მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7072.8
0.011
flag
AZN 1.6023
-0.0002
flag
CNY 37.984
-0.0003
flag
EUR 3.1619
0.002
flag
GBP 3.7063
-0.0016
flag
KZT 52.53
-0.0004
flag
TRY 0.0685
-0.0002
flag
USD 2.7248
-0.0004

გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

news image

11-13 ივლისს, ბათუმი რიგით მე-18 ჯაზ ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება. შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის დღეების საუკეთესო დასაწყისის შესაქმნელად, 11 ივლისს, თიბისი კონცეპტი და VISA, გთავაზობთ ჯაზ მატარებლის კიდევ ერთ თავგადასავალს, რომელიც თბილისიდან ბათუმში გამოგზაურებთ. 

კომფორტული მგზავრობისა და გზად ბევრი საინტერესო აღმოჩენის მხარდამჭერი ტრადიციულად საქართველოს რკინიგზაა.

ჯაზ მატარებელი თბილისიდან 11 ივლისს, 10:50 საათზე დაიძრება. მგზავრების განწყობაზე მატარებელში, მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ: კატო კვარაცხელია, ლუკა თოფურია, ნიკალა ზუბიაშვილი. მგზავრობისას გათვალისწინებულია: ლანჩბოქსი და ტკბილეულობა, გამაგრილებელი სასმელი, სახალისო აქტივობები და საჩუქრები.

ჯაზ მატარებლით მოგზაურობა უფასოა!

მგზავრობისას გათვალისწინებულია:

ჯაზ მატარებელზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: TKT.GE/JazzTrain

რეგისტრაციისთვის აუცილებელია ვალიდაციის გავლა თიბისი კონცეპტის VISA სადებეტო ბარათით, პირადი ნომრითა და ფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით

ადგილზე აუცილებელია წარადგინოთ თქვენი პირადობის მოწმობა და ჯაზ-ფესტივალის ბილეთი

6 წლამდე ბავშვებისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის ჯაზ-ფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

თუ ჯერ არ შეგიძენიათ ჯაზ ფესტივალის ბილეთი, გაიგე რას გთავაზობს 11-13 ივლისს შავი ზღვის რიგით მე-18 ჯაზ ფესტივალი. თიბისი კონცეპტის Visa-ს სადებეტო ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა აქვთ, ბილეთები 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გაზრდილი სიხშირეები ჩინეთიდან და აშშ-დან - Inex Group-ის კონკურენტული უპირატესობა იზრდება 

25.06.2025.16:00

მზარდი მოთხოვნის ფონზე Inex Group-ი აშშ-დან და ჩინეთიდან საქართველოში პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის სიხშირეების რაოდენობას ზრდის. როგორც კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, საჰაერო ტრანსპორტირება ჩინეთიდან უკვე კვირაში 3 რეისით მოხდება. ჩინეთიდან საქართველოში ამანათები საჰაერო გზით გამოიგზავნება რეგულარულად ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს

საჰაერო რეისების ზრდის პარალელურად კომპანიამ გაზარდა სახმელეთო რეისების რაოდენობაც.

„დაგვემატა რეგულარული, ყოველკვირეული, სახმელეთო რეისები ჩინეთიდან. ტრანსპორტირების ტარიფი: 1 კგ — 5$. მიწოდება, დამატებითი გადასახადის გარეშე, საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში“, - აცხადებენ Inex Group-ში. 

კომპანიამ ასევე გაზარდა რეისების რაოდენობა აშშ-დან და ის უკვე ყოველდღიურად ხორციელდება. 

„ყოველდღიური რეისები ამერიკიდან! მხოლოდ ჩვენთან, ნებისმიერი ამანათი ამერიკიდან მხოლოდ რეალური წონით. გამოიწერეთ სასურველი ნივთები და მიიღეთ ამანათები მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, დამატებითი გადასახადის გარეშე“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

Inex Group-ში სიახლეა ისიც უკონტაქტო გატანის ბოქსები დაემატა. 

სწრაფი, მარტივი და თანამედროვე გზა ამანათის მისაღებად -  Inex-ის სერვისებს უკონტაქტო გატანის ბოქსი დაემატა. მიიღეთ ამანათები ოპერატორთან კონტაქტის, რიგებისა და დამატებითი დოკუმენტების წარდგენის გარეშე პირდაპირ ბოქსიდან“, - აცხადებენ  Inex Group-ში.

გადამზიდავი კომპანია Inex Group-ი ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან და ჩინეთიდან.

 Inex Group-ი 2010 წელს დაარსდა და დღეისათვის თანამშრომლობს პარტნიორ კომპანიებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, იტალიაში, საბერძნეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.

Inex Group-ი აგენტების ქსელის მეშვეობით სრულად ფარავს საბერძნეთისა და საქართველოს მთელ ტერიტორიას. კომპანია ასევე თანამშრომლობს აგენტებთან ისრაელში საფრანგეთში, ავსტრიაში, ესპანეთში, იტალიასა და გერმანიაში. საშუალო სტატისტიკური მონაცემებით  ევროპიდან, ჩინეთიდან და ამერიკიდან Inex Group-ი ყოველთვიურად იღებს 120 ტონა ტვირთს (17 000 ამანათი).

Inex Group-ი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლები საკუთარ გზავნილებს საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონულ ცენტრში დამატებითი გადასახადის გარეშე იღებენ. კომპანიის მაღალკვალიფიციური პერსონალი კი უზრუნველყოფს მარტივ საბაჟო პროცედურებს და კლიენტებისათვის ამანათების მიწოდებას მაქსიმალურად მოკლე ვადაში.

Inex Group-ის თანამშრომლები მომხმარებელს უწევენ სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციას, რათა შეუფერხებლად გამოიწერონ სასურველი ნივთები მსოფლიოს ონლაინ მაღაზიებიდან და შეუფერხებლად მიიღონ ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა