Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა - ტურიზმის შემოსავლები წლის ბოლოს დაჩქარდა
გასულ კვირაში საქართველოს ეკონომიკაში ზრდის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიგნალი გამოიკვეთა - ტურიზმში, საგარეო ვაჭრობასა და ფინანსურ ბაზრებზე. გალტ & თაგარტის კვირის მიმოხილვა ასახავს,როგორ შეიცვალა ძირითადი ტენდენციები წლის ბოლოსკენ.
ტურიზმის შემოსავლები: ზრდა მოლოდინს აღემატება
2025 წლის მე-4 კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 9.2%-ით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, ტურიზმის შემოსავლები 4.7 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა 2025 წელს, რაც მცირედით აღემატება გალტ & თაგარტის პროგნოზს.
2026 წელს, გალტ & თაგარტი ტურიზმის შემოსავლების 5.0 მლრდ აშშ დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს.
საგარეო ვაჭრობა: ექსპორტი და იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა
2025 წლის დეკემბერში საქონლის ექსპორტი წლიურად 22.5%-ით გაიზარდა და 673.2 მლნ აშშ დოლარიშეადგინა, რაც ძირითადად ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ განაპირობა. საქონლის იმპორტი წლიურად8.5%-ით გაიზარდა 1.8 მლრდ აშშ დოლარამდე, რაც ძირითადად კაპიტალური საქონლის, საწვავის, სამრეწველო და საკვები პროდუქტების იმპორტის ზრდამ განაპირობა.
საერთო ჯამში, 2025 წელს საქონლის ექსპორტი 7.3 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი 18.5 მლრდ აშშდოლარი იყო - ორივე მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა.
ფულადი ბაზარი: მაღალი მოთხოვნა ნარჩუნდება
20 იანვარს ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ფასიანი ქაღალდების 1 აუქციონი ჩაატარა. მაღალი ინტერესის ფონზე მოთხოვნამ შეთავაზებას მნიშვნელოვნად გადააჭარბა და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი შემცირდა.
სხვა სიახლეები
„იონას საფუტკრე“ 2026 წელს ახალი მაღაზიის გახსნას გეგმავს
26.01.2026.18:00
2025 წელს დადებითად შევაფასებდი, რადგან 2024 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად განვვითარდით , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „იონას საფუტკრე“-ს დამფუძნებელმა გიორგი იონათამიშვილმა განუცხადა.
„2025 წელს დადებითად შევაფასებდი, რადგან 2024 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად განვვითარდით და არსებულ ასორტიმენტს არაერთი ახალი პროდუქტი დავამატეთ, მათ შორის ნატურალური ცვილის სანთლები. ვცდილობთ, ვაწარმოოთ ყველა ის პროდუქტი, რომლის მიღებაც ფუტკრისგან არის შესაძლებელი. მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და მომხმარებლები მათ ხშირად სასაჩუქრედაც ყიდულობენ.
სკოლების მხრიდან მეფუტკრეობით დაინტერესება საკმაოდ დიდია. სწორედ ამიტომ ვგეგმავთ მასტერკლასების ჩატარებას ნატურალური სანთლების დამზადებაზე. მსურველებს სახელოსნოში ექნებათ შესაძლებლობა სანთლის შექმნის პროცესს დაესწრონ და თავადაც მონაწილეობა მიიღონ.
მომდევნო წლის მთავარი გეგმა კიდევ ერთი ახალი ფილიალის გახსნაა, რომელიც ლოკაციურად გლდანის, ვარკეთილის ან დიდი დიღმის ტერიტორიაზე განთავსდება. პარალელურად ვგეგმავთ ასორტიმენტის გაფართოებას “, - აცხადებს გიორგი იონათამიშვილი.
ცნობისთვის, „იონას საფუტკრის“ პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ სივრცეში, რომელიც მდებარეობს საბურთალოზე, ბუდაპეშტის 11 ნომერში.