მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7069.8
-0.0029
flag
AZN 1.5957
-0.0001
flag
CNY 37.786
-0.0044
flag
EUR 3.1511
-0.0192
flag
GBP 3.635
-0.0167
flag
KZT 51.44
-0.0016
flag
TRY 0.0674
-0.0001
flag
USD 2.7127
-0.0011

გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის - თიბისის ახალი კამპანია

news image

როდესაც რაიმე გვსურს — ნივთი, მოგზაურობა, სწავლა, კარიერული წინსვლა — პირველი, რაც ხშირად გონებაში ჩნდება, შეკითხვაა - „საიდან მოვიტანო ამისთვის თანხა?“ - რადგან სურვილს თან სდევს ფინანსური წნეხი.

თიბისის ახალი კამპანია - „გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის“ გზავნილია, რომ შენი სურვილი ფუჭი ხარჯვა კი არაა, არამედ მიზანი, რომლისთვისაც შეგიძლია, წინასწარ მოემზადო.

კამპანიის ფარგლებში, რამდენიმე ვიდეო და პრინტი შეიქმნა. თითოეულ მათგანში ნაჩვენები არიან ადამიანები, თავიანთი სურვილების წარმოსახვითი ვიზუალიზაციით და ოცნებისკენ მიმავალი გზით. ამ გზაზე კი, თიბისი ითავსებს პარტნიორის როლს, რომელიც არ გეკითხება, რატომ გეჩვენება მანქანის საბურავი საცურაო კამერად ან რატომ ოცნებობ სწავლაზე.

ფინანსური ხარჯი ხშირად ისე წარმოგვიდგება, თითქოს გვაშორებს მიზნებს და სურვილი მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ უკვე მთელი თანხა გაქვს.

მაგრამ სწორედ, აქ ცვლის ყველაფერს ანაბრის იდეა. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც თანხის დაგროვებას უფრო რეალურ და მარტივ პროცესად აქცევს - თიბისის ანაბარი გეხმარება, რომ სურვილები ტვირთის ნაცვლად რეალურ გეგმებად აქციო. როცა ზუსტად გაქვს შენი მიზანი განსაზღვრული, ისიც იცი, რისთვის აგროვებ თანხას და აქ იწყება გარდატეხა, რაც სურვილებს ხელშესახებად აცოცხლებს.

და რაც უფრო ხშირად ადევნებ თვალს შენს ანაბარზე დაგროვილ თანხას, მით უფრო ნათლად ხედავ, რომ მიზანს ყოველდღიურად უფრო უახლოვდები. ფინანსური თავისუფლება ყოველთვის დიდი ხელფასი ან მოულოდნელი შემოსავალი არ არის. ხშირად, ის მცირე, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯებიდან იწყება.

სწორედ ამიტომ, თიბისის ანაბარი იქცევა იმ ინსტრუმენტად, რომელიც არ გთხოვს გმირობას - უბრალოდ, გთხოვს დაწყებას. და როცა ამ საწყისს თან ახლავს მიზანი, რომელსაც უკვე ყველგან ხედავ — მაშინ ყველაფერი უფრო მარტივდება.

დაიწყე დაგროვება დღეს და გახსენი ანაბარი მობაილბანკიდან.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image GELi-ს ორგანიზებით, მასწავლებლებისთვის ტრენინგების სერია „როგორ ვასწავლოთ ეკონომიკა“ გაიმათა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16.07.2025.18:35

ეკონომიკური ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ორგანიზაცია GELi-ს (საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა) ინიციატივით ტრენინგების სერია „როგორ ვასწავლოთ ეკონომიკა“ გაიმართა. მასში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 120-მდე მასწავლებელმა მიიღო. 

ტრენინგების ფარგლებში, მონაწილეები ეცნობოდნენ ეკონომიკის სწავლების ინოვაციურ მიდგომებს, ციფრულ ინსტრუმენტებს და მათი გამოყენების მეთოდებს (როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, Kahoot, GooseChase და სხვ.). ამასთან, ტრენინგი მოიცავდა ფინანსურ-ეკონომიკური თამაშებისა და აქტივობების დაგეგმვასა და  მათ ეფექტურად განხორციელებას. 

ტრენინგები ხუთ ნაკადად გაიმართა:

  • 2 სესია ფიზიკურ ფორმატში ჩატარდა (Radisson RED-ში);
  • 1 სესია ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა;
  • 2 სესია კი ონლაინ, Zoom პლატფორმაზე. 

ინიციატივაში მონაწილე მასწავლებლები იღებდნენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ სწავლობდნენ მიღებული ინფორმაციის პრაქტიკულ გამოყენებას და ერთვებოდნენ ინტერაქციულ აქტივობებში. მათ მიეცათ როგორც წვდომა სასწავლო რესურსებზე, ასევე შესაძლებლობა,  კონსულტაციები მთელი წლისგანმავლობაში გაიარონ მოწვეულ ეკონომისტებთან და მასწავლებლებთან. 

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა