გალტ & თაგარტის გუნდის წევრები ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობენ
საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ბანკის, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი, გიორგი კუპრაშვილი, დირექტორის მოადგილე, ქეთევან თოიძე და კაპიტალის ბაზრების სამსახურის უფროსი, ვანო კიკვილაშვილი აზიის განვითარების ბანკის მიერ გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაში იღებენ მონაწილეობას. აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 58-ე ყოველწლიური შეხვედრა 4-7 მაისს, მილანში იმართება. ღონისძიება მასპინძლობს მსოფლიოს მასშტაბით წამყვან ფინანსურ ორგანიზაციებს, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, საინვესტიციო ბანკირებს, ეკონომისტებს და ა.შ.
გალტ & თაგარტის გუნდის წევრები მაღალი დონის შეხვედრებს, პანელურ დისკუსიებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს ესწრებიან, სადაც შესაძლებლობა აქვთ, საერთაშორისო პარტნიორებთან და წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთონ დისკუსიებსა და ნეთვორქინგ სესიებში.
„გალტ & თაგარტის მონაწილეობა აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებაში ხაზს უსვამს ჩვენს ძალისხმევას, დავამყაროთ ძლიერი საერთაშორისო კავშირები და გავამტკიცოთ ჩვენი, როგორც წამყვანი საინვესტიციო ბანკის პოზიციები რეგიონში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, საერთაშორისო პარტნიორებს გალტ & თაგარტის მრავალწლიანი გამოცდილება და პრაქტიკა გავუზიაროთ“, — აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.
„აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ ტენდენციებზე, ფინანსურ თუ საინვესტიციო საკითხებზე დიალოგისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ღონისძიებაზე შესაძლებლობა გვაქვს, კიდევ უფრო გავაღრმაოთ კავშირები საერთაშორისო ინსტიტუტებთან. ამასთანავე, მივიღოთ ინფორმაცია ინდუსტრიის პრიორიტეტებსა და დინამიკაზე“, — აცხადებს ქეთევან თოიძე, გალტ & თაგარტის დირექტორის მოადგილე.
ცნობისთვის, აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრა ორგანიზაციის პარტნიორ ქვეყნებსა და ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს, ურთიერთობები გააძლიერონ მთავრობებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი მიზანი მაღალხარისხიანი, ხელნაკეთი, ტერუარული ღვინოების წარმოებაა - მეღვინეობა პი • Winery PI
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
07.05.2025.23:00
ბრუნვის მოცულობის მიხედვით სასტუმროების TOP 5 ცნობილია. Business Insider Georgia-მა საქსტატიდან 2024 წლის ბრუნვის მიხედვით, სასტუმროების ტოპ 5 საწარმო გამოითხოვა.
მას ასე, საქსტატის მიხედვით, 2024 წელს ყველაზე მეტი ბრუნვა შემდეგმა სასტუმროებმა აჩვენეს:
შპს ლოპოტა
შპს პარაგრაფ შეკვეთილი
შპს აჭარა ჯგუფი
შპს ჯი-ემ-თი სასტუმროები
შპს ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
ვინ არიან კომპანიებს მფლობელები:
შპს ლოპოტა: რეგისტრაციის თარიღია 27/12/2016. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შპს ლოპოტა ინვესტმენტი. კომპანიის დირექტორი კი არის გიორგი ქევანიშვილი.
შპს პარაგრაფ შეკვეთილი: რეგისტრაციის თარიღია 22/03/2018. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ბა ბლექ სი რიზორთსი. კომპანიის დირექტორია ფარვიზ იურჩიკი.
შპს აჭარა ჯგუფი: რეგისტრაციის თარიღია 19/05/2023. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შპს აჭარა ჯგუფის ჰოლდინგი. კომპანიის დირექტორია ნატო ჯაფარიძე.
შპს ჯი-ემ-თი სასტუმროები: რეგისტრაციის თარიღია 18/09/1996. კომპანიის 80%-იანი წილის მფლობელია ოტელ თბილისი ჰოლდინგ კომპანი, ხოლო 20%-იანის ჯი ემ თი უძრავი ქონება.
შპს ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი: რეგისტრაციის თარიღია 09/08/2010. კომპანიის მესაკუთრეები არიან შპს სილქ რიალ ისთეით და სილქ როუდ გრუპ. კომპანიის დირექტორია ლევან გაჩეჩილაძე.