გალტ & თაგარტმა ელექტროენერგიის სექტორის კონფერენციას უმასპინძლა და ახალი კვლევა წარადგინა
გალტ & თაგარტმა ელექტროენერგიის სექტორის კონფერენცია გამართა, რომელიც დარგის წამყვანი კომპანიებისა და მარეგულირებელი სტრუქტურების ჩართულობით წარიმართა და 400 მონაწილეს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში გალტ & თაგარტმა წარმოადგინა ახალი კვლევა, რომელიც მიმოიხილავს ელექტროენერგიის გენერაციის, მოხმარებისა და ფასების ტენდენციებს, ექსპორტის შესაძლებლობებს და ყველა იმ ძირითად საკითხს, რაც სექტორში ინვესტირებისას უნდა იყოს გათვალისწინებული.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო თემატური პრეზენტაციები ქსელის განვითარებასა და შავი ზღვის გადამცემი ხაზის პროექტზე, რომელზეც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრებმა ისაუბრეს, ხოლო ბაზრის რეფორმის მიმდინარეობაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია სექტორის აქტუალურ საკითხებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. ამ დისკუსიაში მონაწილეობდნენ პირველი ვიცე-პრემიერი - ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრი, სემეკ-ის თავმჯდომარე, საქართველო-ურბან ენერჯის გენერალური დირექტორი და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
“ინვესტორებისთვის კრიტიკულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რაც პირდაპირ აისახება პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე. სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი კონფერენცია — სიღრმისეული ანალიზის წარდგენასა და დარგში არსებულ გამოწვევებზე დიალოგს. ბოლო პერიოდში იზრდება ინტერესი ქარისა და მზის ენერგიის მიმართ, რაც დეტალურად აისახა ჩვენს კვლევაში. კვლევაში განხილულია როგორც ტექნიკური და ეკონომიკური ასპექტები, ასევე ის კრიტიკული საკითხები, რომლებიც ენერგოსისტემის სტაბილურობასა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას განსაზღვრავს,“ — აღნიშნა გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
20.06.2025.20:11
დეველოპერულმა კომპანია „თეთრმა კვადრატმა“ ოფიციალურად წარადგინა ქი ქარდი - მობინადრეებისთვის განკუთვნილი ლოიალობის ბარათი.
ქი ქარდი არის ბარათი, რომელიც ცხოვრების ახალ სტანდარტს და პრივილეგიებით სავსე ეკოსისტემას ქმნის თეთრი კვადრატის მობინადრეებისთვის.
ბარათის წარდგენის ღონისძიებას ესწრებოდნენ “თეთრი კვადრატის” და წამყვანი პარტნიორი ბრენდების წარმომადგენლები, რომლებიც უკვე ჩაერთნენ ლოიალობის პროგრამაში.
ღონისძიების ფარგლებში “თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ბურდილაძემ სტუმრებს სიტყვით მიმართა:
„ჩვენთვის ქი ქარდი მხოლოდ ბარათი არ არის — ეს არის ცხოვრების ახალი სტილის სიმბოლო. თეთრ კვადრატში ბინის შეძენა ნიშნავს არა მხოლოდ უძრავი ქონების შეძენას, არამედ ცხოვრების ხარისხის ახლებურ განმარტებას. ‘ქი ქარდი’ წარმოადგენს ამ ხედვის გაგრძელებას — ეს არის გასაღები იმ ეკოსისტემაში, სადაც პრემიუმ გამოცდილება ყოველდღიურობის ნაწილია. თეთრი კვადრატი არის დეველოპერული სივრცე, რომელიც არა მხოლოდ აშენებს, არამედ ქმნის — აყალიბებს სტილს, კულტურასა და გემოვნებას.“
პროგრამაში გაერთიანებულია 50-მდე წამყვანი ბრენდი სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის:
„ქი ქარდი“ ერთგვარი პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სივრცეს, გამოცდილებასა და ღირებულებებს — ქმნის გარემოს, სადაც მობინადრის საჭიროებები, გემოვნება და ცხოვრების სტილი სრულად ეხმიანება თეთრი კვადრატის ხედვას.
ბარათი ხელმისაწვდომია კომპანიის მობინადრეებისა და პარტნიორებისთვის და ბენეფიტების მიღება შესაძლებელია ბარათის წარდგენისთანავე.
„ქი ქარდი“ — ახალი ცხოვრების გასაღები თეთრი კვადრატისგან.