გალტ & თაგარტის თრეიდინგის ჩემპიონატი დაიწყო – საპრიზო ფონდია $20,000
გალტ & თაგარტი საფონდო ბირჟებზე ინვესტირებით დაინტერესებული მომხმარებლების წახალისებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, თრეიდინგის ჩემპიონატი ოფიციალურად დაიწყო.
გალტ & თაგარტის ონლაინ სავაჭრო პლატფორმა GTtrader.ge-ზე მონაწილეები უკვე რეალურ საბაზრო პროცესებში ჩაერთნენ და საერთაშორისო საფონდო ბაზრებზე საკუთარი სტრატეგიების გამოცდაც დაიწყეს.
ჩემპიონატი 22 ნოემბრამდე გაგრძელდება და მისი მთავარი გამოწვევა ყველაზე მაღალი პროცენტული მოგების მიღწევაა. მონაწილეები მინიმუმ $500-ის საწყისი კაპიტალით ასპარეზობენ. ყოველდღიურად განახლებადი ლიდერბორდის საშუალებით კი საკუთარ შედეგებს თვალს ადევნებენ.
საპრიზო ფონდი ჯამში $20,000-ია, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდება:
• I ადგილი – $10,000
• II ადგილი – $5,000
• III ადგილი – $3,000
• ორი ყველაზე აქტიური თრეიდერი – $1,000
„თრეიდინგის ჩემპიონატი ძალიან კარგი შესაძლებლობაა ყველასთვის, ვისაც სურს, საერთაშორისო საფონდო ბაზრებზე საკუთარი სტრატეგიები გამოცადოს. GTtrader.ge კი არის პლატფორმა, რომელიც სრულად მორგებულია ინვესტორების საჭიროებებზე და მონაწილეებს ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობის რეალურ გამოცდილებას აძლევს. მოხარული ვართ, რომ ჩემპიონატის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა, ჩვენ მომავალში არაერთ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ მომხმარებლებს,” – აცხადებს დავით ნიშნიანიძე, გალტ & თაგარტის საბროკერო დეპარტამენტის დირექტორი.
ჩემპიონატის მიმდინარეობასა და შედეგებზე თვალის მისადევნებლად ეწვიეთ GTtrader.ge-ს.
სხვა სიახლეები
სილქ როუდ ჯგუფ ჰოლდინგმა წარმატებით განათავსა თავისი პირველი საერთაშორისო 400 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები
30.10.2025.16:30
Ევროობლიგაციების Ყველაზე მსხვილი ემისია საქართველოს კერძო სექტორის ისტორიაში.
სილქ როუდ ჯგუფ ჰოლდინგმა წარმატებით განათავსა თავისი პირველი საერთაშორისო 400 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები, რაც ყველაზე მსხვილი ემისიაა ქვეყნის კერძო სექტორის ისტორიაში.
5-წლიანი ობლიგაციები განთავსდა ირლანდიის ბირჟაზე, წლიური 7.5%-იანი განაკვეთით, რაც ბოლო წლებში კერძო კორპორატიული ემიტენტის ყველაზე კონკურენტუნარიან მაჩვენებელს წარმოადგენს.
ემისიის პროცესს ხელმძღვანელობდნენ J.P. Morgan და UBS, ხოლო თანაწამყვანი მენეჯერები იყვნენ თიბისი კაპიტალი, გალტ & თაგარტი და Oppenheimer.
"ვამაყობთ, რომ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე გავედით ინვესტორების ასეთი ძლიერი მხარდაჭერით. ობლიგაციებზე მოთხოვნამ 3-ჯერ გადააჭარბა ემისიის მოცულობას და მიაღწია 1.3 მილიარდ დოლარს, რაც ნათლად ასახავს საერთაშორისო ინვესტორების ნდობას სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგის და განვითარების სტრატეგიის მიმართ” - გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი.