გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში და გაემგზავრე აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად
განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად საქართველოს ბანკი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 2014 წლიდან Fulbright-ის პროგრამის პარტნიორია. რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად, საქართველოს ბანკი Fulbright-ის ფარგლებში გამარჯვებულებს ავლენს და მათ აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.
უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი. მათი რაოდენობა კი ყოველწლიურად იზრდება.
განათლების გზაზე არ გაჩერდე - 2026-2027 წლების Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების მიღება 2025 წლის 1 აგვისტომდე მიმდინარეობს. განაცხადის შესავსებად ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.
Fulbright-ის პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერ იმ მოქალაქეს შეუძლია, რომელსაცდასრულებული აქვს საბაკალავრო საფეხური ან იმყოფება მეოთხე კურსზე და მაგისტრატურაზე სწავლისგაგრძელება აშშ-ში სურს.
სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, შერჩეული ახალგაზრდები ჩააბარებენ TOEFL-ის, GRE-ისა ან/დაGMAT-ის გამოცდებს. TOEFL-ის ტესტს აბარებს ფინალურ ეტაპზე გადასული ყველა მონაწილე, მიუხედავადიმისა, აქვთ თუ არა ინგლისურენოვანი გამოცდილება.
საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება ფულბრაიტში მონაწილე ყველა იმ წარმატებულ სტუდენტსშეუძლია, რომელიც დაინტერესებულია აშშ-ში სწავლა ბიზნესის ადმინისტრირების, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ან სხვა მიმართულებით განაგრძოს.
სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
19.06.2025.22:52
შეხვედრა საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის ფარგლებში გაიმართა და მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების დაგეგმვასა და განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდას. მოწვეული სტუმრები გაეცნენ პროფესიულ განათლებაში საჯარო-კერძო პარტნიორობის არსებულ მექანიზმებს და სკოლებში ინტეგრირებული სწავლების სპეციფიკას.
ასევე, სამუშაო შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას, მიზნებს და სერვისებს, რომელიც დამსაქმებლებს ეხმარება კვალიფიციური კადრის მოძიებასა და შერჩევაში.
დამსაქმებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის გაეზიარებინათ თავიანთი საჭიროებები, წარედგინათ ინიციატივები და ერთობლივად ემსჯელათ ეფექტური თანამშრომლობის მექანიზმებზე. წარმოდგენილი ინიციატივების საფუძველზე დაგეგმილია ინდივიდუალური შეხვედრები დაინტერესებულ კომპანიებთან,