მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7028.9
-0.001
flag
AZN 1.6168
-0.0002
flag
CNY 37.722
-0.0002
flag
EUR 3.13
-0.0054
flag
GBP 3.6592
0.0003
flag
KZT 53.18
0.0019
flag
TRY 0.0717
-0.0001
flag
USD 2.7492
-0.0004

გადაზიდვებში წინა წელთან შედარებით ზრდა გაქვს - Kairos Logistics

news image

2025 წლის პირველ კვარტალში გადაზიდვების მოცულობა გაზრდილია. აღნიშნულის შესახებ Business Insider Georgia-სთან საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა განაცხადა. მისი თქმით, ჩინეთიდან სახმელეთო გადაზიდვების გახსნის შემდეგ მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა მომატებული.

„ზოგადად გადაზიდვებში მიმდინარე პერიოდისთვის წინა წელთან შედარებით ზრდა გაქვს. ამ ეტაპზე ახალი მიმართულებები რაც გაქვს, ეს არის ჩინეთიდან გახსნილი სახმელეთო გადაზიდვები, რომელიც საკმაოდ გააქტიურებულია. ასევე საკმაოდ აქტიურია ევროპა, შუა აზიის მიმართულებები.

ჩინეთიდან სახმელეთო გადაზიდვების შემთხვევაში მოთხოვნა არის, როგორც იმპორტზე, ასევე ტრანზიტზე. Kairos Logistics-ის მაგალითზე, ჩინეთიდან იმპორტი სახმელეთო გადაზიდვებით თითქმის გაორმაგებულია“, - აღნიშნა ნამადოვმა.

როგორც ცნობილია ჩინეთიდან სახმელეთო გადაზიდვების გახსნა 2024 წლის ბოლოს მოხდა, რამაც ქართველ მძღოლებს ჩინეთის ტერიტორიაზე შესვლა და იქიდან ტვირთების წამოღების შესაძლებლობა მისცა.

Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ იმპორტის კუთხით ისინი აქტიურად თანამშრომლობენ ტექნიკის, ავეჯის, საკვების, დანადგარების და ასე შემდეგ, სხვადასხვა სახის პროდუქციის შემომტან კომპანიებთან.

მისივე თქმით, ექსპორტის შემთხვევაში ჩინეთში საქართველოდან ძირითადად ღვინის და დაფნის ტრანსპორტირება ხდება და ნამადოვის თქმით, ბოლო პერიოდში ჩინეთში დაფნაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

გარდა ჩინეთისა Kairos Logistics-ის გადაზიდვების პორტფოლიოში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დსთ, ევროპასა და თურქეთში გადაზიდვებს.

„აღნიშნულ მიმართულებებზე საქართველოდან ტრადიციულად არის მოთხოვნა ღვინისა და მინერალური წყლების გადაზიდვაზე. ამ მიმართულებით ლიდერები ვართ. ზოგადად საქართველოდან სახმელეთო ექსპორტს საკმაოდ წარმატებით ვახორციელებთ. იმპორტის შემთხვევაში კი სწრაფად ბრუნვადი ტვირთები, ავეჯი, ტექნიკა, დანადგარების, ბოლო პერიოდში გაიზარდა სოლარ პანელების შემოტანაზე მოთხოვნა“, - აღნიშნა ნამადოვმა.

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მოლოდინი გვაქვს, რომ 2025 წლის ზაფხულის სეზონი, მეტად ნაყოფიერი იქნება საქართველოს ტურიზმისთვის, ვიდრე განვლილი წლებში - Inn Hospitality

24.04.2025

გვაქვს მოლოდინი, რომ 2025 წლის ზაფხულის სეზონი, მეტად ნაყოფიერი იქნება საქართველოს ტურიზმისთვის, ვიდრე განვლილი წლებში, - აცხადებს კომპანია Inn Hospitality-ს კომერციული დირექტორი ნინა გაჩეჩილაძე.

Inn Hospitality კი ქართულ ბაზარზე რამდენიმე სასტუმროს აერთიანებს, მათ შორისაა Bakuriani Inn და Akhaltsikhe Inn.

„მოგეხსენებათ, უკვე მაისის თვიდან კურორტ ბაკურიანზე იწყება წიწვოვანი მცენარეების ყვავილობა, ე.წ დამტვერვა, რის გამოც კურორტისადმი ინტერესი მატულობს, განსაკუთრებით შიდა ბაზარზე, ხოლო ახალციხის მიმართულებით, მეტად აქტიური ხდება საქმიანი ტურიზმი. შესაბამისად, ამ პერიოდიდან, როგორც სასტუმრო Bakuriani Inn-ის ასევე, სასტუმრო Akhaltsikhe Inn-ის შემთხვევაში ველოდებით მოთხოვნის ზრდას.

თუ გავითვალისწინებთ, უკვე არსებული მიზნობრივი ბაზრებიდან მომართვიანობის დინამიკას, სტრატეგიულ პარტნიორებს და ამავდროულად ბოლო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, ავიაკომპანიებთან მიღწეულ შეთანხმებებს და მიმდინარე მარკეტინგულ კამპანიებს, გვაქვს მოლოდინი რომ 2025 წლის ზაფხულის სეზონი, მეტად ნაყოფიერი იქნება საქართველოს ტურიზმისთვის ვიდრე განვლილი წლებში, როგორც სასტუმრო Bakuriani Inn-ის, ასევე Akhaltsikhe Inn-ის შემთხვევაში“, - განმარტავს Inn Hospitality-ს კომერციული დირექტორი.

ნინა გაჩეჩილაძის თქმით, იმისათვის, რომ სასტუმრომ მეტი სტუმრის მოზიდვა შეძლოს ემატება ახალი სერვისები, მათ შორისაა ტურების ორგანიზება.

„რაც შეეხება ჩვენს შეთავაზებებს, გარდა სასტუმროს სერვისებისა, როგორიცაა სპა და აუზი, სამჯერადი კვება, ბარ-რესტორანი, ბავშვთა გასართობი სივრცეები და სხვა, ვაგრძელებთ სამცხე ჯავახეთის მასშტაბით, ტურების დაგეგმვა-ორგანიზებას. ამ მარშრუტებში უცვლელი რჩება რეგიონში მდებარე კულტურულ-ისტორიული ძეგლების მონახულება, რასაც დაემატა ტურები ტაბაწყურის მიმართულებით. ამავდროულად მაისის თვიდან, ჩვენი ერთგული სტუმრებისთვის გააქტიურდება, ე.წ ლოიალურობის პროგრამა, რომელიც გულისხმობს სპეციალური ფასდაკლებებსა და ბენეფიტებს“, - ამბობს ნინა გაჩეჩილაძე.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა