მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.1
-0.0003
flag
AZN 1.5913
-0.0003
flag
CNY 37.605
-0.0088
flag
EUR 3.0936
-0.0294
flag
GBP 3.5775
-0.0397
flag
KZT 50.09
0.0028
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7061
-0.0006

გაეცანით საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო რესურსებს ბიზნეს 360° პლატფორმაზე

news image

თანამედროვე ბიზნესი წარმატებას მხოლოდ კარგი პროდუქტის ან მომსახურების შექმნით არ აღწევს. კონკურენტულ ბაზარზე მას ადგილის დამკვიდრებაში სტრატეგიული აზროვნება, ფინანსების სწორად დაგეგმვა, ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტირება და განვითარებაზე მუდმივი ფიქრი ეხმარება.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი მეწარმეებს ბიზნესის განვითარების სრულყოფილ ეკოსისტემას ბიზნეს 360° პლატფორმის სახით სთავაზობს.

ბიზნეს 360 ერთიანი სივრცეა ბიზნესისთვის, რომელიც განვითარებაზე ორიენტირებულ რესურსებს მოიცავს. ესენია:

ბიზნესკურსი


Businesscourse.ge საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლების ინიციატივებიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმაა. ესაა ციფრული არხი, სადაც სხვადასხვა თემაზე 60-ზე მეტ ონლაინ კურსია ხელმისაწვდომი.

პლატფორმაზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოუსმინოს ლექციებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: დაფინანსების მოპოვება, ფინანსების მართვა, ციფრული კომუნიკაციები, Excel-ის გამოყენება, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და სხვა.

თითოეულ კურსს ქართველი პროფესიონალები უძღვებიან, შესაბამისად, კურსები ადგილობრივი ბიზნესისთვის რელევანტური და პრაქტიკულია.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა

 
ბიზნეს 360°-ის ნაწილია ინიციატივა, რომელიც ქალ მეწარმეებს იდეიდან ბიზნესის განხორციელებამდე სრულფასოვან მხარდაჭერას სთავაზობს.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ინტენსიურ ვორკშოპებს გადიან, იღებენ მენტორების მხარდაჭერას და აფართოებენ სანაცნობო ქსელს. ამასთანავე, აქვთ შესაძლებლობა, გრანტი მოიპოვონ.

პროგრამაში მონაწილეობა სხვადასხვა რეგიონიდან და სექტორიდან 200-მდე მეწარმე ქალმა მიიღო. ამჟამად კი მე-11 ნაკადზე  რეგისტრაცია მიმდინარეობს. სამდღიანი ვორკშოპები ქუთაისში გაიმართება.

ბიზნესრესურსები

საქართველოს ბანკი ბიზნესს არა მხოლოდ ფინანსურ სერვისებს, არამედ სტრატეგიულ ინფორმაციასა და ანალიტიკურ მონაცემებსაც უზიარებს. პლატფორმის ბიზნესრესურსების მიმართულება სექტორულ კვლევებს, ანალიტიკურ ანგარიშებს, მრავალფეროვან და მაღალი ხარისხის ინფორმაციას მოიცავს და მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს:

• უკეთ გაიგონ ეკონომიკური ტენდენციები;

• სწორად შეაფასონ ბაზრის მდგომარეობა;

• მიიღონ ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

საგანმანათლებლო ღონისძიებების სერია


ბიზნეს 360°-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საგანმანათლებლო შეხვედრები — რეგულარული ვორქშოპები, ვებინარები და მასშტაბური ღონისძიებები, რომლებიც სხვადასხვა თემატიკას, მათ შორის ორგანიზაციულ მოწყობას, ციფრულ მარკეტინგს, გუნდის მართვას, ბუღალტრული პროცესების გამარტივებასა და სხვა საკითხებს ფარავს.

შეხვედრები საშუალებას აძლევს მეწარმეებს არა მხოლოდ ისწავლონ, არამედ დარგის ექსპერტებთან და თანამოაზრეებთან გამოცდილებაც გააზიარონ.

„ბიზნეს 360 არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო სივრცე — ეს არის მეწარმეებისთვის შექმნილი მხარდაჭერის პლატფორმა, რომელიც ცოდნას, რესურსებსა და შესაძლებლობებს აერთიანებს. საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციურ აზროვნებას, განვითარებას და ბიზნესების კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზარზე, ამიტომაც არ ვჩერდებით და მცირე და საშუალო ბიზნესს მომავალში კიდევ არაერთ ინიციატივას შევთავაზებთ“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

აღმოაჩინეთ განათლების შესაძლებლობები ბიზნესისთვის. ეწვიეთ პლატფორმას: 

www.business360.ge

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რა ვალდებულებები ემატებათ ძაღლსაშენ ბიზნესებს

31.07.2025.19:00

კანონში გაჩნდა შეზღუდვა, რომ აღარ იქნება შესაძლებელი ძაღლების გამრავლება და გაყიდვა ისე, როგორც ეს დღეს ხდება, - აღნიშნულს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს.


როგორც Business Insider Georgia-სთან პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, საშენებისთვის ან იურიდიული პირებისთვის, რომელიც ამ ბიზნესით არის დაკავებული შემოდის ვალდებულება, რომ დარეგისტრირდეს მუნიციპალიტეტში და  ბუნებრივია, რომ ყველა ის ძაღლი, რომელსაც ის გაამრავლებს, ანუ საუბარია სანაშენე ძაღლზე, დაარეგისტრიროს და რასაც გაყიდის და გაამრავლებს ყველა შეიყვანოს ბაზაში.


„მათ შორის დაჩიპოს თუ კი ამის ასაკი ცხოველს მოუწევს. თუმცა პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში რეგისტრირებულ საშენზე გადადის, ანუ ზუსტად ეცოდინება სახელმწიფოს ვინ არის უფლებამოსილი, რომ გაამრავლოს და ვინც არ გაამრავლებს საშენის ფარგლებში ძაღლს და კატას, მათზე არის ჯარიმა“, - განმარტავს მაია ბითაძე.


მისივე განმარტებით, ბიზნეს ემატება ვალდებულება, რომ მოახდინოს ამ ყველაფრის რეგისტრირება.


„დიახ და სახელმწიფომ გააკონტროლოს და მათ შორის პასუხისმგებელი იყოს ეს რეგისტრირებული საშენი სახელმწიფოს წინაშე. მოხდება ძაღლების აღრიცხვიანობა და ვინც უკანონოდ გაამრავლებს, ვინც საშენი არ იქნება, როდესაც გამოვლინდებიან ბუნებრივია მაღალი ჯარიმით დაჯარიმდებიან. 

ასევე, პატრონებსაც ანუ არა საშენს, როგორც იურიდიულ პირს, მაგალითად მე მყავს ძაღლი და მინდა, რომ მისი ლეკვი მყავდეს. ამ შემთხვევაში უნდა მივიდე მუნიციპალიტეტში, განვაცხადო ეს ყველაფერი და მუნიციპალიტეტმა გაატაროს რეგისტრაცია, როგორც ერთჯერადად გამამრავლებელის. ანუ ამის უფლება მექნება ერთჯერადად“, - ამბობს ბითაძე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის უკან პარლამენტმა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომლის აღსრულებაც 2026 წლიდან ეტაპობრივად განხორციელდება. უკვე გაწერილი სქემის მიხედვით, 2026 წლის პირველ თებერვლამდე გარემოს სამინისტრო მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ძაღლის მოშენების მორატორიუმის აქტს და ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესს, ხოლო მთავრობამ პირველ მარტამდე უნდა დაამტკიცოს აღნიშნული აქტები.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა