გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე აშშ-ში სრული დაფინანსებით - Fulbright-ის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, უკვე მე-14 წელია აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საქართველოს ბანკის სტიპენდია Fulbright-ის პროგრამაში და ისწავლონ 100%-იანი დაფინანსებით.
Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო.
• აპლიკაციის ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ გასაუბრება;
• შერჩეული აპლიკანტებმა უნდა ჩააბარებენ სამი ტიპის ტესტი: TOEFL, GRE, GMAT.
სასტიპენდიო პროგრამის მოთხოვნებისა და განაცხადის შევსების წესების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.
ინფორმაციისთვის, Fulbright-ი აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული გლობალური სტუდენტური პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ში მათთვის სასურველ მიმართულებასა და უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე სრული დაფინანსებით ისწავლონ.
2014 წლიდან საქართველოს ბანკი Fulbright-ის პროგრამის მხარდამჭერია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ავლენს და მათ აშშ-ში როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.
უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
2027-2028 წლის Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების შევსება 2025 წლის 1 ივლისამდე არის შესაძლებელი. ამისათვის, ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.
სხვა სიახლეები
გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია (UFC) პარტნიორ ბანკებს Mastercard-ის ანგარიშის ვალიდაციის სერვისს სთავაზობს
08.04.2026.12:05
გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია (UFC), საქართველოში პირველი საპროცესინგო ცენტრი, პარტნიორ ბანკებს უკვე სთავაზობს Mastercard Account Validation Service-ს. აღნიშნული სერვისი ქართულ ფინანსურ ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს, მარტივი ინტეგრაციის გზით გამოიყენონ Mastercard-ის რეალურ დროში მოქმედი ბარათის ვერიფიკაციის შესაძლებლობა და კიდევ უფრო გააძლიერონ ციფრული გადახდების უსაფრთხოება.
Mastercard-ის Account Validation Service ფინანსურ ინსტიტუტებსა და ციფრულ პლატფორმებს საშუალებას აძლევს, გადახდის ან თანხის გადარიცხვის განხორციელებამდე გადაამოწმონ, რომ ბარათის ანგარიში რეალურად ეკუთვნის შესაბამის მომხმარებელს. სერვისი რეალურ დროში ამოწმებს ბარათის მონაცემებს და ბარათის მფლობელის სახელს ემიტენტ ბანკთან, რაც ამცირებს თაღლითობის რისკებს - მათ შორის, ანგარიშებზე უნებართვო წვდომისა და არასწორი მიმღებისკენ განხორციელებული გადარიცხვების შემთხვევებს და ამავდროულად ეხმარება ორგანიზაციებს გადახდების უსაფრთხოების რეგულაციების დაკმაყოფილებაში.
„უსაფრთხოება ყოველთვის იყო Mastercard-ის მთავარი პრიორიტეტი. მოხარულები ვართ, რომ ქართულ ფინანსურ ინსტიტუტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ Account Validation Service-ით და მიიღონ ტექნოლოგიური ინსტრუმენტი, რომელიც მათ სწრაფად ცვალებად ციფრული გადახდების გარემოში კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში დაეხმარება. ამ სერვისის უშუალოდ Payment Hub პლატფორმაში ინტეგრირებით ვამცირებთ იმ ტექნიკურ სირთულეებს, რომლებიც აქამდე გლობალური გადახდის სტანდარტების დანერგვას აფერხებდა,“ - დავით ზღუდაძე, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში.
ციფრული გადახდების სწრაფი ზრდის ფონზე, განსაკუთრებით ელექტრონულ კომერციაში, ონლაინ სავაჭრო და ფინანსურ პლატფორმებზე, ანგარიშის მფლობელის იდენტობის დადასტურება უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად იქცა. აღნიშნული სერვისი ბანკებსა და პლატფორმებს საშუალებას აძლევს გადაამოწმონ, ემთხვევა თუ არა ბარათის მფლობელის სახელი ციფრული საფულის მომხმარებლის იდენტობას, დაადასტურონ გამყიდველებისა და მიმღებების ანგარიშები ონლაინ სავაჭრო სივრცეებში და დაიცვან გადარიცხვის პროცესები თაღლითობისგან. ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება რეგულირებად ინდუსტრიებში, მაგალითად, სათამაშო და გეიმინგ პლატფორმებზე, იმის უზრუნველსაყოფად, რომ დეპოზიტისა და თანხის გატანისთვის გამოყენებული ბარათი ეკუთვნის შესაბამის მომხმარებელს.
„ჩვენი პარტნიორი ბანკებისთვის გლობალურ გადახდის ინოვაციებზე მარტივი წვდომის უზრუნველყოფა UFC-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. UFC PaymentHub-ის საშუალებით ფინანსურ ინსტიტუტებს შეუძლიათ ერთხელ მოახდინონ ინტეგრაცია და უსაფრთხოდ გამოიყენონ Mastercard-ის დამატებითი სერვისები, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს ახალი ციფრული გადახდის შესაძლებლობების დანერგვას,” - ალექსანდრე ქეთიშვილი, UFC-ს აღმასრულებელი დირექტორი.
როგორ მუშაობს Mastercard Account Validation?
Mastercard Account Validation API ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს გადაამოწმონ, ემთხვევა თუ არა ბარათის რეგისტრირებული მფლობელის სახელი იმ მონაცემებს, რომლებიც ემიტენტ ბანკთან ინახება. სერვისს ასევე შეუძლია ბარათის უსაფრთხოების კოდის (CVC/CVV) გადამოწმება.
მაგალითად, როდესაც მომხმარებელი ციფრულ პლატფორმაზე ახალ ბარათს ამატებს თანხის გაგზავნის ან მიღების მიზნით, პლატფორმა შესაბამის მონაცემებს აგზავნის Account Validation API-ში. შემდეგ Mastercard უსაფრთხოდ ამოწმებს ინფორმაციას ემიტენტ ბანკთან სპეციალური მოთხოვნის - Account Name Inquiry-ის - მეშვეობით და აბრუნებს პასუხს, რომელიც აჩვენებს ემთხვევა თუ არა მონაცემები. ეს საშუალებას აძლევს ორგანიზაციას დაადასტუროს ანგარიშის ვალიდურობა და გადაწყვიტოს უნდა გაგრძელდეს თუ არა ტრანზაქცია.
UFC-ის მიერ განხორციელებული ინტეგრაციის შედეგად, ფინანსურ ინსტიტუტებს Mastercard-ის დამატებით სერვისებზე წვდომა აქვთ UFC PaymentHub პლატფორმის საშუალებით, ერთიანი API-ის გამოყენებით. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს ტექნიკურ ინტეგრაციას და ბანკებს საშუალებას აძლევს უფრო სწრაფად დანერგონ თანამედროვე ციფრული გადახდის გადაწყვეტილებები.
პლატფორმა ასევე ამარტივებს ციფრული გადახდის სერვისების განვითარებისა და ტესტირების პროცესს. ბანკებს შეუძლიათ ინტეგრაციის ტესტირება UFC-ის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, რომელიც უკვე დაკავშირებულია Mastercard-ის სატესტო გარემოსთან (sandbox). შედეგად, ფინანსურ ინსტიტუტებს აღარ უწევთ Mastercard-თან ცალკეული პროექტების დაწყება, რაც ამცირებს ოპერაციულ სირთულეებს და აჩქარებს გადახდის ახალი და უფრო დაცული სერვისების დანერგვას.
შენიშვნა: სერვისის გამოყენების ვალდებულება ძალაში შედის 2026 წლის ივნისიდან.