გაფართოება, საგანმანათლებლო პროექტი და ინოვაციური მიმართულებები - როგორია Sanex-ის სიახლეები და განვითარების ხედვა
კომპანია Sanex, რომელიც ამანათების, პირადი გზავნილებისა და კომერციული ტვირთის საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტირებას ახორციელებს, ქვეყნის მასშტაბით უკვე 9 ფილიალით არის წარმოდგენილი და სამომავლოდ გაფართოებასა და კომპანიის კიდევ უფრო ზრდას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან Sanex-ის დამფუძნებელმა თამარ აბულაძემ განაცხადა, კომპანიის სტაბილური განვითარების ფონზე, ახლახან არსებულ ფილიალებს კიდევ ერთი ფილიალი დაემატა, ხოლო უახლოეს პერიოდში უკვე რიგით მეათე ფილიალის გახსნაც იგეგმება.
„იანვარში გავხსენით საბურთალოს ფილიალი, ხოლო მარტის ბოლოს ვაკის ფილიალი, ყიფშიძის ქუჩაზე. ამჟამად 9 ფილიალს ვაერთიანებთ. გლდანის ფილიალის მოწყობა დასასრულს უახლოვდება და უახლოეს პერიოდში იგეგმება მისი გახსნა, რომელიც რიგით მეათე ფილიალი იქნება.
გარდა ამისა, გამოვეცით წიგნი „გახდი ალიბაბას ექსპერტი“, რომელიც ჩვენს ფილიალებში უფასოდ არის ხელმისაწვდომი და მომხმარებლებს საჩუქრად გადაეცემათ.
კურსები ჩავატარეთ ოფლაინ ფორმატში, ასევე მოვაწყვეთ წიგნის პრეზენტაცია და მასთან დაკავშირებული მასტერკლასები. დაინტერესება მაღალია, რის საფუძველზეც უახლოეს პერიოდში ოფლაინ მასტერკლასების კვლავ ჩატარებას ვგეგმავთ.
აღნიშნული წიგნი უნიკალურია და ანალოგი პრაქტიკულად არ მოიძებნება. იგი სრულად ჩემს მიერ არის დაწერილი - სხვადასხვა წყაროდან მოძიებული და დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე. გამოცემამ უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა. წიგნში განხილულია ისეთი საკითხები, რომლებიც დამწყები ბიზნესმენებისთვის მნიშვნელოვან პრაქტიკულ გზამკვლევს წარმოადგენს “, - აცხადებს თამარ აბულაძე.
კომპანია აქტიურად მუშაობს ვებგვერდის განახლებაზე და ასევე მობილური აპლიკაციის გაშვებასაც გეგმავს.
„მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება - ვმუშაობთ ფუნქციონალის გაუმჯობესებაზე. პარალელურად, განვიხილავთ მობილური აპლიკაციის გაშვებას, რომლის დანერგვაც ზაფხულის პერიოდში იგეგმება “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, Sanex ამანათების ტრანსპორტირებას ახორციელებს: ამერიკიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან და საბერძნეთიდან.
ჩამოსული ამანათების გატანა შესაძლებელია კომპანიის თბილისის ოფისებიდან, ასევე ბათუმისა და ქუთაისის ფილიალებიდან, ან საკურიერო მომსახურების მიღება მთელი საქართველოს მასშტაბით.
სხვა სიახლეები
კრისტალისა და Moka United-ის პარტნიორობა ბიზნესებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
24.04.2026.13:07
მიკრობანკი კრისტალსა და Moka United-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმეტს ხელი კრისტალის კომერციულმა დირექტორმა მელანია კუჭუხიძე და Moka United -ის დირექტრმა, ნინო ჭედიამ მოაწერეს.
პარტნიორობა მიზნად ისახავს ბიზნესებისთვის გადახდების მიღების პროცესის გამარტივებასა და ოპტიმიზაციას. პლატფორმა უზრუნველყოფს გამოყენების სიმარტივეს, პრაქტიკულობასა და მოქნილობას, რაც ბიზნეს მომხმარებლებს ეხმარება ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესებაში და ამავე დროს, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საბოლოო მომხმარებლის გამოცდილებას.
Moka United Georgia წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი მიერ ლიცენზირებულ ფინტექ კომპანიას და არისსაერთაშორისო ბიზნეს ჯგუფის ნაწილი, რომელიც ოპერირებს მსოფლიოს 6 ქვეყანაში. მისი ტექნოლოგიურიპლატფორმები ორიენტირებულია გადახდების პროცესის დიჯიტალიზაციასა და მოქნილობაზე, რაც განსაკუთრებითმნიშვნელოვანია ბიზნესის წარმოებისთვის.
როგორც კრისტალის კომერციული დირექტორი, მელანია კუჭუხიძე აღნიშნავს: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პარტნიორობთან თანამშრომლობა, რომლებიც რეალურ ღირებულებას ქმნის ჩვენი მომხმარებლებისთვის. Moka United-თან თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს, ბიზნესებს შევთავაზოთ უფრო მარტივი, მოქნილი და თანამედროვე გადახდების მიღების მექანიზმები, რაც მათ ყოველდღიურ ოპერაციებს მნიშვნელოვნად გაამარტივებს.“
„აღნიშული თანამშრომლობა მიკრობანკი კრისტალის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო აქტიურად აითვისონ ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრები და გადახდების მიღება სრულად გააციფრულონ. ბიზნეს სექტორისთვის ეს ნიშნავს აჩქარებულ პროცესებს, ეფექტიან და მომგებიან ბიზნეს მოდელს“- აცხადებს ნინო ჭედია, Moka United-ის დირექტორი.
თანამშრომლობა ეფუძნება იმ თანამედროვე მიდგომას, რომლის მიხედვითაც ფინანსური ინსტიტუტები და ფინტექ კომპანიები აერთიანებენ რესურსებსა და გამოცდილებას, რათა ბაზარზე წარადგინონ უფრო ინტეგრირებული და მომხმარებელზე მორგებული გადაწყვეტილებები. აღნიშნული პარტნიორობა სწორედ ამ ტენდენციის გამოხატულებაა და მიზნად ისახავს გადახდების ინფრასტრუქტურის განვითარებას, პროცესების გამარტივებასა და სერვისის ხარისხის ზრდას საქართველოში.
მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:
მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 28-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.