებს, რაც საქართველოში მათთან ადაპტირებულ ტურისტულ პროდუქტებს შეუძლია შექმნას”, - განაცხადა გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა.

კვლევისა და გალტ & თაგარტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:www.gt.ge 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გენადი არველაძე საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჰარის თეოჰარისს შეხვდა

18.07.2025.17:42

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ნინო თანდილაშვილისთან ერთად, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჰარის თეოჰარისს შეხვდა. 
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საბერძნეთში არსებული ეკონომიკური ტენდენციები, ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. 
ქართულმა მხარემ მადლიერებით აღნიშნა საბერძნეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო კვლავ აგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხებით განსაზღვრული დღის წესრიგის რეალიზაციას. 
შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის, კერძოდ სავაჭრო ბრუნვისა და სექტორული თანამშრომლობის მაჩვენებლების ზრდის ხელშეწყობის მიზნით, აგრეთვე ორი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე ცნობადობის ამაღლების ხელშესაწყობად, მხარეები გაცვლიან პრიორიტეტული სასაქონლო ნომენკლატურის ჩამონათვალს. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთის ბიზნეს წრეების დაახლოების მიზნით, ერთობლივი ბიზნეს ფორუმის ჩატარების შესაძლებლობა. 
ასევე ხაზი გაესვა ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის გამართვის მნიშვნელობას მიმდინარე წელს, რომლის დროსაც განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები. 
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე მწვანე ენერგეტიკის სექტორში. აღინიშნა, რომ საბერძნეთში არსებობს დიდი დაინტერესება საქართველოს „მწვანე" ენერგეტიკული რესურსების მიმართ. გენადი არველაძემ ბერძენ კოლეგას გააცნო საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებები. მხარეებმა ასევე განიხილეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა, რომლითაც საქართველოს ენერგოსისტემა ევროკავშირისას დაუკავშირდება და შესაძლებელი იქნება რეგიონში გამომუშავებული მწვანე ელექტროენერგიის ევროკავშირისთვის მიწოდება. 
შეხვედრის დასასრულს, გენადი არველაძემ ჰარის თეოჰარისი თბილისის აბრეშუმის გზის მეხუთე საერთაშირისო ფორუმზე მოიწვია.
შეხვედრა ათენში გაიმართა, სადაც საქართველოს დელეგაცია ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დაარსებიდან 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობს. 
შეხვედრას დაესწრო საქართველოს ელჩი საბერძნეთში ლევან ბერიძე.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა