გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
სტუდენტობის წლები მნიშვნელოვანი აღმოჩენების, დაუვიწყარი თავგადასავლების და ახალი მეგობრების შეძენის პერიოდია. თიბისი ცხოვრების ამ გზაზე ახალი თაობის გვერდით დგას და მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებებით, დატვირთულ რუტინას უმარტივებს.
18-დან 23 წლამდე სტუდენტებს, რომლებსაც გაქვთ ახალი თიბისი ბარათი, შეგიძლიათ დაზოგოთ თანხა ისეთ ადგილებში, რომლებსაც ხშირად სტუმრობთ.
დეკემბრის ბოლომდე, შერჩეული უნივერსიტეტების კაფეტერიებში, ახალი თიბისი ბარათით გადახდისას (18-23 წლის მფლობელები), 20%-იანი ქეშბექ შეთავაზებით ისარგებლებთ (თვეში ჯამში მაქსიმუმ 20 ლარი).
თიბისის შეთავაზებას ლუკა პოლარეშიც შეხვდებით, სადაც 28 დეკემბრის ჩათვლით, ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას- 15%-ს მომენტალურად დაიბრუნებთ (თვეში ჯამში მაქსიმუმ 20 ლარი).
აღნიშნული შეთავაზებები ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ ობიექტებში, თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას.
აიღე, ახალი თიბისი ბარათი დღესვე და ისარგებლე შენს სტუდენტურ საჭიროებებზე მორგებული, მრავალფეროვანი შეთავაზებებით. ბარათის აღება სრულიად უფასოა და ფილიალში მისვლის გარეშე, 1 წუთში, მობაილბანკიდან შეგიძლია.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია 30 ნოემბრამე გრძელდება
06.11.2025.15:46
თუ ხარ VII-XI კლასის მოსწავლე, 30 ნოემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე, გამოავლინე შენი ცოდნა ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებით და გაიმარჯვე.
• STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ერთი სკოლიდან ერთ გუნდს შეუძლია, რომელიც VII-XI კლასის 5 მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული;
• STEM ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდება: პირველი ტურის ფარგლებში მოსწავლეები ინდივიდუალურად შეასრულებენ ფიზიკისა და მათემატიკის დავალებებს. მეორე ეტაპზე კი, საუკეთესო შედეგის მქონე 10 გუნდი პრაქტიკული დავალებების შესრულებაზე ერთად იმუშავებს;
• საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან, ყველა მოსწავლე კი სერტიფიკატს მიიღებს.
ოლიმპიადის ფარგლებში, გამარჯვებული სკოლის გუნდს 10 000 ლარი გადაეცემა.
აღსანიშნავია, რომ STEM ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები და მათი მენტორები 3 თვის განმავლობაში გაივლიან კონსულტაციებს კომაროვის პროფესიონალებთან მიკროკონტროლერ Arduino-ს დაპროგრამებისა და მისი საშუალებით STEM პროექტებზე მუშაობის მიმართულებით.
ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, პროექტში მონაწილეობა 200-ზე მეტი სკოლის 1500-მდე მოსწავლემ უკვე მიიღო. ოლიმპიადა განკუთვნილია მხოლოდ არა ფიზიკა-მათემატიკური სკოლებისთვის. ფიზიკა – მათემატიკური სკოლის გუნდებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ კონკურსგარეშე სტატუსით (აღნიშნული სკოლის გუნდებს ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფი გამოცდილების მიღების მიზნით სთავაზობს პირდაპირ ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას, თუმცა მათი შედეგები არ გამოიანგარიშება და, შესაბამისად, ფიზიკა – მათემატიკური სკოლის გუნდები საპრიზო ადგილებს ვერ დაიკავებენ).