მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7063.3
-0.007
flag
AZN 1.5875
-0.0001
flag
CNY 38.241
0.0026
flag
EUR 3.1582
0.0184
flag
GBP 3.6095
0.0162
flag
KZT 51.84
-0.0032
flag
TRY 0.0633
-0.0001
flag
USD 2.6991
-0.0004

გაიცანით ფერადი ჩანთების ბრენდი „იწრო“ - მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე

news image

ნინი მამასახლისი, ქართული ხელნაკეთი ჩანთების ბრენდის, იწროს (Itsro) დამფუძნებელი, იმ მეწარმე ქალების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთათვისაც შეუპოვრობა წარმატების გასაღებია. მისი ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია მიზანდასახულობას, ბიზნესი ზრდის ახალ საფეხურზე აიყვანოს.

ნინი საქართველოს ბანკის, UNDP-ის, შვედეთის მთავრობისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ერთობლივი პროექტის, „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ მონაწილეა და საკუთარი გამოცდილების შესახებ გვიამბობს.

ფერები და პრაქტიკულობა

ბრენდის ჩამოყალიბების იდეა ნინის 2019 წელს გაუჩნდა. მისი მიზანი იყო, შეექმნა პროდუქტები, რომლებიც ადამიანების ყოველდღიურობას გამორჩეულ, სახალისო ფერებს შემატებდა. „ვიცოდი, რომ ეს ტანსაცმელი არ იქნებოდა, რადგან ყველას არ მოსწონს ჭრელი სამოსი – მაგრამ ფერადი, პრაქტიკული აქსესუარი ისეთი რამაა, რითაც ყველას შეუძლია ისიამოვნოს“, – იხსენებს დიზაინერი. ამ გააზრების შედეგად გაჩნდა ჩანთების ხაზი - „ემოციური, ექსპრესიული და პრაქტიკული“ პროდუქტების სერია.

ბრენდი თანდათანობით ბუნებრივად განვითარდა, რაც, ნინის აზრით, სწორი იდეით იყო განპირობებული. ბოლო ორი წელია კომპანია კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით იზრდება. დამფუძნებელი კი ცდილობს, თანამედროვე, ელეგანტური, ხარისხიანი და პრაქტიკული ჩანთები შექმნას, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

თუმცა, მეწარმემ ისიც იცის, რომ პროდუქტის ხარისხის გარდა, მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი პირადი კავშირი და კარგი მომსახურებაა. ამიტომაც ნინი მუდმივად ითვალისწინებს მათ რჩევებს, შედეგად კი ახალ მოდელებს მათი ინტერესებიდან გამომდინარე ქმნის.

მონაწილეობა მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში

როგორც ქალი მეწარმის, ნინის ყველაზე დიდი გამოწვევა შეზღუდული რესურსებით ბიზნესის დაწყება იყო. იგი დამოუკიდებლად ასრულებდა დიზაინერის, მკერავის, წარმოების მენეჯერის, მარკეტერისა თუ ლოჯისტიკის დამგეგმავის ყველა როლს. ამ გამოწვევების დაძლევა კი მუდმივი სწავლის, დისციპლინისა და საკუთარი ხედვებისადმი ურყევი რწმენით შეძლო.

ნინი მამასახლისის ამბავი განსაკუთრებული იმითაცაა, რომ მან მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მონაწილეობა მეორე ცდაზე შეძლო.

„ამ გამოცდილებამ მოტივაცია მომცა, უფრო მეტი მემუშავა, მეტი მესწავლა და როგორც საკუთარი თავი, ასევე ჩემი ბიზნესი განვითარების ახალ საფეხურზე გადამეყვანა. წელს კი კვლავაც შევიტანე განაცხადი და მიხარია, რომ მიმიღეს“, – ამბობს ის და დასძენს: „ჩემთვის ეს პირადი შეხსენებაა, რომ ჟინი ყოველთვის ფასდება და არასდროს უნდა დანებდე“.

სტრატეგიული აზროვნება და მდგრადობა

ნინი მამასახლისისთვის „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაა „ტრანსფორმაციული გამოცდილება“ აღმოჩნდა. ვორკშოპებზე მან „სტრუქტურირებული სახელმძღვანელო, პრაქტიკული ინსტრუმენტები და ბიზნესის წარმართვისა და განვითარების შესახებ ახალი პერსპექტივა“ შეიძინა.

„რაც მთავარია, ამ ვორკშოპებმა გააფართოვა ჩემი ხედვა – ახლა ჩემს საქმეს არა მხოლოდ კრეატიულად, არამედ სტრატეგიულადაც ვუყურებ“, – განმარტავს ნინი.

პროგრამის მეშვეობით, მან მრავალფეროვანი უნარები განავითარა — სტრატეგიული დაგეგმარებიდან, ფინანსური მენეჯმენტიდან დაწყებული, ბრენდინგითა და ციფრული მარკეტინგით დამთავრებული. ასევე მიიღო ღირებული ცოდნა მცირე ბიზნესის მდგრადი განვითარებისა და ბრენდის გრძელვადიანი ღირებულების შექმნის შესახებ.

ახლა კი მოკლევადიან პერსპექტივაში, ბრენდის მიზანია წარმოების გაფართოება, ახალი პროდუქტის დიზაინის შექმნა და ონლაინ გაყიდვების გაძლიერებაა. მეწარმე ასევე გადამუშავებული ქსოვილებით მეტი აქსესუარის შექმნას და ნულოვანი ნარჩენების პრინციპით მუშაობის გაგრძელებას გეგმავს.

საქართველოს ბანკი, როგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად უწყობს ხელს განათლების ხელმისაწვდომობას. აღსანიშნავია, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა პლატფორმა  ბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვან ნაწილია. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შეს აძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2025 წლის ბოლო კვარტალში დავამატეთ კიდევ 50 ახალი აპარატი და გავაფართოვეთ ასორტიმენტი - „ჯამბო“

11.12.2025.18:00

ჯამბო არის პირველი ქართული ყავის ბრენდი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა ოპერირებს ბაზარზე. კომპანიაში არსებულ სიახლეებზე, Business Insider Georgia ნიკორა ტრეიდის ყავის განვითარების ხელმძღვანელს თათია ზარქუას ესაუბრა.

„ჯამბო“ ბაზარზე 2025 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა, უკვე ძალიან კარგად იგრძნობა ჩვენი ზრდა. გაყიდვები თვიდან თვემდე საშუალოდ 20-30%-ით გვემატება, ამასთან ბრენდის ცნობადობაც იზრდება -მომხმარებელი უკვე გვიცნობს და გვიბრუნდება.

2025 წლის ბოლო კვარტალში დავამატეთ კიდევ 50 ახალი აპარატი და გავაფართოვეთ ასორტიმენტი, რის შედეგადაც „ჯამბოს“ აპარატები კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა “, - აღნიშნავს თათია ზარქუა.

ნოემბრის თვიდან კომპანიამ მომხმარებელს ორი ახალი პროდუქტი შესთავაზა.

„ნოემბრიდან ჩვენს მომხმარებლებს ორი ახალი, ძალიან პოპულარული პროდუქტი შევთავაზეთ - BARU-ს მაჩა ლატე და ვანილა ჩაი ლატე.

BARÚ ბელგიური პრემიუმ ბრენდია და ნამდვილად მაღალი სტანდარტის პროდუქცია აქვს. მათი მაჩა და ვანილა ჩაი ლატე იმდენად მოთხოვნადია მსოფლიოში, რომ გადავწყვიტეთ ჯამბოს აპარატებშიც დაგვემატებინა და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

პროდუქტის ჩაშვების დღიდან ყურადღებით ვაკვირდებით გაყიდვებს და სასიხარულოა რომ ორივე პროდუქტი არა მხოლოდ ახალ მომხმარებელს იზიდავს,არამედ არსებულსაც ინარჩუნებს და ძალიან პოზიტიურ შეფასებებს იღებს „“, - აღნიშნავს ნიკორა ტრეიდის ყავის განვითარების ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, ამჟამად "ჯამბო" მხოლოდ თვითმომსახურების აპარატების სახით არსებობს. კომპანია ყავის იმპორტს, ძირითადად, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ახორციელებს, როგორიცაა ეთიოპია, კენია, ბრაზილია, კოლუმბია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა