გალტ & თაგარტმა სომხეთში კაპიტალის ბაზრის განვითარების პირველი საგანმანათლებლო კონფერენცია ჩაატარა
გალტ & თაგარტმა ერევანში, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის (CMS) პროგრამის ფარგლებში, პირველი საგანმანათლებლო კონფერენცია ჩაატარა თემაზე – Capital Markets: Preparation and Approval. კონფერენციაში სომხური კომპანიების და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების მთავარ თემატიკას კაპიტალის ბაზრების როლი ეკონომიკაში, მათი სტრუქტურა და საჯარო ბაზრებზე დაფინანსების მოზიდვის უპირატესობები წარმოადგენდა. კონფერენციაზე ასევე განიხილეს რეგულაციური ჩარჩო, რომელიც სომხეთის კაპიტალის ბაზრის გარემოს განსაზღვრავს და კაპიტალის ბაზრებზე წვდომის მოსამზადებელი პროცესები.
გალტ & თაგარტის საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა, თამთა გორგაძემ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. მან საქართველოს კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის გამოცდილება გააზიარა, რომელიც გალტ & თაგარტის ჩართულობით წარმატებით განხორციელდა. ასევე, თამთა გორგაძემ ისაუბრა იმ გზაზე, რომელიც ქართულმა კომპანიებმა კაპიტალის ბაზრებზე გასასვლელად გაიარეს — ეს გამოცდილება მნიშვნელოვანია სომხური კომპანიებისთვის, რომლებიც მსგავს პროცესს ახლა იწყებენ.
„მოხარული ვართ, რომ გალტ & თაგარტის გამოცდილება კაპიტალის ბაზრის განვითარებაში უკვე ცდება ქვეყნის ფარგლებს და რეგიონის მასშტაბებზე გადის. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ კორპორაციული სექტორის ზრდასა და მათი დაფინანსების დივერსიფიცირებას. სომხეთში კაპიტალის ბაზრის განვითარების პროგრამის იმპლემენტაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია გალტ & თაგარტისთვის, და ხაზს უსვამს ჩვენი, როგორც რეგიონული ფინანსური ინსტიტუტის, როლს”, - ამბობს თამთა გორგაძე, გალტ & თაგარტის საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, CMS პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროკავშირის (EU) ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს. პროგრამას სომხეთში გალტ & თაგარტი ახორციელებს, სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს პარტნიორობით.
პროგრამის მიზანია სომხეთში კაპიტალის ბაზრების გაძლიერება და ადგილობრივი კომპანიებისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდა. პროგრამას ორი ძირითადი კომპონენტი აქვს: საგანმანათლებლო და საგრანტო. საგანმანათლებლო კომპონენტი მოიცავს ვებინარებსა და კონფერენციებს, რომლებიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას და პროფესიული მხარდაჭერის უზრუნველყოფას. გრანტების კომპონენტი კი კომპანიებს კაპიტალის ბაზარზე განთავსების პროცედურების დაფინანსებაში ეხმარება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
13.06.2025.18:00
BlueSky Apart-Hotel წარმოადგენს პრემიუმ კლასის აპარტოტელს, რომელიც განთავსებულია BlueSky Tower - ის 7-36 სართულებზე. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია HSC Group Hospitality-ს დირექტორმა გიორგი დოლიძემ განაცხადა, თანამედროვე მულტიფუნქციური კომპლექსი აერთიანებს ორ ბლოკს, რომელთაგან ‘A’ ბლოკში უახლოეს მომავალში 795 მაღალი კლასის სასტუმროს ტიპის აპარტამენტი გაიხსნება. აღნიშნულ ბლოკში ასევე დაგეგმილია საერთაშორისო ბრენდის – Holiday Inn Resort-ის გახსნა, რომელიც მომდევნო წლისთვისაა დაგეგმილი.
„კომპლექსის ‘B’ ბლოკში განთავსებულია დაახლოებით 1,300 მაღალი დონის საცხოვრებელი რეზიდენცია. სამომავლოდ კი დაგეგმილია ობიექტის გაერთიანება ისეთი მნიშვნელოვანი სივრცეებით, როგორებიცაა: კაზინო, კომერციული ზონები. სასტუმროს ნაწილში კი რესტორანი, ტერასა, საცურაო აუზი და სრულფასოვანი სპა ინფრასტრუქტურა.
Blue Sky Apart-Hotel გათვლილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვიზიტორებზე და მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ მდებარეობას, პრემიუმ მომსახურებას, დაუვიწყარ ხედებსა და სრულად აღჭურვილ, თანამედროვე სტანდარტების აპარტამენტებს. აქ ყველაფერი გათვალისწინებულია იმისთვის, რომ სტუმარმა ბათუმში ყოფნის განმავლობაში იგრძნოს სიმშვიდე, კომფორტი და ხარისხი.
HSC Group Hospitality-ს დირექტორის თქმით, აპარტოტელი მიმართულია საშუალო და მაღალი სეგმენტის დამსვენებლებზე – ინდივიდუალურ მოგზაურებზე, ოჯახებზე და ბიზნეს ვიზიტორებზე. კომპლექსში წარმოდგენილია აპარტამენტების სხვადასხვა კატეგორიები:
- Studio Alley & Sea View
- One-Bedroom Suite Alley & Sea View
- Studio Yard View
- One-Bedroom Suite Yard View
აპარტამენტების ფართობი მერყეობს 30-70 კვ.მ-მდე, რაც სტუმრებს აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ მათ საჭიროებებზე მორგებული გეგმარება, ხედითა და სართულით.
ობიექტის ლოკაცია ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა: Blue Sky Apart-Hotel მდებარეობს გმირთა ხეივანზე, შავი ზღვის თაღის მიმდებარედ. პლაჟამდე მისასვლელად სულ რაღაც 5 წუთია საკმარისი, 2 წუთში შეგიძლიათ ესტუმროთ ბათუმის სტადიონს, 1 წუთის სავალზეა Black Sea Mall, ხოლო იუსტიციის სახლამდე მისასვლელად მხოლოდ 3-4 წუთი დაგჭირდებათ. ეს ხელსაყრელი მდებარეობა სტუმრებს სთავაზობს სწრაფ და მარტივ წვდომას ბათუმის მთავარ ტურისტულ ლოკაციებთან.
Blue Sky Apart-Hotel შედის წარმატებული სამშენებლო-დეველოპერული კომპანია LikeHouse - ის ჯგუფში, რომლის პორტფოლიოშიც არაერთი მასშტაბური და წარმატებული პროექტია. Blue Sky Tower წარმოადგენს 200 მილიონი ლარის ინვესტიციას და გამოირჩევა მაღალი ენერგოეფექტურობით, მდგრადობითა და უმაღლესი ხარისხის სამშენებლო და სარემონტო მასალების გამოყენებით. უშუალოდ Blue Sky Apart-Hotel - ში საშუალოდ დასაქმებული იქნება 150 ადამიანი.
HSC Group Hospitality პროექტს Pre-Opening-სა და პროექტის საკონსულტაციო მომსახურებებს უწევს.