გახდი თანამედროვე ვიზუალური და აუდიო ხელოვნების ნაწილი - დაესწარი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრებს „ტყეში“
სულ მალე, 15 ივლისს წვეულებების სერია „ტყეში“ დაიწყება. ურბანული ყოველდღიურობისგან თავის დასაღწევად, ინსპირაციისა და ახალი შთაგონების მისაღებად ორგანიზატორები უკვე მესამე წელია მონაწილეებს დაუვიწყარ თავგადასავალს სთავაზობენ.
დღის განმავლობაში, ღონისძიების ტერიტორიაზე, თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით, საგანმანათლებლო ვორქშოპები, შეხვედრები და აქტივობები გაიმართება, საღამოს კი მსმენელს შესაძლებლობა ექნება, გახდეს ტექნოლოგიებისა და მუსიკის სინთეზით შექმნილი პერფორმანსებისა და ინსტალაციების ნაწილი.
წელს წვეულებების სერიის საგანმანათლებლო სივრცის სპონსორი საქართველოს ბანკის Student & sCool Card-ია. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ექსპერიმენტული სასწავლო სივრცე ახალგაზრდებისთვის, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან ერთად იმუშაონ განსხვავებულ პროექტებზე, მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და აქციონ საკუთარი იდეები რეალობად.
წვეულებების სერიის ფარგლებში ლექციები ტექნოლოგიების მეშვეობით შექმნილი ინტერაქციული დიზაინის, სხეულის ენის, თანამედროვე და ექსპერიმენტული ცეკვის, ვიდეოხელოვნების, ეკოლოგიისა და სოციალური მეწარმეობის მიმართულებით გაიმართება.
შესაბამისად, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისა და არტისტების ლექციებს, ვორკშოპებსა და პერფორმანსებს. მათ შორის, იტალიელი ინტერაქციული დიზაინერის და 3D ლაივ ვიზუალური დეველოპერის, ნიმა გაზესტანის ლექციას, ექსპერიმენტული ხმის და საველე ჩანაწერების სპეციალისტის - ნიკოლას კუნისის შესრულებას, Skywalker-ის მიერ გამართულ ტექნოლოგიების მეშვეობით შექმნილი ინტერაქციული ვიზუალის შესავალ კურსს და სხვა.
წელს წვეულებების სერია 15-29 ივლისს კოჯრის ფიჭვნარში ჩატარდება. სპეციალურად sCool და Student Card-ის მფლობელებისთვის კი 1+1 აქცია იმოქმედებეს.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. დასასწრები ბილეთების შეძენა Eventer.ge-ზე არის შესაძლებელი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.21:44
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება.
როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.
„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.