მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7063.3
-0.007
flag
AZN 1.5875
-0.0001
flag
CNY 38.241
0.0026
flag
EUR 3.1582
0.0184
flag
GBP 3.6095
0.0162
flag
KZT 51.84
-0.0032
flag
TRY 0.0633
-0.0001
flag
USD 2.6991
-0.0004

გაიცანი შალვა მინდაძე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი- მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

news image

ყველას ჰყავს მასწავლებელი, რომელიც არასოდეს ავიწყდება. ის, ვინც იმაზე მეტი ასწავლა, ვიდრე წიგნებში ეწერა, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა ჩაუნერგა, თავგადასავლებითა და სირთულეებით სავსე სამყაროს შეცნობის ჟინი გაუღვიძა. სწორედ ასეთი გამორჩეული პედაგოგების აღმოსაჩენად და დასაფასებლად შეიქმნა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რომლის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.

ფინალისტებს შორის წელს თბილისის 70-ე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი, შალვა მინდაძეა. მასწავლებლობამდე ისტორიის კვლევით და ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობდა. 2017 წელს “ისტორიის პლატფორმა” შექმნა - სივრცე, სადაც მოხალისეობრივად აზიარებდა ცოდნას. სწორედ ამ პლატფორმამ დაანახა, რამდენად მნიშვნელოვანია საჯარო და ხელმისაწვდომი განათლება და სურვილი გაუჩნდა, ისტორიის სიყვარული კიდევ უფრო მეტ ადამიანამდე მიეტანა:

“ყველაზე დიდი გავლენის მოხდენა შეიძლება მაშინ, როცა ბავშვებთან ერთად ქმნი ცოდნას და არა მხოლოდ გადასცემ. ისტორია ბავშვობიდანვე მიყვარდა, პატარაობაში ხელით ვაკეთებდი ყველა ეპოქის იარაღს და ვოცნებობდი, რომ ოდესმე ეს ინტერესები ბავშვებამდე მიმეტანა”.

შალვა გვიყვება, რომ ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია. 2 წელი ქალაქ მარნეულში არაქართულენოვან მოსწავლეებს ასწავლიდა. ხშირად აწყდებოდა სისტემურ პრობლემებსა და ზოგჯერ მოტივაციის კრიზისსაც. თუმცა, სწორედ ეს სირთულეები იქცა განვითარების ბიძგად და საჭირო გამოცდილებად:

“ჩემი მთავარი პრინციპია, მოსწავლე იყოს პროცესის ცენტრში და არა გვერდით მდგომი. მე არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი ვარ. ყოველთვის ვცდილობ, საგნის თემა მოსწავლის ინდივიდუალურ ინტერესებს დავუკავშირო. ვაძლევ თავისუფლებას, აირჩიოს, როგორი ფორმით მოამზადებს დავალებას. იქნება ეს პროექტის წარდგენა, პრეზენტაცია, ვიდეო, ესსე თუ ნახატი. ასე სწავლა ხდება სასიამოვნო პროცესი და არა ვალდებულება”.

ისტორიის სწავლა მხოლოდ თარიღების და სახელების დამახსოვრება არ არის. შალვაც ყოველთვის ცდილობს, მოსწავლეებს საგნის მნიშვნელობა დაანახოს:

“ისტორია ბავშვებს ასწავლის კრიტიკულ აზროვნებას, არჩევანის მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობას. ჩვენი გაკვეთილები მხოლოდ წიგნებითა და ტექსტებით არ შემოიფარგლება. ვიყენებ დისკუსიებს, დებატებს, ისტორიულ სიმულაციებს, პროექტებს, ონლაინ რესურსებსა და თამაშით სწავლების მეთოდს. ბავშვებმა უნდა დაინახონ, რომ ისტორია ცოცხალია და უშუალოდ უკავშირდება ყოველდღიურობას. მართალია, იგი არაზუსტი მეცნიერებაა, მაგრამ ყოველთვის ზუსტ პასუხებამდე მივყავართ”.

როგორც შალვა ამბობს, კონკურსში მონაწილეობა კოლეგებმა გადააწყვეტინეს. ფინალისტობა მისთვის არა მხოლოდ პირადი მიღწევა, არამედ გზავნილია, რომ მასწავლებლის შრომა შეიძლება აღიარებული და დაფასებული იყოს:

“ასეთი პროექტებით მასწავლებლის პროფესია საზოგადოებისთვის უფრო ხილვადი ხდება, პედაგოგების ახალ თაობას კი მოტივაცია ემატება. გრძნობენ, რამდენად მნიშვნელოვნები არიან საერთო კეთილდღეობისთვის. მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის - ეს არის პასუხისმგებლობა ყველა იმ ბავშვის წინაშე, რომელსაც მისცემ რწმენას, რომ სამყაროს შეცვლა შეუძლია“.

ინფორმაციისთვის, ამ კონკურსის ისტორია საქართველოში 2017 წლის 13 მაისიდან იწყება. ინიციატივა გლობალურ კამპანიას, The Global Teacher Prize-ს ეკუთვნის, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. პროექტის მხარდამჭერები არიან: მთავარი მხარდამჭერი- საქართველოს ბანკი, გენერალური სპონსორი - გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.

ნახე, რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი: ganatleba.bog.ge

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2025 წლის ბოლო კვარტალში დავამატეთ კიდევ 50 ახალი აპარატი და გავაფართოვეთ ასორტიმენტი - „ჯამბო“

11.12.2025.18:00

ჯამბო არის პირველი ქართული ყავის ბრენდი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა ოპერირებს ბაზარზე. კომპანიაში არსებულ სიახლეებზე, Business Insider Georgia ნიკორა ტრეიდის ყავის განვითარების ხელმძღვანელს თათია ზარქუას ესაუბრა.

„ჯამბო“ ბაზარზე 2025 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა, უკვე ძალიან კარგად იგრძნობა ჩვენი ზრდა. გაყიდვები თვიდან თვემდე საშუალოდ 20-30%-ით გვემატება, ამასთან ბრენდის ცნობადობაც იზრდება -მომხმარებელი უკვე გვიცნობს და გვიბრუნდება.

2025 წლის ბოლო კვარტალში დავამატეთ კიდევ 50 ახალი აპარატი და გავაფართოვეთ ასორტიმენტი, რის შედეგადაც „ჯამბოს“ აპარატები კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა “, - აღნიშნავს თათია ზარქუა.

ნოემბრის თვიდან კომპანიამ მომხმარებელს ორი ახალი პროდუქტი შესთავაზა.

„ნოემბრიდან ჩვენს მომხმარებლებს ორი ახალი, ძალიან პოპულარული პროდუქტი შევთავაზეთ - BARU-ს მაჩა ლატე და ვანილა ჩაი ლატე.

BARÚ ბელგიური პრემიუმ ბრენდია და ნამდვილად მაღალი სტანდარტის პროდუქცია აქვს. მათი მაჩა და ვანილა ჩაი ლატე იმდენად მოთხოვნადია მსოფლიოში, რომ გადავწყვიტეთ ჯამბოს აპარატებშიც დაგვემატებინა და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

პროდუქტის ჩაშვების დღიდან ყურადღებით ვაკვირდებით გაყიდვებს და სასიხარულოა რომ ორივე პროდუქტი არა მხოლოდ ახალ მომხმარებელს იზიდავს,არამედ არსებულსაც ინარჩუნებს და ძალიან პოზიტიურ შეფასებებს იღებს „“, - აღნიშნავს ნიკორა ტრეიდის ყავის განვითარების ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, ამჟამად "ჯამბო" მხოლოდ თვითმომსახურების აპარატების სახით არსებობს. კომპანია ყავის იმპორტს, ძირითადად, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ახორციელებს, როგორიცაა ეთიოპია, კენია, ბრაზილია, კოლუმბია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა