Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა - 2026 წელი სავალუტო შემოდინებების პოზიტიური დინამიკით დაიწყო
გასულ კვირაში გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები აჩვენებს, რომ მიმდინარე წელი საკმაოდ კარგი სავალუტო შემოდინებებით დაიწყო, რაც ლარის გაცვლით კურსზე და ეკონომიკურ აქტივობაზე დადებით გავლენას ახდენს.
ფულადი გზავნილები: პოზიტიური დინამიკა იანვარში
2026 წლის იანვარში ფულადი გზავნილები წლიურად 16.6%-ით გაიზარდა და $282.6 მლნ შეადგინა. ზრდა დაფიქსირდა ყველა ძირითადი დონორი ქვეყნიდან. გალტ & თაგარტის პროგნოზით, 2026 წელს ფულადი გზავნილები $3.8 მლრდ-ს მიაღწევს, რაც $200 მლნ-ით ზრდაა 2025 წლის ფაქტიურ მაჩვენებელთან შედარებით.
საგარეო ვაჭრობა: 2026 წელი ექსპორტის მაღალი ზრდით დაიწყო
2026 წლის იანვარში ექსპორტის მკვეთრი ზრდის და იმპორტი შემცირების შედეგად, სავაჭრო დეფიციტი საგრძნობლად შემცირდა. იანვარში, ექსპორტმა $480 მლნ შეადგინა, იმპორტმა – $1.1 მლრდ, ხოლო სავაჭრო დეფიციტი $649 მლნ იყო. ამასთან, ექსპორტის გეოგრაფიულ სტრუქტურაში აღსანიშნავია ევროკავშირის მიმართულება, რომელზეც ექსპორტის 16.1% მოდიოდა და სადაც ექსპორტი წლიურად 45.4%-ით გაიზარდა. დსთ-ის ქვეყნებზე ექსპორტის 46.7% მოდიოდა, თუმცა ამ მიმართულებით 13.4%-იანი წლიური კლება აღინიშნა. სხვა ქვეყნებში ექსპორტმა მთლიანი მოცულობის 37.2% შეადგინა, რაც წლიურად თითქმის გაორმაგებულ დონეს წარმოადგენს.
უმუშევრობა: 2025 წელს უმუშევრობა 13.9%-ზე შენარჩუნდა
2025 წლის მე-4 კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.3% შეადგინა. შედეგად, 2025 წელს უმუშევრობის დონემ 13.9% შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით უცვლელია.
ფულადი ბაზარი: ძლიერი მოთხოვნა ნარჩუნდება
2026 წლის 17 თებერვალს ფინანსთა სამინისტრომ გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების ერთი აუქციონი ჩაატარა. მოთხოვნა შეთავაზებას 4.4-ჯერ აღემატებოდა, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 0.252 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
გალტ & თაგარტის კვირის ეკონომიკურ მიმოხილვას სრულად გაეცანით აქ.
დღის ტოპ 10 სიახლე
„თეგეტა მოტორსი“ 15 წლის ქართველი მრბოლელის, მათე კობახიძის 2026 წლის სარბოლო სეზონის მხარდამჭერია
სხვა სიახლეები
ბრენდის მთავარი კონკურენტული უპირატესობა ფრანგული შოკოლადის კულტურის ღრმა ცოდნა და პროფესიული ტექნიკის სრულყოფილი გამოყენებაა - L’autre Chocolat
23.02.2026.14:00
L'AutrE Chocolat ფრანგული ტექნოლოგიით შექმნილი შოკოლადის ბრენდია, რომელიც ბაზარზე ოპერირებს 2023 წლიდან. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელსა და შეფ-შოკოლატეს ზვიად ტოგონიძეს ესაუბრა.
-როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებელს?
L’autre Chocolat - არის ფრანგული ტექნოლოგიით შექმნილი შოკოლადის ბრენდი, რომლის წარმოება ხდება საქართველოში. ბრენდის ისტორია იწყება საფრანგეთში, სადაც ჩვენი დამფუძნებელი, ზვიად ტოგონიძე, პროფესიულად დაეუფლა შოკოლადის ხელოვნებას, სიღრმისეულად შეისწავლა მისი წარმოების ტექნოლოგია, ეს ცოდნა კი პრაქტიკით და საფრანგეთში მიღებული გამოცდილებით გაამყარა.

ზვიადმა პარიზშიც გახსნა არტიზანული შოკოლადის მაღაზია, სადაც ხელნაკეთი შოკოლადის კულტურის ნაწილი გახდა რაც გულისხმობს ხარისხის, გემოვნებისა და ესთეტიკის შერწყმას.
იმისთვის, რომ მრავალწლიანი გამოცდილება და ფრანგული ტრადიციით შექმნილი ნამდვილი შოკოლადის გემო ქართველ ხალხისთვისაც გაეცნო, 2023 წლის ბოლოს საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა L’autre-ს შოკოლადები.
სახელწოდება L’autre ფრანგულად ნიშნავს „სხვა“-ს, „განსხვავებულს“ და სწორედ ეს არის ბრენდის იდეაც: ჩვენი მიზანია საქართველოში შემოვიტანოთ “სხვა შოკოლადი”, აქამდე არარსებული - ნამდვილი, ავთენტური, ხელნაკეთი, ის, რაც გემოსთან ერთად ისტორიასაც ყვება.
L’autre Chocolat მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ხარისხის ხელნაკეთ შოკოლადებს, რომელიც აერთიანებს ფრანგულ ტექნოლოგიას, კლასიკურ შოკოლადის კულტურას და თანამედროვე დიზაინს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხარისხს, დეტალებსა და გემოვნურ ბალანსს.
-როგორია L’autre Chocolat-ის მიმდინარე ასორტიმენტი?
L’autre Chocolat-ის ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია.
მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც შავი, ასევე რძიანი ბელგიური და ფრანგული უმაღლესი ხარისხის შოკოლადის 20-ზე მეტი სახეობის ბონბონს სხვადასხვა გემოს შიგთავსით (თხილეულის პრალინეები, ლაიმის, მარაკუიას, ჟოლოს, ტონკას, ბერგამოტის ჩაის, ყავის და ილის კომბინაციის განაშები, კარამელები, ჟანდუია და ა.შ).

ასევე ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს ხელნაკეთ ტრიუფელებს, როშერებს, დიაბლუტანს მარშმელოუს მადაგასკარის ვანილით, მენდიანტებს და ა.შ.
შოკოლატერეაში სეზონურად იცვლება კოლექციები და შეფუთვები, თემატურად იცვლება სადღესასწაულო ფიგურები. გარდა საცალო მიმართულებისა, ვმუშაობთ კორპორატიულ შეკვეთებზეც. თითოეულ დამკვეთთან ერთად ვქმნით ინდივიდუალურ ასორტიმენტსა და შეფუთვის დიზაინს.
მომხმარებელს, ასევე საშუალება აქვს, შოკოლადის ფილაზე დაიტანოს პატარა, სასურველი მესიჯი და კიდევ უფრო განსაკუთრებული გადახადოს საჩუქარი.
ასორტიმენტი მუდმივად ვითარდება, ემატება ახალი გემოები, ტექსტურები და ვიზუალური კონცეფციები, რაც მომხმარებელს ყოველთვის ახალ გამოცდილებას სთავაზობს.
-რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
L’autre Chocolat-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის ფრანგული შოკოლადის კულტურის ღრმა ცოდნა და შოკოლადის ტექნიკის ფლობა, რაც ბრენდს საშუალებას აძლევს მომხმარებელს სრულიად ავთენტური გამოცდილება შესთავაზოს.
პროდუქციის შექმნისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნედლეულის ხარისხს -გამოყენებული შოკოლადი არის უმაღლესი ხარისხის და არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს, მათ შორის მცენარეულ ზეთებს, ასევე, ვცდილობთ მინიმალურად გამოვიყენოთ საკვები საღებავები, რაც მნიშვნელოვანია შოკოლადის ბუნებრივობისა და ავთენტურობის შესანარჩუნებლად.

L’autre Chocolat გამოირჩევა გემოების იდეალური ბალანსითა და უნიკალური არომატული კომბინაციებით. ბრენდი იყენებს იშვიათ ფრანგულ რეცეპტებსა და განსაკუთრებულ ინგრედიენტებს, როგორიცაა „მადაგასკარის“ ვანილი და „ტონკას“ მარცვალი, რაც საბოლოო პროდუქტს განსაკუთრებულ და დასამახსოვრებელ გემოს სძენს.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
L’autre Chocolat მუდმივად არტიზანულ პროცესშია, ქმნის ახალ რეცეპტებს, გემოებს და სახეობებს. ჩვენი მიზანია მომხმარებელს რეგულარულად შევთავაზოთ ტკბილი სიურპრიზები. უახლოეს მომავალში იგეგმება შოკოლადის ფილების და დრაჟეების დამატება. ასევე აქტიურად ვმუშაობთ დიაბეტური ხაზის შოკოლადზეც.
ზვიადს მუდმივი თანამშრომლობა აქვს ფრანგ შოკოლატეებთან. წელიწადში რამდენჯერმე იგი საფრანგეთში ჩადის, რათა ახალი გემოების შექმნის ტექნოლოგიებს დაეუფლოს, დაესწროს მასტერკლასებს, ივენთებს და „ლოტრესთვის“ ახალი ინსპირაციებით დაბრუნდეს.

„ლოტრე“ ცდილობს შექმნას ისეთი გამოცდილება, რომელიც შოკოლადს უბრალო დესერტზე ბევრად მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ყურადღებას ვუთმობთ სასაჩუქრე კულტურის განვითარებას. გვინდა, რომ ხარისხიანი ხელნაკეთი შოკოლადი იქცეს საჩუქრად, რომელიც უმნიშვნელოვნელო მომენტებსაც განსაკუთრებულს ხდის. სწორედ ამ მიმართულებით ვავითარებთ პერსონალიზებულ და თემატურ კოლექციებს, რომლებიც იდეალურად ერგება როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ საჩუქრებს.
ჩვენ გვინდა, რომ L’autre Chocolat მომხმარებლისთვის გახდეს ტკბილი სიურპრიზების და განსაკუთრებული ემოციების მუდმივი ნაწილი.