მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7111
0.0011
flag
AZN 1.6031
0.0003
flag
CNY 38.283
0.0007
flag
EUR 3.2034
0.0066
flag
GBP 3.6759
0.0034
flag
KZT 49.84
0.0019
flag
TRY 0.0655
0
flag
USD 2.7263
0.0005

გაეცანით საქართველოს ბანკის YouTube პროექტის, Creator-ის ერთ-ერთი ჟიურის წევრის, კაკოს რჩევებს

news image

საქართველოს ბანკი, ქართველი YouTube კრეატორების მხარდასაჭერად, პირველ, მასშტაბურ ქართულ რეალითი შოუ Creator-ს იწყებს, რომლის მიზანი ქართველი დამწყები YouTube-ერების მხარდაჭერა და მთლიანად ეკოსისტემის გაძლიერებაა.

პროექტის მასშტაბის, წესების და მოლოდინების შესახებ Creator-ის ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ნიკა კაკოიშვილი (კაკო) გვესაუბრება და ადამიანებს კონკურსში წარმატებულად მონაწილეობისთვის საჭირო რჩევებს უზიარებს.

გამოიწერეთ კაკოს YouTube არხი HumanKako.

ინფორმაციისთვის, უკვე ერთი თვეა, რაც საქართველოს ბანკი HumanKako-ს მთავარი სპონსორია.

თქვენი აზრით, რამდენად განვითარებულია დღეს საქართველოში კრეატორობის კულტურა?

საქართველოში კრეატორობის კულტურა ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკშია. ბევრი ტალანტია, მაგრამ ეკოსისტემა სუსტია — ბრენდები ჯერ კიდევ ტრადიციულ მედია მოდელებზე ხარჯავენ ბევრს გაუაზრებლად, შესაბამისად არ არის სტაბილური მონეტიზაციის პლატფორმები.

ნაკლებია ცოდნა, და ხშირად საზოგადოება უფრო კრიტიკულია, ვიდრე მხარდამჭერი.

რა არის მთავარი გამოწვევა ამ სფეროს განვითარების პროცესში?

მთავარი გამოწვევებია: ტექნიკური ცოდნის ნაკლებობა, ფინანსური რესურსების სიმცირე და ის „სოციალური ზეწოლა“ განსჯის შიში, რაც ბევრს აფერხებს, სანამ ვიდეოს ატვირთავს.

რა მნიშვნელობა ენიჭება ამ გამოწვევების დაძლევაში კერძო ორგანიზაციების ჩართულობას?

ორგანიზაციები ქმნიან სტაბილურობას, ფინანსურ სტიმულს და აღიარებას. როცა კომპანია ჩნდება ამ სივრცეში, ის ეუბნება დამწყებებს: „ეს სერიოზულია, ეს მომავალია, აქ შეგიძლია კარიერა შექმნა.”

ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ქართულ YouTube-ს სხვა დონეზე აიყვანს და ნელ-ნელა სხვა კომპანიებისთვისაც „პრესტიჟულს“ გახდის იუთუბზე გამოჩენას.

თქვენი აზრით, რა წვლილს შეიტანს Creator-ი საქართველოში Youtube ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით?

Creator-ის მეშვეობით პირველად ჩნდება სივრცე, სადაც დამწყებებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარ იდეას მისცენ ფორმა, მოისმინონ პროფესიონალების რეალური კრიტიკა და მიიღონ წვდომა განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე.

ეს არა მხოლოდ მონაწილეებს წაადგება, არამედ მაყურებელსაც აჩვენებს, რომ „იუთუბერობა“ არ არის უბრალოდ გართობა — ეს არის პროფესია, რომელსაც უამრავი მიკრო გადაწყვეტილება ახლავს თან და მაყურებელიც რეალურად დაინახავს ამ შრომას შიგნიდან.

თქვენთვის, როგორც ჟიურის წევრისთვის, რა არის ის მთავარი კრიტერიუმები, რომელსაც მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს?

ზოგადად, პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანია მონაწილეს ჰქონდეს ორიგინალური იდეები, შრომისუნარიანობა და ენერგია, რაც ვიდეოდან გადმოვა. თავდაჯერებული უნდა იყოს კეთების პროცესში, მაგრამ მერე შეეძლოს რეფლექსია. ყოველი ვიდეოს დადების შემდეგ უნდა უყუროს მას თავიდან, ჩახედოს ანალიტიკას, დააკვირდეს უკუკავშირს და ანალიზი გააკეთოს, თუ როგორ შეუძლია გახადოს მომდევნო ვიდეო უკეთესი.

უშუალოდ ⁠ჩემთვის კი მთავარი კრიტერიუმია, რომ ადამიანს ჰქონდეს პასუხი მთავარ კითხვაზე: “რატომ?!“

თუ შენ იუთუბს იწყებ მარტო იმიტომ, რომ ფული იშოვო ან პოპულარული გახდე — მალევე დანებდები. თუ იცი, რატომ აკეთებ ამ ყველაფერს, მაშინ მე შენს მხარეს ვარ.

რა არის ის რჩევა, რომლის მოსმენაც მოგინდებოდათ, როდესაც პირველად დგამდით ნაბიჯს Youtube-ის სივრცეში?

მზად იყავი იმაზე მეტი სტრესისთვის ვიდრე წარმოგიდგენია.

“იუთუბერობა” ნებისმიერი სხვა საქმიანობისგან განსხვავებით ორმაგად სტრესულია – რასაც აკეთებ, ეგრევე აჩვენებ. ეს იმას ნიშნავს, რომ შენი სისუსტეებიც, შეცდომებიც და სულელური მომენტებიც თვალწინ ექნება ყველას. ცუდი ხალხიც ეგრევე გამოჩნდება. დაიწყებენ დაწვრილმანებას, დაცინვას, კომენტარებს „არაფერი გამოგდის“, “ქრინჯი ხარ”. მაგრამ ეგაა ნორმალური ნაწილი. ეგ ისაა რაც ყველას გაგვივლია და თუ ეგ ვერ აიტანე, ჯობია საერთოდ არ დაიწყო.

ამასთან, მინდა ყველა დამწყებ “იუთუბერს” შევახსენო, რომ საქართველოში YouTube ჯერ კიდევ ცარიელია. ახლაა საუკეთესო დრო, რომ შემოხვიდე.

თუ დღეს დაიწყებ და ხვალ არ გაჩერდები, ზეგ უკვე შენ იქნები ის „პირველი“, ვისაც სხვები მიბაძავენ.

ინფორმაციისთვის, მუდმივ ჟიურისთან ერთად ყოველ ეპიზოდს ეყოლება მოწვეული სტუმარი, იუთუბერი მენტორი, რომელიც დამწყებ კრეატორებს საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს გაუზიარებს.

პროექტის გამარჯვებული კი საქართველოს ბანკისგან მიიღებს ფულად ჯილდოს – 20,000 ლარის ოდენობით.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა 30 სექტემბრამდე უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და ატვირთონ საკუთარი ვიდეოს ბმული (YouTube-ზე unlisted სახით) creator.bog.ge-ზე. შერჩეულ მონაწილეები კი უნდა დაელოდონ უკუკავშირს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს დელეგაცია საქართველოს ესტუმრა

02.10.2025.20:26

ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნების წამყვანი დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ესტუმრნენ. 

ინვესტორები  საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვივნენ, სადაც ქვეყნის წამყვანი დეველოპერული პროექტები მოინახულეს, დეტალურად გაეცნენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ადგილობრივ კულტურულ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა.

აღნიშნული ტურის ფარგლებში, რომელსაც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდი მასპინძლობდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მათ შორის, მაღალი რანგის შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, “აჭარის ეკონომიკური განვითარების ხედვის” ღონისძიების ფარგლებში.

დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ისეთი ცნობილი  კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა: „Asas Makeen Real Estate Development“, „TAM Group“  „Capital Club Dubai“, „Sports District“ და სხვ.
აღნიშნული ტური ინვესტორებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ინვესტორთა მიერ გამოხატული მაღალი ინტერესი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა