მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7069.8
-0.0029
flag
AZN 1.5957
-0.0001
flag
CNY 37.786
-0.0044
flag
EUR 3.1511
-0.0192
flag
GBP 3.635
-0.0167
flag
KZT 51.44
-0.0016
flag
TRY 0.0674
-0.0001
flag
USD 2.7127
-0.0011

გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა ADB-ის შეხვედრაზე საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების გამოცდილება გააზიარა

news image

საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ბანკის, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა, აზიის განვითარების ბანკის მიერ გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. 

აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 58-ე ყოველწლიური შეხვედრა 4-7 მაისს, მილანში გაიმართა. იგი მსოფლიოს მასშტაბით წამყვან ფინანსურ ორგანიზაციებს, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, საინვესტიციო ბანკირებსა და  ეკონომისტებს მასპინძლობდა. შეხვედრის წლევანდელი თემატიკა იყო „გამოცდილების გაზიარება, ხვალინდელი დღის მშენებლობა“.

გიორგი კუპრაშვილმა პანელურ დისკუსიაზე „Revolutionizing the Capital Markets: The Race for Sustainability in Emerging Economies“ კაპიტალის ბაზრების განვითარებასთან დაკავშირებით გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა. დისკუსია  გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის (ESG) თემატიკას შეეხებოდა და მიმოიხილავდა განვითარებად ეკონომიკებში კაპიტალის ბაზრების როლს ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებაში.

“ჩემთვის დიდი პატივია, მქონოდა შესაძლებლობა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ბაზრის გამორჩეულ ლიდერებთან ერთად, მაღალი დონის გლობალურ ფორუმზე  მიმეღო მონაწილეობა. გალტ & თაგარტში გვჯერა, რომ კაპიტალის ბაზრების ტრანსფორმაცია მდგრადობისკენ არა მხოლოდ გლობალური ტენდენცია, არამედ, განვითარებადი ეკონომიკების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა. საამაყოა, რომ ჩვენი საქმიანობით ქვეყანასა და რეგიონში ამ მიმართულების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს. პანელურ დისკუსიაზე საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებით, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით ჩვენს ძალისხმევას, განვავითაროთ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრები და განვამტკიცოთ წამყვანი საინვესტიციო ბანკის პოზიციები რეგიონში,“ - აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.

ცნობისთვის, აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრა ორგანიზაციის პარტნიორ ქვეყნებსა და ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს, ურთიერთობა განამტკიცონ მთავრობებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრები აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში ეკონომიკური და სოციალური განვითარების საკითხების განხილვის მთავარ ფორუმად იქცა. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image GELi-ს ორგანიზებით, მასწავლებლებისთვის ტრენინგების სერია „როგორ ვასწავლოთ ეკონომიკა“ გაიმათა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16.07.2025.18:35

ეკონომიკური ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ორგანიზაცია GELi-ს (საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა) ინიციატივით ტრენინგების სერია „როგორ ვასწავლოთ ეკონომიკა“ გაიმართა. მასში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 120-მდე მასწავლებელმა მიიღო. 

ტრენინგების ფარგლებში, მონაწილეები ეცნობოდნენ ეკონომიკის სწავლების ინოვაციურ მიდგომებს, ციფრულ ინსტრუმენტებს და მათი გამოყენების მეთოდებს (როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, Kahoot, GooseChase და სხვ.). ამასთან, ტრენინგი მოიცავდა ფინანსურ-ეკონომიკური თამაშებისა და აქტივობების დაგეგმვასა და  მათ ეფექტურად განხორციელებას. 

ტრენინგები ხუთ ნაკადად გაიმართა:

  • 2 სესია ფიზიკურ ფორმატში ჩატარდა (Radisson RED-ში);
  • 1 სესია ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა;
  • 2 სესია კი ონლაინ, Zoom პლატფორმაზე. 

ინიციატივაში მონაწილე მასწავლებლები იღებდნენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ სწავლობდნენ მიღებული ინფორმაციის პრაქტიკულ გამოყენებას და ერთვებოდნენ ინტერაქციულ აქტივობებში. მათ მიეცათ როგორც წვდომა სასწავლო რესურსებზე, ასევე შესაძლებლობა,  კონსულტაციები მთელი წლისგანმავლობაში გაიარონ მოწვეულ ეკონომისტებთან და მასწავლებლებთან. 

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა