მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7086.6
0.0074
flag
AZN 1.6127
-0.0008
flag
CNY 38.043
-0.0039
flag
EUR 3.0732
-0.009
flag
GBP 3.6467
-0.0141
flag
KZT 53.7
-0.0034
flag
TRY 0.0709
0.0001
flag
USD 2.7425
-0.0011

გალტ & თაგარტმა ინვესტირებით დაინტერესებულ მომხმარებლებს დამატებით ბირჟებზე წვდომა გაუმარტივა

news image

გალტ & თაგარტი, როგორც წამყვანი საინვესტიციო კომპანია საქართველოშიმომხმარებლებზე ორიენტირებული ტექნოლოგიების დანერგვას აგრძელებს. ამ მიზნით, ცოტა ხნის წინ კომპანიამ ონლაინ სავაჭრო პლატფორმა G&T Trader-ის შესაძლებლობები გააუმჯობესა და მომხმარებლებს დამატებითი ბენეფიტები შესთავაზა. ახალი ფუნქციონალების დახმარებით, ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ივაჭრონ დამატებით საფონდო ბირჟებზე  აშშ-ში, ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, შესაბამისად, უკეთ შეძლონ საკუთარი პორტფელის ეფექტიანად დივერსიფიცირება

გარდა აღნიშნული სიახლისა, G&T Trader-ში უკვე ხელმისაწვდომია აქტივების კლასების დიდი არჩევანი, როგორებიცაა: აქციები, ETF-ები, ფონდები, ობლიგაციები, CFD-ები, ოფციონები, FX. ამით ინვესტორებს შესაძლებლობა აქვთ, პორტფელი მრავალფეროვანი აქტივებით დააკომპლექტონ და მეტად მოქნილი გადაწყვეტილებები მიიღონ.

კიდევ ერთი ბენეფიტი, რომლითაც გალტ & თაგარტის მომხმარებლებს სარგებლობა შეუძლიათ, გახანგრძლივებული სავაჭრო საათებია, რადგან განახლების შედეგად, მომხმარებელი ამერიკულ აქციებსა და ETF-ებზე ტრანზაქციების 24 საათიან რეჟიმში განხორციელებას შეძლებს.

მორიგი სიახლეა ისიც, რომ პირველად G&T Trader-ის პლატფორმაზე ხელმისაწვდომია წილადობრივი აქციები და ETF-ები ამერიკულ ბირჟებზე, ასევეწილადობრივი ობლიგაციები

კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდა პლატფორმის ინტერფეისისასურველი ფუნქციონალების საჭიროებისამებრ მორგება და ინტერფესის გადაწყობა ახლა უკვე მარტივადაა შესაძლებელი

პლატფორმას ბაზრის ტენდენციებზე დროულად რეაგირებისთვის დაემატა კვლევითი ინსტრუმენტები. G&T Trader-ის მეშვეობით ასევე შესაძლებელია აქციების გაფილტვრა ამა თუ იმ კრიტერიუმის მიხედვით და სავაჭრო ინსტრუმენტების შესახებ სიღრმისეული ინფორმაციის მიღება.

აქციების გრაფიკების ანალიზისთვის პლატფორმას ასევე დაემატა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ინსტრუმენტი — Trading View. 

აღსანიშნავია, რომ განახლებული ფუნქციონალები და ინსტრუმენტები ხელმისაწვდომი გახდა საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Global Trading Network-თან პარტნიორობით. თითოეული ფუნქციონალი კი მიზნად ისახავს ინვესტორებისთვის დამოუკიდებლად ვაჭრობის გამოცდილების კიდევ უფრო გაუმჯობესებას. 

გალტ & თაგარტის პლატფორმაზე შესვლა შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობიდან როგორც ვებზე, ისე მობილური აპლიკაციის საშუალებით (IOS & Android);

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს https://galtandtaggart.com/brokerage/

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი კომპანია მუდმივად ფიქრობს სიახლეების დანერგვაზე, ბრენდის განვითარებაზე - ხის ნახშირი "თაკარა"

15.05.2025.18:00

თაკარაარის პრემიუმ ხარისხის ხის ნახშირის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა და ქიმიური დანამატების გარეშე დამზადებულ პროდუქტს. კომპანიაში არსებულ სიახლეებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, Business Insider Georgia “თაკარასდამფუძნებელს რევაზ ხოსიტაშვილს ესაუბრა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

კომპანიისათვის და არა მარტო კომპანიისთვის, არამედ მთლიანად ქართული ბაზრისთვის სიახლეს წარმოადგენს ჩვენი ინოვაციური პროდუქტი, ხის ნახშირი "თაკარა". იგი არის სპეცალიზირებულ, ქაღალდის ყუთებში დაფასოებული მუხის ხის ნახშირი. "თაკარას" უნიკალურობა მისი სწრაფად გაღვივების თვისებაში გამოიხატება. ის უსიამოვნო პროცესი, რაც ნახშირის გაღვივებას უკავშირდება, "თაკარა"-ს შემთხვევაში საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას, რადგან სწორედ ყუთის დახმარებით, ცეცხლის მხოლოდ ერთი მოკიდებითაა შესაძლებელი ნახშირის წვა და გაღვივება. გაღვივებული ნახშირი კი, იმდენად დიდხანს იწვის, რომ დაახლოებით 5 კგ ხორცის შეწვის საშუალებას იძლევა.

როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?

მიმდინარე ეტაპზე კომპანიის ასრტიმენტი მოიცავს: ყუთის ნახშირს, ტომრის ნახშირს და წალამს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაგვემატა და უკვე სარგებლობს დიდი მოთხოვნითმას, არსებული სხვა მომწოდებლების წალამისგან განსხვავებული შეფუთვა აქვს, არის გამომშრალი და დაპრესილი. მისი თითოეული შეკვრის წონა 5-7 კგ-ია და შეუძლია დაახლოებით 3-4 კგ ხორცის შეწვა. წალამი ნამდვილად არის ბუნებრივი არომატი თქვენი მწვადისათვის.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

კომპანიის კონკურენტული უპარატესობა პირველ რიგში არის თავად ნახშირის ხარისხი, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიით არის დამზადებული და განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს შემწვარ ხორცს. ასევე ყუთი, რომელიც როგორც აღვნიშნე სიახლეა ქართული ბაზრისათვის. მისი იდეა დაპატენტებული გვაქვს და ნამდვილად ბევრად ამარტივებს მწვადის შეწვის პროცესს. რაც შეეხება წალამის უპირატესობას, იგი გროვდება სპეციალური წალამის შესაგროვებელი სპეც-ტექნიკის საშუალებით, რომელიც თავად პრესავს წალამს, შემდეგ კი ხდება მისი გამოშრობა და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მისი მაღაზიებში განაწილება.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

ჩვენი კომპანია მუდმივად ფიქრობს სიახლეების დანერგვაზე, ბრენდის განვითარებაზე. არ ვჩერდებით და მომავლის გეგმებიც ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი გვაქვს. "თაკარას" ბრენდის ქვეშ, უახლოეს მომავალში, აუცილებლად შეხვდებით საინტერესო და ინოვაციურ პროდუქტებს, რომლებიც სასიამოვნოდ გაგაოცებენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა