„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
გაიარე მეტი მშვიდად, თავისუფლად და პასუხისმგებლობით - ამ კონცეფციით შეიქმნა „თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია, რომელიც ავტომობილის მოვლის რუტინულ პროცესს მარტივ გამოცდილებად აქცევს. „გაიარე მეტი“ - ამ სახელწოდების ქვეშ მოქცეულ აქტივობებს ერთი პრინციპი და მესიჯი აერთიანებს: მეტი გზის გასავლელად ჯერ შენი ავტომობილი უნდა იყოს მზად. კამპანია კიდევ ერთხელ ახსენებს ავტომფლობელებს, რომ მეტის გავლა მხოლოდ ფიზიკურ დისტანციას სულაც არ ნიშნავს - ეს არის თავისუფლება, ახალი გეგმები და თავგადასავლები, სადაც გადამწყვეტი როლი გამართულ ტრანსპორტს აქვს.
მასშტაბური კამპანია ანიმაციური ვიდეორგოლით გაიხსნა, რომელშიც მთავარი გმირი ავტომობილია. ვიდეო სრულად ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიით შეიქმნა, რომელზეც „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის გუნდმა AI კონტენტის სტუდიასთან, Buff Labs-თან ერთად იმუშავა.
ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „მეტი გზის გასავლელად რომ ჯერ შენი ავტომობილი უნდა იყოს მზად, ეს მხოლოდ მესიჯი არ არის, ეს არის იდეა, რომელსაც „თეგეტა მოტორსი“ წლებია, ერთგულად მიჰყვება. კამპანიაც „გაიარე მეტი“ ამ მიზანს ემსახურება. გვსურს, ავტომფლობელებს შევახსენოთ, რომ გამართული ავტომობილი არა მხოლოდ პირადი კომფორტი და უსაფრთხოება, არამედ დიდი პასუხისმგებლობაა გარშემომყოფების მიმართ.
ამასთან ერთად, გვინდა, რეალურად შევცვალოთ მძღოლების ქცევა და რუტინული შემოწმება აუცილებელ, პოზიტიურ ჩვევად ვაქციოთ. ამიტომაც ავირჩიეთ სახალისო ანიმაციური ფორმა და Pixar-ის სტილის პერსონაჟი. ვიდეო Buff Labs-თან კოლაბორაციით გადავიღეთ და შევეცადეთ, ერთი შეხედვით, რთულ ტექნიკურ საკითხებზე ყველასათვის გასაგებ, მეგობრულ ენაზე გველაპარაკა. გვინდოდა, გვეჩვენებინა, რომ ავტომანქანაზე ზრუნვა მისი „გამოცოცხლებაა“ ახალი სეზონისთვის და ახალი თავგადასავლებისთვის“.
ყინვა, ტემპერატურის ცვლილება, ქიმიურად დამუშავებული გზები - ზამთრის სეზონი ავტომობილისთვის ყველაზე დატვირთული პერიოდია. გაზაფხული კი ის კრიტიკული ეტაპია, როდესაც მანქანას შესაბამისი მოვლა და ერთგვარი „გადაწყობა“ სჭირდება.
კამპანია „გაიარე მეტი“ ამ საჭიროებებსაც ზუსტად პასუხობს და მძღოლებს ახსენებს, რომ თითოეული დეტალი, იქნება ეს ზეთისა, ფილტრის განახლება, საბურავების სეზონური ცვლილება , აკუმულატორის მდგრადობა თუ მუხრუჭების სიზუსტე, მჭიდრო კავშირშია გადაადგილების თავისუფლებასთან. პროდუქტების ხარისხს კი, რომელსაც ავტომფლობელი ირჩევს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ამ საგაზაფხულო ტრანსფორმაციის საილუსტრაციოდ, „გაიარე მეტის“ ფარგლებში, „თეგეტა მოტორსი“ არაერთ აქტივობას გეგმავს. სულ მალე ქუჩებში მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდება. კომპანიაში დეტალებს ამ ეტაპზე არ ამჟღავნებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ეს იქნება შთამბეჭდავი სანახაობა, რომელიც ავტომობილისთვის საჭირო იმ მთავარ პროდუქტებს გააცოცხლებს, რომლებზედაც მისი გამართულობა და მართვის ხარისხი დგას.
ნინა მამაცაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის უფროსი მენეჯერი: „კამპანია „გაიარე მეტი“ მრავალფეროვანი და დინამიკურია. ჩვენი მიზანი იყო, ერთ კონცეფციაში მოგვექცია მომხმარებლის საჭიროება, კომფორტი და სპეციალური შეთავაზებები, რომლებიც საგაზაფხულო სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია. გვსურს, მძღოლებს შევთავაზოთ მარტივი გზა - ერთი სივრცე მაღალი ხარისხის პროდუქტებითა და სერვისით. ამიტომაც კამპანიის განმავლობაში პერიოდულად გვექნება სპეციალური აქციები, რაც ვფიქრობთ, მომხმარებლისთვის დამატებითი მოტივაცია გახდება, დროულად იზრუნოს მანქანის გამართულობასა და, შესაბამისად, უსაფრთხოებაზე.
კამპანიის ფარგლებში ვგეგმავთ 360-გრადუსიან კომუნიკაციას, დაწყებული ციფრული არხებით, შემეცნებითი კონტენტითა თუ მასშტაბური ინსტალაციებით, როგორიც ჩვენს სფეროში აქამდე არ გაკეთებულა. გარდა ამისა, კამპანია ფაქტობრივად ორი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება. მთელ ამ პერიოდში მუდმივად დავამატებთ ახალ ანიმაციურ კონტენტს, სპორტულ, შემეცნებით აქტივობებსა და მინიპროექტებს, რათა მომხმარებლის ინტერესი ზაფხულის ბოლომდე შევინარჩუნოთ“.
კამპანიის სამიზნე აუდიტორია ფართოა და, მძღოლებთან ერთად, ქვეითებსა თუ ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით მოსარგებლეებს აერთიანებს, რადგან გამართული ავტომობილი ყველასათვის უსაფრთხო გარემოს ნიშნავს. სწორედ ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯია „გაიარე მეტის“ ფარგლებში გაწერილი თითოეული აქტივობა და შეთავაზება. „თეგეტა მოტორსში“ კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს, რომ ავტომობილის მოვლა არა მხოლოდ ტექნიკური საჭიროება, არამედ პასუხისმგებლობაა.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
დღის ტოპ 10 სიახლე
ფულის გლობალური კვირეულის კამპანიის ფარგლებში სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი წეროვანის სკოლას ეწვია
სხვა სიახლეები
თანხის გადარიცხვა საზღვრების გარეშე: Mastercard და ჰეშბანკი წარმოგიდგენთ Mastercard Move ტრანზაქციებს
02.04.2026.13:20
Mastercard-თან პარტნიორობით, ჰეშბანკი წარმოგიდგენთ Mastercard Move ტრანზაქციებს, ფულადი გზავნილების ახალ თაობას, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ საერთაშორისო გადარიცხვები მომხმარებლებისთვის გახდეს მყისიერი და უსაზღვრო - და ამასთან, საკომისიოს გარეშე. აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს რეგიონში ციფრული გადახდების განვითარებაში.
Mastercard-ის გლობალურ ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე დაფუძნებული Mastercard Move ტრანზაქციები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საზღვრებს გარეთ ფული თითქმის რეალურ დროში გააგზავნონ. თანაც, თავიდან აიცილონ გადარიცხვებთან დაკავშირებული ისეთი პრობლემები, როგორიცაა დაგვიანება, საბანკო დეტალებში გარკვევა და მაღალი საკომისიოები.
Mastercard Move ეკოსისტემაში Mastercard-ს ცენტრალური როლი უჭირავს - ის უზრუნველყოფს უსაფრთხო, სანდო და გლობალურად აღიარებულ ინფრასტრუქტურას, რომელიც სწრაფ საერთაშორისო გადარიცხვებს რეალობად აქცევს. მისი ფართო საერთაშორისო ქსელი და ინოვაციებში დაგროვილი გამოცდილება უზრუნველყოფს, რომ Mastercard Move ტრანზაქციები აკმაყოფილებდეს სისწრაფის, საიმედოობისა და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს.
„Mastercard-ის ტექნოლოგია ბაზრებს შორის უწყვეტ კავშირს ქმნის და ისეთ ფინანსურ ინსტიტუტებს, როგორიცაა ჰეშბანკი, საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გლობალური სერვისები ლოკალურ დონეზე შესთავაზონ,“ - აცხადებს დავით ზღუდაძე, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში. „ Mastercard Move ნათლად აჩვენებს, როგორ შეუძლია თანამშრომლობებს მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის ახალი ღირებულების შექმნა.“
მაია ხელაძე, ჰეშბანკის გადახდებისა და ოპერაციების დირექტორი აღნიშნავს: „ჩვენი მისიაა ფინანსური საზღვრების სრულად გაქრობა. ჩვენი ციფრული პლატფორმის Mastercard-ის ქსელთან შერწყმით, ვცვლით ფულის მიმოქცევის წესებს - რთულ საბანკო პროცესებს ვანაცვლებთ სისწრაფითა და სიმარტივით, რათა საზღვარგარეთ ფულის გაგზავნა ისეთივე მარტივი იყოს, როგორც ადგილობრივი გადარიცხვა.”
Mastercard-ის გამოცდილების ინტეგრაციით, ჰეშბანკი მომხმარებლებს გლობალურ წვდომას სთავაზობს. მათ შეუძლიათ საერთაშორისო გადარიცხვები განახორციელონ იმ სირთულეების გარეშე, რაც ტრადიციულად თან ახლავს საზღვარგარეთ საბანკო ოპერაციებს.
Mastercard Move ტრანზაქციები მაქსიმალურ სიმარტივეზეა ორიენტირებული. მომხმარებლებს შეუძლიათ ფულის გაგზავნა რამდენიმე დაწკაპუნებით, რთული IBAN კოდებისა და მრავალდღიანი ლოდინის გარეშე - თანხა მყისიერად ირიცხება, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი. ეს წარმოადგენს თანამედროვე ალტერნატივას ტრადიციული საბანკო სისტემებისთვის.
Mastercard Move ტრანზაქციების ძირითადი უპირატესობებია:
• თითქმის მყისიერი საერთაშორისო გადარიცხვები
• 0% საკომისიო 3-თვიან პრომო პერიოდში (აპრილი - ივნისი)
• რთული საბანკო დეტალების საჭიროების არარსებობა
• გლობალური გეოგრაფიული დაფარვა
• უმაღლესი დონის უსაფრთხოება, რომელიც უზრუნველყოფილია Mastercard-ის მიერ
1 აპრილიდან, სააღდგომო კამპანიის ფარგლებში, რომელიც 3 თვე გაგრძელდება, საერთაშორისო ( Mastercard Move) გადარიცხვებზე იმოქმედებს 0%-იანი საკომისიო. შეთავაზება გავრცელდება ჰეშბანკის აპლიკაციით შესრულებულ პირველ 2,000 წარმატებულ Mastercard Move ტრანზაქციაზე.
Mastercard Move ტრანზაქციების დანერგვა ასახავს გლობალურ ტენდენციას. ის აჩვენებს, თუ როგორ იცვლება ფულის მოძრაობის სისტემა მსოფლიოში. ხარჯებისა და სირთულის შემცირებით, Mastercard და ჰეშბანკი ხელს უწყობენ ფინანსურ ჩართულობას და ეკონომიკური აქტივობის ზრდას საზღვრებს მიღმა - როგორც პირადი გზავნილების, ისე ყოველდღიური საერთაშორისო გადახდების კუთხით.
Mastercard Move წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს რეგიონული ფინტექ ეკოსისტემისთვის, რადგან ის ქმნის ახალ სტანდარტს სისწრაფის, გამჭვირვალობისა და გამოყენების სიმარტივის მხრივ. მოსალოდნელია, რომ მისი ფართო გავრცელება მნიშვნელოვნად შეცვლის მომხმარებელთა მოლოდინებს და დააჩქარებს მათ ტრანზიციას მოძველებული, ნელი და მაღალი საკომისიოების მქონე სისტემებიდან თანამედროვე ფინანსურ გადაწყვეტილებებზე. Mastercard-ისა და ჰეშბანკის პარტნიორობა ნათლად აჩვენებს, როგორ შეუძლიათ გლობალურ ტექნოლოგიურ ლიდერებსა და რეგიონულ ინოვატორებს ერთად შექმნან რეალური და მნიშვნელოვანი გავლენა.
Mastercard-ის შესახებ:
Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 -ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.Mastercard.com
ჰეშბანკის შესახებ:
სს Hash Bank ახალი თაობის ციფრული ბანკია, რომელსაც ლიცენზია მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალების გუნდის მიერ მართული ბანკი ორიენტირებულია ტექნოლოგიურ ინოვაციებზე და მომხმარებლის გამოცდილების გამარტივებაზე. ჰეშბანკი ფუნქციონირებს როგორც ციფრული ბანკი, რომელიც ფიატ და ციფრულ აქტივებს ერთ მაღალსიჩქარიან აპლიკაციაში აერთიანებს. ბანკი თანამშრომლობს საერთაშორისო კორესპოდენტულ ქსელებთან და იყენებს გლობალურად აღიარებულ ფინანსურ სტანდარტებს, რათა უზრუნველყოს გადახდების ეფექტიანი და უსაფრთხო დამუშავება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.hashbank.ge