მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაშია და დაეუფლე ახალ პროფესიას სრული დაფინანსებით

news image

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პროფესიის ცვლილება სურთ, ახალ პროექტს ახორციელებს.
ინიციატივის ფარგლებში, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში სწავლის გაგრძელების მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის 100%-იანი დაფინანსება.
პარტნიორ პროფესიულ სასწავლებლებს შორის ერთ-ერთი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაა.
სტიპენდიის მისაღებად, თითოეულ პროფესიულ სასწავლებელს სხვადასხვა კრიტერიუმი აქვს შემუშავებული.
Academy of Digital Industries-ში სტიპენდია ვრცელდება ისეთ კურსებზე, როგორებიცაა:
• მარკეტინგი: სოც. მედია და ციფრული მარკეტინგი;
• გრაფიკული დიზაინი;
• ინტერიერის დიზაინი;
• UI და UX დიზაინი;
• ტექნოლოგიები: კიბერუსაფრთხოება, AI, Java, Python, React, Angular;
• ბიზნესი (HR).
აკადემიაში სწავლით დაინტერესებულმა პირებმა 15 ოქტომბრამდე უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი ვებგვერდზე და გაიარონ გასაუბრება.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ინიციატივაში 7 პარტნიორი პროფესიული აკადემია ჩაერთო, მათ შორის არიან: აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია; Tbilisi School of Communication; Academy of Digital Industry; Smart Academy; IT Academy STEP; Headvice; BDO Academy.
საქართველოს ბანკის ახალი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, აპლიკაციების მიღება 15 ოქტომბრამდე მიმდინარეობს. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

07.10.2025.14:23

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა უნივერსალურმა ბანკმა, Citi-სთან ერთწლიანი, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას ხელი მოაწერა. ეს სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (CARTA) ფარგლებში გაფორმდა და იგი Citi-სა და საქართველოს ბანკს შორის მეთოთხმეტე წარმატებულ გარიგებას წარმოადგენს.

ახალი შეთანხმება სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ გააძლიეროს ქვეყანაში სწრაფად მზარდი კორპორატიული, მცირე და საშუალო (SME) სექტორებისთვის სავაჭრო დაფინანსების შესაძლებლობების შეთავაზება. ფინანსური რესურსი მნიშვნელოვან  მხარდაჭერას გაუწევს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ ბიზნესებს, დაეხმარება აუცილებელ დაფინანსებაზე წვდომაში და ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ ზრდას.

„ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ, რომ 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებით, ჩვენს გამორჩეულ პარტნიორობას Citi-სთან ვაგრძელებთ. ქართული კომპანიების მზარდი საჭიროებების გათვალისწინებით, განსაკუთრებით, კორპორატიულ და მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტებში, სავაჭრო დაფინანსების კუთხით შესაძლებლობების განვითარება გრძელდება, რაც მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარება. ეს პარტნიორობა ადასტურებს ჩვენიგლობალური პარტნიორების ნდობას ჩვენი გამოცდილებისადმი და ერთგულებას ქართული ბაზრის განვითარებისადმი. ჩვენ მივესალმებით Citi-სთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას, რათა შევქმნათ ზრდის ახალი შესაძლებლობები ბიზნესებისთვის როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე,“- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ხელშეკრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს Citi-სა და საქართველოს ბანკს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობას, რომელიც რეგიონში საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკის განვითარებას ისახავს მიზნად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა