გალტ & თაგარტის გუნდის წევრებმა ენერგეტიკის ფორუმზე გამოცდილება გააზიარეს
თბილისში, GREDA-ს და Expo Georgia-ს ორგანიზებით, მაღალი დონის საერთაშორისო ენერგეტიკული გამოფენა და ფორუმი გაიმართა. ფორუმის მთავარი თემა საქართველოსა და მსოფლიოში ენერგეტიკის ლიდერებს შორის კავშირების გაძლიერება იყო. ღონისძიებაში გალტ & თაგარტის კაპიტალის ბაზრების და კვლევების დეპარტამენტის მიმართულების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაზე გალტ & თაგარტის კაპიტალის ბაზრების მიმართულების უფროსმა, ვანო კიკვილაშვილმა კაპიტალის ბაზრის მეშვეობით განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებაზე იმსჯელა. მან პრეზენტაციაში ყურადღება გაამახვილა იმ კრიტერიუმებზე, რომელთა დაკმაყოფილება მწვანე დაფინანსების მოსაპოვებლად არის საჭირო. ასევე, სპიკერმა განიხილა განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსების ალტერნატიული გზები.
ფორუმზე გაიმართა დისკუსია ენერგეტიკული პროექტების მწვანე ტრანზიციის დაფინანსებაზე, რომლის მოდერატორი გალტ & თაგარტის ენერგეტიკის სექტორის უფროსი, მარიამ ჩახვაშვილი იყო. მონაწილეებმა ენერგეტიკული პროექტების დაფინანსების ინსტრუმენტები, მათ განხორციელებასთან დაკავშირებული პროცესები და რისკები. ამასთანავე, ზოგადად, საქართველოს ენერგეტიკული და ფინანური ბაზრების პოტენციალი განიხილეს. დისკუსიის დროს ხაზი გაესვა გარემოსდაცვითი, სოციალური და ტექნიკური ასპექტების სწორად მართვის აუცილებლობას და გამოჩნდა საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან სექტორის მიმართ მაღალი ინტერესი. დისკუსია ფინანსურ და ენერგეტიკის სექტორებში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ლიდერი კომპანიების წარმომადგენლებს შორის გაიმართა.
ფორუმში მონაწილეობდნენ განახლებადი ენერგიის დეველოპერები, ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები, ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლები, ფინანსური ორგანიზაციები როგორც საქართველოდან, ასევე მთელი მსოფლიოდან და სხვა. ფორუმის პარალელურად გაიმართა გამოფენა, სადაც საერთაშორისო ბრენდებმა დამსწრეებს სექტორის უახლესი მიღწევები და ინოვაციები წარუდგინეს.
სხვა სიახლეები
საქართველომ წარმატებით დანერგა აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის კლასიფიკაციის პირველადი რეიტინგი - ICAO-ს რეგიონული ოფიცერი
12.11.2025.14:58
თბილისში, სასტუმრო ,,ტელეგრაფში“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) მასპინძლობით სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის - ICAO-ს რეგიონული შეხვედრა მეორე დღეა მიმდინარეობს. ICAO-ს სამუშაო შეხვედრა, რომელიც კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით მიმდინარეობს, მიზნად ისახავს აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლებისთვის საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიან დანერგვას.
ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის აეროდრომებისა და საჰაერო ნავიგაციის მიწისზედა სისტემების რეგიონული ოფიცერს, ჰათემ ოუსლეთის განცხადებით, ICAO-ს მოთხოვნების შესაბამისად, საქართველომ წარმატებით დანერგა აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის კლასიფიკაციის პირელადი რეიტინგი.
,,მოხარული, ვარ რომ ვიმყოფები თბილისში, ICAO-ს რეგიონულ შეხვედრაზე, რომელიც ეარბასთან კოლაბორაციითა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მასპინძლობით იმართება.
რეგიონულმა შეხვედრამ თბილისში, შეკრიბა იკაოს წევრი ქვეყნებიდან 19 ქვეყნის 32 წარმომადგენელი. ვორქშოფი აეროდრომის ხელოვნური საფარის შეფასების ახალი სისტემის დანერგვას ეხება.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ წარმატებით დანერგა ახალი შეფასების სისტემის პირველადი რეიტინგი, რომელიც საშუალებას იძლევა უფრო ზუსტად და ერთიანი საერთაშორისო სტანდარტით განისაზღვროს აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკისა და ბაქანის დატვირთვის შესაძლებლობები სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდებისთვის , - ‘’აცხადებს ჰათემ ოუსლეთი.
ორდღიან ვორქშოფზე მონაწილეები საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ICAO) 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართს (ICAO Annex 14) განიხილავენ. რომელიც აეროპორტების დიზაინსა და ოპერირების სტანდარტებს ეხება. ასევე, ICAO-ს მიერ ცოტა ხნის წინ, აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის კლასიფიკაციის რეიტინგის ახალ სისტემას, რომლის ეეფექტიანი დანერგვა მსოფლიოს აეროპორტებში სავალდებულო ხდება.
ღონისძიებაში ქართული მხრიდან საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საქაერონავიგაციის და TAV Georgia-ს წარმომადგენლები ესწრებიან.