მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7210
0.0303
flag
AZN 1.5292
0.0019
flag
CNY 39.064
0.0103
flag
EUR 2.9116
0.0182
flag
GBP 3.4902
0.0317
flag
KZT 57.31
0.0001
flag
TRY 0.052
-0.0001
flag
USD 2.5992
0.0033
news banner

გაეცანით საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებებს

news image
mbc image

16 აპრილი, 2025

საქართველოს ბანკი, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, Amex და PLUS ბარათის მფლობელებს სააღდგომო შეთავაზებებს უკეთებს.

AmEx ბარათით გადახდისას: 

25 აპრილს, საკრედიტო AmEx ბარათით გადახდისას Eshvi-ს მაღაზიებში 30% ქეშბექს მიიღებთ (მაქს. 150 ლარის MR ქულა).

30 აპრილის ჩათვლით კი შეიძინეთ სასურველი პროდუქცია და დააგროვეთ 2-ჯერ მეტი MR ქულა შემდეგ მაღაზიებში:

  • Manamo Home;
  • White Studio;
  • Puri Guliani Express;
  • Alcorium;
  • Whisky House;
  • Smugglers;
  • Old Supra;
  • Wilmax Home;
  • Likastan.

PLUS ბარათით გადახდისას:

  • 16 აპრილს  - მიიღეთ Mistore-ის პეკინის ფილიალში 20%-იან ქეშბექი (მაქს. 150 ლარი);
  • 17 აპრილს - Chicolli-ს ფიზიკურ ფილიალებში შოკოლადის პროდუქციაზე 20%-იან ფასდაკლება; 
  • 18 აპრილს - გადაიხადეთ Wallet-ში დამატებული PLUS ბარათით Jysk-ის ფიზიკურ ფილიალში, ხოლო ონლაინ მაღაზიაში კი სტანდარტული PLUS ბარათით და დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 30% PLUS ქულების სახით. (მაქს, 100 ლარის PLUS ქულა);
  • 18 აპრილის ჩათვლით - Carrefour-ში 3-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებთ.  (მაქს. 20 00 PLUS ქულა);
  • 17, 18 და 19 აპრილს - ფრესკოს დიდი დიღმის ფილიალში 20%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ (მაქსიმუმ 200 ლარი).

ასევე, 30 აპრილამდე - PLUS ქულებით გადახდისას 20% ფასდაკლება მოქმედებს საკონდიტროებში: ტორტინი, საკონდიტრო ლიკა, გურმე, საბლე, დოლჩე ვიტა, მზეკაბანი, შოკოლატერია არტიზანი.

გარდა ამისა, მობილბანკში ხელმისაწვდომია აპრილის სპეციალური შეთავაზებები. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მობილბანკში 11-დან ერთ-ერთი სასურველი შეთავაზება აირჩიონ და გაიაქტიურონ:

  • 20% PLUS ქულის ქეშბექი JYSK-ის ვებ გვერდზე (მაქს. 100 ლარი)
  • 20% PLUS ქულის ქეშბექი The Body Shop-ში (მაქს. 100 ლარი)
  • 20% PLUS ქულის ქეშბექი Communal Hotels-ში (მაქს. 100 ლარი)
  • 20% PLUS ქულის ქეშბექი Alter Socks-ში (მაქს. 100 ლარი)
  • 20% PLUS ქულის ქეშბექი TOPSPORT-ში (მაქს. 100 ლარი)
  • 20% PLUS ქულის ქეშბექი NIKE-ში (მაქს. 100 ლარი)
  • 20% PLUS ქულის ქეშბექი Adidas-ში (მაქს. 100 ლარი)
  • 20% PLUS ქულის ქეშბექი Giordano-ში (მაქს. 100 ლარი)
  • 20% PLUS ქულის ქეშბექი Reebok-ში (მაქს. 100 ლარი)
  • 20% PLUS ქულის ქეშბექი Under Armour-ში (მაქს. 100 ლარი)
  • 20% PLUS ქულის ქეშბექი PUMA-ში (მაქს. 100 ლარი)

საქართველოს ბანკის შეთავაზებები სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

 

 

 

 

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Lilac Flowers A&G - ინდივიდუალური დიზაინით შექმნილი თაიგულები და გამორჩეული ფლორისტიკული ხელწერა

02.11.2026.10:00

ყვავილების მაღაზია Lilac Flowers A&G მომხმარებლებს ინდივიდუალური დიზაინით შექმნილ თაიგულებს, ყვავილების კომპოზიციებს, ქოთნის მცენარეებსა და სხვადასხვა სახის საჩუქრებს სთავაზობს. კომპანია ბაზარზე რამდენიმე თვეა, რაც ოპერირებს და მიზნად განსხვავებული ფლორისტიკული ხელწერის შექმნას ისახავს. კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს თანადამფუძნებელი გვანცა ობოლაშვილი ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებს Lilac
Flowers A&G ბაზარზე და რა პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობს
მომხმარებლებს?

Lilac Flowers A&G სულ ახლახანს, 24 აგვისტოს გაიხსნა. ჩვენი მთავარი მიმართულება თანამედროვე ფლორისტიკისა და ინდივიდუალური დიზაინის გაერთიანებაა. ბრენდის კონცეფცია განსხვავებული, ორიგინალური იდეით შექმნილ თაიგულებს ეფუძნება, რომლებიც ეტაპობრივად Lilac Flowers-ის გამორჩეულ ხელწერას აყალიბებს.

მომხმარებლებს, თაიგულებისა და ყვავილების კომპოზიციების გარდა, ქოთნის მცენარეებს, რბილ სათამაშოებს, სურნელოვან სანთლებსა და სხვადასხვა ტიპის საჩუქრებსაც ვთავაზობთ.

როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი? როგორ არჩევთ ყვავილებს და რა
პრინციპით ქმნით თაიგულების დიზაინს?

ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე სტილის თაიგულებსა და ყვავილების კომპოზიციებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპერიმენტები და ახალი იდეების განხორციელება. ვცდილობ, შევქმნა ისეთი თაიგულები და კომპოზიციები, რომლებიც ქართულ ბაზარზე ჯერ ნაკლებად არის წარმოდგენილი ან საერთოდ არ გვხვდება. ხშირად დიზაინს წინასწარ განსაზღვრული მოდელის მიხედვით კი არა, საკუთარი ფანტაზიით ვქმნი.

ჩვენს გამორჩეულ ნამუშევრებს შორისაა ე.წ. „კორსეტის თაიგული“, რომლის იდეა და დიზაინიც თავად შევქმენი. ფლორისტიკა დამოუკიდებლად ვისწავლე და მუდმივად ვცდილობ, ახალი ფორმებისა და იდეების საშუალებით განსხვავებული კომპოზიციები შევქმნა. მინდა, Lilac Flowers-ს საკუთარი, ადვილად ამოსაცნობი ხელწერა ჰქონდეს.

რით გამოირჩევა Lilac Flowers A&G კონკურენტებისგან და რა არის კომპანიის
მთავარი უპირატესობა? რამდენად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ყვავილების ხარისხი, კომპოზიციების დიზაინი და მომსახურების სისწრაფე?

ვფიქრობ, Lilac Flowers A&G-ის მთავარი განსხვავება ინდივიდუალური დიზაინი და გამორჩეული ხელწერაა. ჩემი მიზანია, შევქმნა ისეთი თაიგულები, რომლებიც მხოლოდ ლამაზი კომპოზიციები კი არ იქნება, არამედ კონკრეტულად Lilac Flowers A&G-სთან ასოცირდება.

მუდმივად ვცდილობ, ერთმანეთს შევუხამო ახალი ფორმები, ფერები და იდეები. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ნამუშევარში იგრძნობოდეს ის სტილი, რომელიც ეტაპობრივად Lilac Flowers A&G-ის ხელწერად ყალიბდება. მინდა, მომხმარებელმა თაიგულის დანახვისას ჩვენი ამოცნობა შეძლოს და თქვას: „ეს Lilac Flowers-ის სტილია“. სწორედ ასეთი უნიკალური იდენტობის შექმნაა ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი.

რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ? იგეგმება თუ არა ასორტიმენტის
გაფართოება, მომსახურების განვითარება ან ბიზნესის მასშტაბის ზრდა?

Lilac Flowers A&G-ისთვის ყვავილები მხოლოდ პროდუქტი არ არის. ჩვენი მიზანია, ადამიანებს სიყვარულის, მადლიერების, მონატრებისა თუ უბრალოდ ყურადღების გამოხატვაში დავეხმაროთ.

 

რა თქმა უნდა, გვინდა, Lilac Flowers A&G ეტაპობრივად განვითარდეს და მომავალში სხვა ფილიალებიც გავხსნათ, რათა ჩვენი სტილი და იდეები უფრო მეტ მომხმარებლამდე მივიტანოთ. ამასთან, მომხმარებლის კომფორტზე ვართ ორიენტირებული. ჩვენი პროდუქცია დამატებულია Wolt-ის აპლიკაციაში, რაც მომხმარებლებს შეკვეთის კიდევ უფრო მარტივად გაფორმების შესაძლებლობას აძლევს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა