გაიცანით ნინო თორღვაიძე, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე თუშეთიდან
ხანდახან ყველაზე დიდი ცვლილებები მოულოდნელად იწყება. შთაგონება კი შეიძლება ნებისმიერ დროსა და ადგილას გეწვიოს. ნინო თორღვაიძის შემთხვევაშიც ასე მოხდა, შთაგონებამ იგი თუშეთში საკუთარი საქმის წამოწყების იდეამდე მიიყვანა. ასე დაიბადა PANORAMA DARTLO - სივრცე, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან, კულტურასთან და ტრადიციებთან აკავშირებს.
ნინო საქართველოს ბანკის, UNDP-ის, შვედეთის მთავრობისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ერთობლივი პროექტის, „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ მონაწილეა და ამ სტატიაში საკუთარი იდეისა და საქმის შესახებ გვიამბობს.
“ჩემი იდეა სპონტანური იყო, ერთ-ერთ საგრანტო კონკურსში მივიღე მონაწილეობა. არანაირი ცოდნა და გამოცდილება არ მქონდა და მოულოდნელად გავიმარჯვე. ამან მომცა მოტივაცია, შემექმნა გარემო, რომელიც ჩემს ხედვას და იდეებს გამოხატავდა და ბუნებას დაუკავშირდებოდა. გადავწყვიტე, თუშეთის ძველი სახლი გარდამექმნა გარემოდ, რომელიც კომფორტულობასა და ავთენტურობას გააერთიანებდა, პანორამა დართლოში ყველაფერი მწვანე ტექნოლოგიებით და დიდი სიყვარულითაა შექმნილი.”
თუშეთის სილამაზე და მიუწვდომლობა უამრავ მოგზაურს იზიდავს, ნინოს კი სურდა, რომ პანორამა დართლოში ამ უნიკალური ადგილის უძველესი ტრადიციები შეენარჩუნებინა და, ამავე დროს, სტუმრებისთვის თანამედროვე კომფორტიც შეექმნა:
“ნაბიჯ-ნაბიჯ, საყვარელი ადამიანების დახმარებით, იდეის რეალობად გადაქცევა შესაძლებელია. ჩემთვის მიღწევაა, როდესაც ვხედავ აქ მოსული ადამიანების აღფრთოვანებას, რომლებიც ბედნიერი მოგონებებითა და ემოციებით ბრუნდებიან უკან”.
ქალი მეწარმეების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ სტრატეგიის ფარგლებში, 2022 წლიდან მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა მიმდინარეობს. მასშტაბურმა ინიციატივამ 300-მდე ქალს მისცა შესაძლებლობა, მიიღონ ცოდნა, მხარდაჭერა და დაფინანსება, რათა საკუთარი იდეები წარმატებულ საქმედ აქციონ.
ნინოს მიზანი პროგრამაში მონაწილეობისას პროფესიული უნარების გაძლიერება, ბიზნესის განვითარებისთვის თანამედროვე ცოდნის შეძენა და სხვა წარმატებული, საინტერესო ქალი მეწარმეების გაცნობა იყო:
“ასეთი პროგრამები ქალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ცოდნა და მხარდაჭერა გვაძლევს იმის მოტივაციას, რომ იდეები რეალობად ვაქციოთ. მთავარი არის ის პირველი ნაბიჯი, დაწყება, დანარჩენი ნელ-ნელა ისწავლება”
ნინო მაგალითია იმისა, რომ მიზანდასახულ, ჟინიან ადამიანს დაბრკოლებები ვერ აჩერებს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად რთულია გზა, იდეა სპონტანურია თუ დიდი ხნის ნაფიქრი - მთავარია, გამბედაობა, ადაპტირება და მუდმივი განვითარების სურვილი.
საქართველოს ბანკი, როგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად უწყობს ხელს განათლების ხელმისაწვდომობას. აღსანიშნავია, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა პლატფორმა ბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვან ნაწილია. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში ავტომობილების ახალი პრემიალური ბრენდი LOTUS შემოვიდა
11.11.2025.16:56
საქართველოს ბანკი ქვეყანაში საავტომობილო სექტორის გაძლიერებას და პარტნიორ კომპანიებთან ერთად საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, გეზ მოტორსმა, ქართულ ბაზარზე, ბრიტანული სპორტული პრემიალური ბრენდი LOTUS შემოიყვანა და კახეთის გზატკეცილის #15-ში ახალი შოურუმიც გახსნა.
პროექტის ჯამური ღირებულება 35 მილიონი ლარია.
საქართველოში LOTUS-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი კომპანია „გეზ მოტორსია“, ეს კი კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, საქართველოში LOTUS-ის 3S და 4S სტანდარტის სადილერო ცენტრები განავითაროს. ასევე, ბრენდის გაყიდვების, სერვისისა და მომხმარებელთა გამოცდილება უმაღლესი სტანდარტით განახორციელოს.
2026 წლიდან „გეზ მოტორსი“ LOTUS-ის ავტომობილების დისტრიბუციას და სადილერო ქსელის განვითარებას ამიერ კავკასიის რეგიონში გეგმავს. უახლოეს ორ წელიწადში კი დაგეგმილია ორი ახალი შოურუმის - თბილისსა და ბათუმში გახსნა, რაც LOTUS-ის ბრენდს, როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზარზე, კიდევ უფრო გააძლიერებს.
LOTUS-ის ავტომობილები 9 ნოემბრიდან წარმოდგენილი იქნება გეზ მოტორსის ახალ მულტიბრენდულ შოურუმში, რომელიც კახეთის გზატკეცილის #15 მდებარეობს.
„ქართულ ბაზარზე LOTUS-ის შემოსვლა ჩვენი გუნდის მრავალწლიანი შრომისა და მიზანმიმართული განვითარების შედეგია. მოხარულები ვართ, რომ ავტომოყვარულებისთვის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ბრენდმა ნდობა გამოგვიცხადა. ეს არა მხოლოდ დიდი პასუხისმგებლობა, არამედ ქვეყნისა და რეგიონისთვის ახალი შესაძლებლობების ფანჯარაა. საქართველოს ბანკი ჩვენი სანდო და ერთგული პარტნიორია, რომელიც წლების განმავლობაში როგორც ფინანსურ, ასევე სტრატეგიულ მხარდაჭერას გვიწევს. ჩვენთვის ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ ფინანსური რესურსების მოზიდვა, არამედ ნდობისა და სტაბილურობის სიმბოლოა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ გლობალურ ბრენდებთან თანამშრომლობისას როგორიც LOTUS-ია. ჩვენი სამომავლო გეგმა მოიცავს ამიერკავკასიაში სადილერო ქსელის განვითარებასა და ახალი შოურუმების გახსნას თბილისსა და ბათუმში. 2026 წლის პირველ კვარტალში კი, მომხმარებლებს სრულიად ახალ SUV-ს წარვუდგენთ, რომელიც LOTUS-ის ხასიათსა და ინოვაციურ სულს ინარჩუნებს ”, - განაცხადა ლევან მიქაძემ, გეზ მოტორსის კომერციულმა დირექტორმა.
“მოხარულები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ პროექტს, რომელიც არა მხოლოდ გეზ მოტორსისთვის, არამედ საქართველოს საავტომობილო ბაზრისთვისაც გამორჩეული მნიშვნელობისაა. ბაზარზე LOTUS-ის ბრენდის შემოსვლა მომხმარებლებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის, აძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას, ქართულ საავტომობილო ბაზარს კი რეგიონული მნიშვნელობის ცენტრად წარმოაჩენს. ჩვენთვის, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, მნიშვნელოვანია ისეთი ბიზნესების მხარდაჭერა, რომლებიც ქმნიან ახალ სტანდარტებს და ავითარებენ ეკონომიკას არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ რეგიონულ დონეზეც“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ ოსკოპელმა.