მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7110.4
0.047
flag
AZN 1.6025
0.0097
flag
CNY 38.279
0.024
flag
EUR 3.1999
0.026
flag
GBP 3.6632
0.0258
flag
KZT 49.62
0.0025
flag
TRY 0.0655
0.0004
flag
USD 2.7252
0.0164

გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ნიკორამ 60 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა

news image

სს “ნიკორამ“, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 120 მილიონიანი პროგრამის ფარგლებში, პირველი ტრანშის სახით 60 მილიონი ლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ობლიგაციების  საპროცენტო განაკვეთად სამ თვიან TIBR-ს პლიუს 3.50%, ხოლო ვადად 5 წელი განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციების ინვესტორერთა წრე მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც კერძო ინვესტორებს, ასევე ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს და საქართველოს საპენსიო ფონდს. ობლიგაციებით მოზიდულ სახსრებს კი კომპანია კაპიტალური დანახარჯებისთვისა და არსებული ობლიგაციების რეფინანსირებისთვის გამოიყენებს.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფში შემავალი სს„ნიკორა ტრეიდი“ არის პირველი კომპანია ვაჭრობის სფეროში, რომელმაც 2016 წელს, გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციები, ადგილობრივ ბაზარზე წარმატებით გამოუშვა.

 „მოხარულები ვართ, რომ განხორციელდა კიდევ ერთი წარმატებული ემისია. წლების განმავლობაში „ნიკორა ჯგუფი“ ინარჩუნებს სანდოობის მაღალ დონეს მომხმარებლებსა და ინვესტორთა შორის, რაც წლიდან წლამდე მის სტაბილურ და დინამიურ ზრდაში გამოიხატება. ჩვენ ვახორციელებთ ინტენსიურ ინვესტირებებს საწარმოო სიმძლავრეების, საცალო ქსელის და ლოგისტიკის განვითარების მიმართულებებით, საკვები პროდუქტების მიწოდების ჯაჭვის ინტეგრაციის და ეფექტურობის ზრდის მიზნით. გვინდა მადლობა გადავუხადოთ გალტ & თაგარტს გაწეული სამუშაოსთვის და ვიმედოვნებთ, რომ მოგვეცემა საშუალება კიდევ მრავალი წარმატებული ტრანზაქცია განვახორციელოთ ერთობლივად“ - აცხადებს ირაკლი ბოქოლიშვილი, სს „ნიკორას“ გენერალური დირექტორი.

„ნიკორას ჯგუფთან პარტნიორობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის – სწორედ გალტ & თაგარტის ხელშეწყობით, წლების წინ კომპანიამ პირველი ობლიგაციები განათავსა. ვამაყობთ, რომ ნიკორა ზრდისა და განვითარების გზაზე კვლავაც ჩვენი პარტნიორია და დარწმუნებული ვართ, ერთად, მომავალშიც მრავალ საინტერესო ტრანზაქციას შევთავაზებთ ბაზარს. ინვესტორების დივერსიფიცირებული წრე კომპანიისადმი მაღალ სანდოობაზე 

მეტყველებს და ვულოცავთ ნიკორას კიდევ ერთ წარმატებულ ტრანზაქციას“, - აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.

ნიკორა ჯგუფი ქვეყნის მასშტაბით კვების ინდუსტრიაში ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და საცალო მოვაჭრეა. იგი 1998 წელს დაარსდა. კომპანიის ჯგუფში შემავალი კომპანიები საცალო ვაჭრობის, კვების პროდუქციის წარმოების, სასმელების და ნედლეულის იმპორტისა და დისტრიბუციის მიმართულებით ოპერირებენ. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „პარაგრაფ თაბორი“ არის უნიკალური კომპლექსი, რომელიც თავისი ადგილმდებარეობით, არქიტექტურით, კონცეფციითა და იერსახით წარმოადგენს სივრცის საუკეთესოდ განვითარების ნიმუშს - მარიამ ქვრივიშვილი

30.09.2025.23:28

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სასტუმრო „პარაგრაფ თაბორის“ საზეიმო გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და ხელისუფლების და კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.
სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს“ კიდევ ერთი გამორჩეული პროექტის განხორციელებისთვის და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა როგორც დედაქალაქის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში.
„ეს არის უნიკალური კომპლექსი, რომელიც თავისი ადგილმდებარეობით, არქიტექტურით, კონცეფციითა და იერსახით წარმოადგენს სივრცის საუკეთესოდ განვითარების ნიმუშს. ბოტანიკური ბაღის სიახლოვეს მდებარე სასტუმრო უნიკალურია მასთან დამაკავშირებელი საბაგირო გზით, გოლფის კლუბითა და მოედნით, რომელიც თბილისს განსაკუთრებულ ხიბლს შემატებს. „პარაგრაფ თაბორი“ უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებაში და მყარად დაამკვიდრებს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, „პარაგრაფ თაბორ“ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია, რომლის ღირებულებამ 500 მლნ ლარს გადააჭარბა, შექმნა ასობით ახალი სამუშაო ადგილი და სტაბილური დასაქმების კერა გააჩინა. ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ის მაღალი სტანდარტი, რომელიც პარაგრაფის კომპლექსის ოპერირებას სჭირდება, ხელს უწყობს ქვეყანაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და შრომის ბაზრის მიზნობრივ განვითარებასაც.
„საქართველო და თბილისი მრავალფეროვანი, დივერსიფიცირებული ეკონომიკისა და კულტურის მატარებელია და ჩვენც ყველა მიმართულებით თანმიმდევრულ განვითარებაზე ვზრუნავთ. ამგვარმა მიდგომამ მოგვცა სწორედ ის ეკონომიკური ზრდა, რითიც ჩვენი ქვეყანა ლიდერობს ევროპის, ისევე როგორც რეგიონის ქვეყნებს შორის. ხელისუფლების ეფექტური პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს ვზეიმობთ რეკორდულ მონაცემებს ჩვენი ქვეყნის არაერთ დარგში, მათ შორის ტურიზმის ინდუსტრიაში. გასულ წელს ქვეყანამ რეკორდული 4,4 მლრდ დოლარი მიიღო მხოლოდ ტურიზმის ინდუსტრიიდან - რეკორდულია მგზავრთნაკადი, რადგან რეკორდულია ავიაკომპანიებისა და პირდაპირი ფრენების შესრულების რაოდენობა. ეს ცხადყოფს ხელისუფლების სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, ტურიზმის სექტორისა და მათ შორის, ტრანსპორტის ინდუსტრიის განვითარებაში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპს ერთის მხრივ ფეხს უწყობს და ამავე დროს განაპირობებს ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიც „პარაგრაფ თაბორია“.
„დღეს არსებული დინამიკა და ვითარება ჯერ კიდევ წლების წინ განჭვრიტა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც თბილისში „პანორამის“ რამდენიმე საფეხურიან მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგად კი მივიღეთ სრულიად ორგანული და ბუნებრივი შედეგი, რაც საუკეთესოდ ჩაეწერა ქალაქისა და ქვეყნის განვითარების პროცესში. ჩემგან ზედმეტია იმის თქმა, თუ რამხელაა ბატონი ბიძინას დამსახურება არა მხოლოდ მასშტაბური პროექტების განვითარების პროცესში, არამედ მთელი ქვეყნის სწორი განვითარებისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ახალი კომპლექსი ეპოქის სიმბოლო გახდება, როგორც საქართველოს გონივრული, მშვიდობიანი და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკის გამოხატულება და ადგილი, რომელიც ღირსეულად წარადგენს ჩვენს ქვეყანას ჩამოსული სტუმრების და საერთაშორისო მოგზაურების წინაშე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა