მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7111.4
-0.0047
flag
AZN 1.6102
-0.0014
flag
CNY 37.998
-0.0042
flag
EUR 3.0924
-0.0166
flag
GBP 3.6682
-0.009
flag
KZT 54.05
0.0036
flag
TRY 0.0704
-0.0002
flag
USD 2.7383
-0.0014

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

news image

თიბისი კამპუსი განათლების მიღების განსხვავებული და გამორჩეული პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდების მზარდ ცნობისმოყვარეობას, მუდმივი განვითარების სურვილსა და მიზანსწრაფულობას პასუხობს. 

თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული 21 წლის საბა კენჭიშვილი გვიზიარებს თავის გამოცდილებას კამპუსში სწავლის შესახებ.

„ვსწავლობ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე. პარალელურად, მაინტერესებს კინო და აქტიურად ვარ ჩართული კინემატოგრაფიულ პროექტებში. მოკლემეტრაჟიან ფილმებზე ოპერატორად და სინემატოგრაფად ვმუშაობ ხოლმე. ახლაც ახალ ფილმზე ვმუშაობ. ჩემი სადებიუტო ფილმი - „პალატა 222”, ისეთ საერთაშორისო ფესტივალებზე მოხვდა, როგორებიცაა: Stockholm City Film Festival, Rome Prisma Film Awards, New York Film & Cinematography Awards. 

თიბისი კამპუსში ვისწავლე სარეკლამო კონტენტის შექმნა. მინდოდა აღმომეჩინა ჩემი შესაძლებლობები და წვდომა მქონოდა თანამედროვე ცოდნაზე და პრაქტიკულ გამოცდილებაზე. კურსი, რომელიც გავიარე იყო ძალიან ახლოს იყო ჩემს ინტერესებთან: სულ ვეძებ შემოქმედებით მიდგომებს და თანამედროვე პლატფორმებს. ვისწავლე შემოქმედებითი პროცესის სწორად დაგეგმვა იდეის ფორმულირებიდან - რეალიზაციამდე“. 

თიბისი ზრუნავს, რომ განათლება ახალგაზრდებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. კამპუსში სწავლა სრულად უფასოა, ონლაინ ფორმატი კი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მთელი საქართველოდან მიიღონ, ამიტომ სწავლობ და ქმნი იქ, სადაც ხარ.

„ლექტორი ცდილობდა თითოეული ჩვენგანის იდეაში დაენახა პოტენციალი და მაქსიმალურად გაეზარდა ჩვენი თვითგამოხატვის სივრცე. მისგან ვისწავლე, რომ შეცდომა არ არის მარცხი, არამედ შემოქმედებითი პროცესის ერთ-ერთი ეტაპია“. 

კამპუსის პირველი ნაკადი 202-მა მონაწილემ წარმატებით დაასრულა, მათი ნაწილი კი სწორედ თიბისი კამპუსის კურსების გავლის შემდეგ დასაქმდა და მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში იყენებს. კამპუსის გაზაფხულის ნაკადზე, მთელი საქართველოდან, ამჟამად 330 ახალგაზრდა სწავლობს. სწორედ მათ ურჩევს საბა, რომ „არ შეგეშინდეს კრეატიული ექსპერიმენტების, იყავი გულწრფელი, თავისუფალი და თამამად ჩართე კამერა“. 

ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საძოვრების იჯარით გაცემის მე-14 ეტაპის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

22.05.2025.17:07

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 21 მაისიდან ხელმისაწვდომია 8611.56 ჰექტარი საძოვრის იჯარით აღება. განცხადებების მიღება 27 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

გამოქვეყნებულია 138 ერთეული (8611.56 ჰა) იჯარით გასაცემი საძოვრის მონაცემები: სამცხე-ჯავახეთის - 18 (1,478.93 ჰა), კახეთის - 48 (3,930.22 ჰა), ქვემო ქართლის - 28 (2,069.48 ჰა), შიდა ქართლის - 13 (379.02 ჰა), მცხეთა-მთიანეთის - 6 (97.03 ჰა), იმერეთის - 18 (622.67 ჰა), სამეგრელო-ზემო სვანეთის - 5 (25.21 ჰა), რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის - 2 (9.01 ჰა).

სახელმწიფო პროგრამის ცამეტი ეტაპის ფარგლებში, სულ გამოქვეყნდა 527 საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის მონაცემები, საერთო ფართობით 50, 375.49 ჰა. დღეის მდგომარეობით, იჯარით გაცემულია 222 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 20, 760.85 ჰა. 55 მიწის ნაკვეთი (7,370.70 ჰა) გაიცა აუქციონის გზით, ხოლო 167 ერთეული (13, 390.15 ჰა) - პირდაპირი გადაცემის გზით.

მე-14 ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge;  www.mepa.gov.ge).

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლიდან ხორციელდება. იგი მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს უწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დეგრადაციისგან დაცვასა და მეცხოველეობის დარგის განვითარებას. 

მე-14 ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://land.gov.ge/Ge/Projects/Ongoing/1013

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა